ერთხელ ამერიკაში
ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "სიეტლ სიჰოქსის" გულშემატკივრებმა ზედმეტად აქტიურად აღნიშნეს საკუთარი გუნდის გამარჯვება ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) "ნიუ ორლეან სეინტსის" წინააღმდეგ. ტრიბუნებზე მათმა აქტიურობამ მცირე მიწისძვრა გამოიწვია, რომლის მაგნიტუდა დაახლოებით 2 ბალი იყო.

"სიეტლისა" და "ნიუ ორლეანის" მატჩი 3 დეკემბერს გაიმართა. ყველაზე ძლიერი ბიძგი შეხვედრის პირველ მეოთხედში დაფიქსირდა. გაზეთმა "სიეტლ თაიმსმა" მიწისძვრის დასადასტურებლად სპეციალური მოწყობილობების მაჩვენებლები მოიყვანა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის მსვლელობისას, "სიეტლის" გულშემატკივრებმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარეს ხმაურის დონის მხრივ. სტადიონზე დაფიქსირდა 137,6 დეციბელი, რაც 0.1-ით მეტია ოქტომბერში "კანზას-სიტის" გულშემატკივრების მიერ დაფიქსირებულ რეკორდზე. შედარებისთვის, 140 დეციბალის ოდენობის ხმას გამოსცემს რეაქტიული თვითმფრინავი აფრენის მომენტში.

"სიეტლისა" და "ნიუ ორლეანის" მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 34:7. "სიჰოქსს" 12-დან 11 შეხვედრა აქვს მოგებული და NFL-ის ლიგაში ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას. "ნიუ ორლეანის" დამარცხების შემდეგ "სიეტლმა" გაინაღდა პლეი ოფში თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა