"გურიის" წარმომადგენელი: "რევოლუცია ყოველთვის ლანჩხუთიდან იწყებოდა და რადგან სფფ-ის ხელმძღვანელობა ახალ რეალობაშიც ვერ მოეგო გონს, ვპირდებით, რომ რევოლუციას მიიღებენ"
3 დეკემბერს გამართულმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ყრილობაზეც იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრის ყრილობაზე 7 დელეგატიდან ოთხმა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, კახაბერ ებრალიძეს მისცა ხმა.

თუმცა ალტერნატიულმა კანდიდატმა, "გურიის", თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა გია ჩხაიძემ (რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა) და მისმა მომხრეებმა სფფ-ის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

3 დეკემბრამდე გაურკვეველი იყო, არჩევნების შედეგები დაკანონდა თუ არა. მაშინ "ლელოს" ლანჩხუთის "გურიის" სპორტულმა დირექტორმა თემურ ალექსაიამ აცნობა, რომ ახალი ყრილობის ჩატარების დროსა და ადგილს სფფ-ის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დაადგენდნენ...

3 დეკემბერს კი აღმასკომის წევრმა მურად ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ გურიის საკითხზე იმსჯელეს, დარღვევები ვერ აღმოაჩინეს და ყრილობის შედეგები დააკანონეს.

"ლელოს" დაუკავშირდა "გურია 2000"-ის წარმომადგენელი ნუგზარ ცინცაძე, რომელსაც ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ცინცაძემ აღმასკომის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა:

"ყრილობის კანონიერებას არ ვცნობდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაცვას უბრძანეს, დარბაზში არ შევეშვი. ხმა კი იმ ადამიანს მიაცემინეს, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა.

ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ ამ უკანონობებზე ფედერაციის წარმომადგენლებმა რეაგირება არათუ არ მოახდინეს, არამედ ამ ყველაფერში თავად მონაწილეობდნენ.

მიმაჩნია, რომ სწორედ ამ მიზნით დაინიშნა ყრილობა თბილისში და არა - გურიაში.

უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გავმართავთ და ყველაფერს ვიტყვით, კერძოდ, როგორ განიავდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან გამოყოფილი 16 მილიონი ლარი, სფფ-ის არჩევნებში რომელი პოლიტიკური ძალა ვის სასარგებლოდ ერეოდა, ვინ ვის ლობირებდა და რა მოტივით.

როცა ამაზე ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან დავიწყეთ ლაპარაკი, სიუჟეტი დაბლოკეს და თავი გაიშიფრეს - გასაგებია, ვის ემსახურებიან.

რევოლუცია ყოველთვის ლანჩხუთიდან იწყებოდა და რადგან სფფ-ის ხელმძღვანელობა ახალ რეალობაშიც ვერ მოეგო გონს, ვპირდებით, რომ რევოლუციას მიიღებენ".

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს დაწყებულ პროცესებზე ლანჩხუთის "გურიის" მაშინდელ განცხადებაში ასეთი მინიშნება იყო:

"გრფფ-ის ყრილობის პარალელურად, სფფ-ის სხვა სუბიექტის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა გაიმართა, რომელსაც უფლებამოსილი პირები არ ესწრებოდნენ (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრების უმრავლესობა - რედ).

საქმე გვაქვს იურიდიულ ნონსენსთან, რომლის მიხედვითაც, სფფ-ის მესვეურების მხრიდან საქმისადმი ტენდენციური მიდგომა იგრძნობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "საჯარო რეესტრი" უკანონობას დროულად აღკვეთს".

"ყრილობა წესების დაცვით ჩატარდა და აღმასკომის წევრებმა მისი შედეგები ამიტომაც დაამტკიცეს. დარღვევები რომ არ ყოფილა, ეს ფედერაციის იურიდიულმა სამსახურმა აღნიშნა", - გვითხრა გრფფ-ის გენერალურმა მდივანმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება

ყრილობა და შფოთი გურიაში - ლანჩხუთის "გურიას" ხმა არ აქვს!

dato
ზესტას გაყალბებული საბუთები
1111
ბატონო მერაბ, იქნებ ჰკითხოთ ზვიად სიჭინავას და თამარ წერეთელს, მისცემენ თუ არა მთელ გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსს ამჟამად
1111
დაიცავით ახლა ფეხბურთელთა ინტერესები, ისევე როგორც გორგიაშვილის და მიეცით ყველას თავისუფალი აგენტის სტატუსები. ორმაგი სტანდარტებია თუ ზესტაა დაბალი ღობე. სად არის ის "ბრძენი" ხალხი , "საწყალი" ფეხბურთელი რომ გადაარჩინეს.
zaza
რა დონის ამაგლებაზერ და ცჰემპიონატის განვიტარებაზეა ლაპარაკი ერტმანეტს ჩამენ და ვერ იყოპენ,პედერაცია ხო საერტოდ მკვდარია არ არსებობს მარტო სატავისოტ
irakli
რატომ არ ამბობთ ვინ დაბლოკა? რომელმა არხმა?
xxx
მარტო თქმა არაა საკმარისი! თქმას განწმენდა უნდა მოყვეს, ისე ყველაფერი წყლის ნაყვა იქნება!
ზურა
აბა გაბედეთ და თქვით... ნუ შეგეშინდებათ, ვინმემ ხომ უნდა თქვას მაინც.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
აღმასკომის სხდომა: "გურია" რომ გააფრთხილეს, "ზუგდიდი" და "სიონი" დაავიწყდათ?
გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება
ლანჩხუთის "გურიას" ვეტერანების ხმა: გაუღეთ კარი მერაბ ჟორდანიას!
პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი
"იმედი არ მაქვს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განზრახვაზე ხელს აიღებენ"
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ
SOS! მინდია ბობღიაშვილი: გადავარჩინოთ "გურია"!
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიას" დირექტორი: პირობები აშკარად გაუმჯობესდა, მიზანი კი ექვსეულია
მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გაუგებარი ფეხბურთი ლანჩხუთში - შიდა დაპირისპირება "გურიის" წინააღმდეგ
კახა ებრალიძე: თქვენს ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."