ტოპ-ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან
"ჯონ ტერი "ჩელსის" ტოვებს და უფასოდ გადადის..." - სწორედ ასე დასათაურებული სტატია ესიზმრებათ ლონდონური კლუბის ფანებს კოშმარებში. თუმცა ის, რაც დღეს მხოლოდ სიზმარია, დიდი შანსია, რომ ხვალ რეალობად იქცეს.

ფაქტია, რომ "ჩელსის" დაცვის ბურჯსა და ლიდერს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დღევანდელი გადასახედიდან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 32 წლის ტერის ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებენ. ყოველ შემთხვევაში, "ჩელსის" ბოსებმა მასთან მოლაპარაკებების დაწყება აშკარად დააგვიანეს, რაც კარგი ნიშანი ნამდვილად არ არის.

ტერის დარად, მიმდინარე სეზონის ბოლოს თავის კლუბთან ხელშეკრულების ვადა კიდევ არაერთ ტოპ-მოთამაშეს ეწურება და თუ მათ ახალ კონტრაქტებს არ გაუფორმებენ, ზაფხულში დაინტერესებულ კლუბებს მათი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.

თუ ასეთი მოთამაშეების სიას გადავხედავთ, ისეთი ნაკრების შედგენა შეიძლება, რომელსაც თავისუფლად ვუწოდებთ მსოფლიო ნაკრების მაგვარ გუნდს.

მაგალითად, ტურინში ანდრეა პირლოს ერა დასასრულს უახლოვდება. მართალია, 34 წლის გენიალური ნახევარმცველი მუდმივად "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, მაგრამ როგორც ჩანს, ახალი თავგადასავალი უნდა და არც "იუვეს" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ახევს კალთებს.

როგორც ირკვევა, პირლოს გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს "ტოტენჰემმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და მადრიდის "რეალმა", სადაც კარლო ანჩელოტი მუშაობს, რომელიც პირლოს "მილანში" წლების განმავლობაში წვრთნიდა. ვეტერან იტალიელზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ და მოდით, სხვა კონტრაქტამოწურვადი ვარსკვლავების ნაკრები პირლოს გარეშე შევადგინოთ.

1. იგორ აკინფეევი (ცსკა, საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევრო*): რუსეთის ნაკრების მეკარე რამდენიმე წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნევა. 2004 წლის შემდეგ მან ცსკა-ს ფორმით 300-მდე მატჩი ჩაატარა, სხვა კლუბში კი არასდროს უთამაშია. აკინფეევს მოსკოველებთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მისი გადაბირება ოლივერ კანის შესაძლო შემცვლელის რანგში მიუნხენის "ბაიერნს" სურდა.

2. ბაკარი სანია ("არსენალი", ფასი: 12 მილიონი): საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველს "არსენალთან" კონტრაქტი მხოლოდ ზაფხულამდეღა აკავშირებს და "მეთოფეებს" მისთვის ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებიათ, რაც სხვა ტოპ-კლუბების შანსია. სანია ამ სეზონში განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგაში გამოიყურება და არაერთ კლუბს გაუღვივებდა ინტერესს.

3. პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ფასი: 11 მილიონი): საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველი, რომელსაც "იუნაიტედთან" კონტრაქტი ეწურება და რომლის გადაბირებისთვის სწორედ გამდიდრებული ფრანგული კლუბები, პსჟ და "მონაკო" იბრძვიან. ევრას პრემიერლიგაში 250 მატჩი აქვს ჩატარებული და "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

4. ჯონ ტერი ("ჩელსი", ფასი: 10 მილიონი): თუ ჟოზე მოურინიომ არ მოინდომა, მოხდება ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა და რისი წარმოდგენა დღესაც ბევრს უჭირს: ტერისა და "ჩელსის" გზები გაიყოფა. შეგახსენებთ, რომ ჯონი "ჩელსის" დაცვას 2002 წლიდან ამაგრებს! ტერის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა "გალათასარაიმ" და თანაც, თურქული გრანდი მზადაა, ჯონი ზამთარშივე წაიყვანოს, რითაც "ჩელსი" ფინანსურად იხეირებს.

5. იუნეს ქაბული ("ტოტენჰემი", ფასი: 11.5 მილიონი): ფრანგი მცველი გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს, "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კი ვერტონგენისა და დოუსონის კონკურენციას ვერ ძლევს. ამ სეზონში ქაბული მოედანზე მხოლოდ ევროპალიგაში (თბილისშიც) ვნახეთ.

6. ჩაბი ალონსო ("რეალი", ფასი: 18 მილიონი): საყრდენი ნახევარმცველი უდიდესი გამოცდილებით, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და რომელსაც გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენად მოიხსენიებს. ჩაბი ალონსოთი არაერთი გრანდია დაინტერესებული, თავად ჩაბის კი ინგლისში დაბრუნება უნდა. ყველაფერი იქით მიდის, რომ ზაფხულში მისი და "რეალის" გზები გაიყოფა. მადრიდელებმა კასემიროსა და ილიარამენდის სახით, ჩაბი ალონსოს ორი პოტენციური შემცვლელი უკვე გადაიბირეს.

7. ჟერემი მენეზი (პსჟ, ფასი: 19 მილიონი): საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება - მის პოზიციაზე პარიზულ გრანდში დიდი კონკურენციაა. დიდი შანსია, რომ მენეზი მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ წაიყვანონ - ნაკრებში ბოლო შეხვედრა მარტში აქვს ჩატარებული. ბრაზილიაში გამგზავრებისთვის მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რის გამოც, შესაძლოა, პარიზი ზამთარშივე დატოვოს.

8. ფერნანდო ("პორტუ", ფასი: 17.5 მილიონი): "პორტუს" საყრდენი ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და თუ პორტუგალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, შესაძლოა, ფერნანდომ კლუბი ზამთარშივე დატოვოს. ფერნანდოც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე ოცნებობს.

9. სამუელ ეტო’ო ("ჩელსი", ფასი: 12 მილიონი): კამერუნელ გოლეადორს "ჩელსიში" მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა ჟოზე მოურინიო მას მოსალოდნელზე ხშირად ათამაშებს და ცხადად ჩანს, რომ ძალიან უყვარს. თუმცა დაირხა ხმები, რომ ეტო’ო ამერიკულ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

10. რაულ გარსია ("ატლეტიკო", ფასი: 10 მილიონი): ესპანელის ხელში უფასოდ ჩაგდება ბევრს უნდა - "ატლეტიკოს" ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია. თანაც, რაულ გარსია ძალიან გამოცდილია და ესპანეთის ჩემპიონატში 260 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული.

11. ბლეზ მატუიდი (პსჟ, ფასი: 18 მილიონი): ვისაც მატუიდის ხელში ჩაგდება სურს, უნდა იჩქაროს - მას კონტრაქტი უმთავრდება. "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ხელმძღვანელებმა უკვე ხელები დაიკაპიწეს, პარიზელებს კი მისი შენარჩუნება სურთ. საფრანგეთის პირველობაზე მატუიდის 270-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

*შენიშვნა: მოცემულია "ტრანსფერმარკტის" ფასები

სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ

მეკარეები

ფეხბურთელი (ასაკი) კლუბი ფასი

ვიქტორ ვალდესი (31) ბარსელონა 10 მლნ

მაიკლ აგაცი (29) კალიარი 7 მლნ

გილერმო ოჩოა (28) აიაჩო 6 მლნ

ზელკო ბრკიჩი (27) უდინეზე 4 მლნ

მიგელ ანხელ მოია (29) ხეტაფე 3.5 მლნ

მცველები

მარტინ მონტოია (22) ბარსელონა 10 მლნ

ჯოლეონ ლესკოტი (31) სიტი 9 მლნ

ჯონი ჰეიტინგა (30) ევერტონი 6 მლნ

ეშლი კოული (32) ჩელსი 8 მლნ

ჩანერ ერქინი (25) ფენერბაჰჩე 6.5 მლნ

მარკ ბარტრა (22) ბარსელონა 6 მლნ

ფაბიო (23) იუნაიტედი 6 მლნ

ანდონი ირაოლა (31) ბილბაო 6 მლნ

ნახევარმცველები

მანუელ ფერნანდესი (27) ბეშიქთაში 14 მლნ

ანდრეა პირლო (34) იუვენტუსი 10 მლნ

აიდენ მაკგიდი (27) სპარტაკი 7.5 მლნ

კრეიგ გარდნერი (27) სანდერლენდი 7 მლნ

ესტებან კამბიასო (33) ინტერი 7 მლნ

ურბი ემანუელსონი (27) მილანი 6.5 მლნ

ოლა ტოივონენი (27) პსვ 6.5 მლნ

სებასტიან ლარსონი (28) სანდერლენდი 6 მლნ

ელიზეუ (30) მალაგა 5 მლნ

სამირი (26) დინამო (ზ) 4 მლნ

ალენ ჰალილოვიჩი (17) დინამო (ზ) 4 მლნ

პატრიკ ებერტი (26) ვალიადოლიდი 4მლნ

თავდამსხმელები

ბატეფიმბი გომისი (28) ლიონი 10 მლნ

თომას ინსი (21) ბლეკპული 7.5 მლნ

უგო ალმეიდა (29) ბეშიქთაში 7 მლნ

შეინ ლონგი (26) ვესტ ბრომვიჩი 6.5 მლნ

ნიკლას ბენდტნერი (25) არსენალი 5.5 მლნ

დიმიტარ ბერბატოვი (32) ფულჰემი 5 მლნ

ხუან ვარგასი (30) ფიორენტინა 5 მლნ

გიორგიოს სამარასი (28) სელტიკი 4.25 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Beso
აქ ყველაზე მთავარი არ წერია. "რობერტ ლევანდოვსკი"
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"იუვე" 42 წლის ბუფონს, 35 წლის კიელინისა და კორონათი დაინფიცირებულ ფეხბურთელს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
"იუვე" კეიტასა და მატუიდის მიმართ ინტერესს ადასტურებს, ჩანი ისევ არ ჩანს
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
ᓓᓘ
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
ვინ იქნება მომავალ სეზონში "ლივერპულში" მამარდაშვილის მწვრთნელი? - მედიაში ინფორმაციები ვრცელდება
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
ტრანსფერ-ONLINE: 16 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
"ბილბაოს" ნახევარმცველს რაულ გარსიას გულზე ოპერაცია გაუკეთეს
სამეფო თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ატლეტიკომ" "რეალს" მოუგო [VIDEO]
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
ლა ლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: როგორ ვერ გადავიდა დე ხეა "რეალში"
ᓔᓡᕞᕐᓜᓔᓗᕘ. ᓚᓐ ᓚᕘᓒᓐ. XXXV ᓢᓣᓠᕘ:
ბლეზ მატუიდი "იუვენტუსით" აღფრთოვანებულია
ტრანსფერ ONLINE: 25 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ლა ლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 16 დარტყმა, 13 გოლი
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს