ლანჩხუთური კლუბის პატრონობა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას სურს
ბოლო 26 წლის განმავლობაში, ლანჩხუთის "გურიასა" და მისი გრიგოლეთის ბაზის კერძო საკუთრებაში გადასვლის არაერთი მცდელობა გვახსენდება. მაგრამ ყველა მათგანი უშედეგოდ სრულდებოდა. ახლა კლუბის პატრონობა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას სურს.

ამასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ვეტერან ფეხბურთელთა სახელით თემურ ალექსაიამ ლანჩხუთის საკრებულოს წერილი მისწერა.

"მინდა გამოვეხმაურო ლანჩხუთის "გურიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მერაბ ჟორდანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც მისთვის კლუბის საკონტროლო პაკეტის მართვის უფლებით გადაცემას უკავშირდება.

ბატონი მერაბის პრეზიდენტობის დროს, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელად ვმუშაობდი. მაშინ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რესპუბლიკური გათამაშებები მიმდინარეობდა, მათ შორის - წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელების სახელობის ტურნირები - გივი ჩოხელის, დავით ყიფიანისა და ვიტალი დარასელიას თასების გათამაშებები, აგრეთვე "კოკა კოლას" თასი. ამ პროექტების დაფინანსებასა და გუნდების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფაში მას დიდი დამსახურება ჰქონდა.

მე, როგორც საფეხბურთო ოჯახის რიგითი წევრი და, ასევე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, მხარს ვუჭერ, რომ მერაბ ჟორდანიასთან ხელშეკრულება გაფორმდეს და ის ლანჩხუთის "გურიას" სათავეში ჩაუდგეს. დარწმუნებული ვარ, მის ხელში "გურიას" ის დიდება და სახელი დაუბრუნდება, რომელიც ძველი თაობის, უდიდესი ადამიანებისა და ფეხბურთელების მიერ იქნა მოპოვებული.

ჟორდანიას აქვს ლანჩხუთის "გურიას" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისა და ვეტერანი ფეხბურთელების სრული ნდობა და გუნდის ღვაწლმოსილ ვეტერანებთან ერთად, თხოვნით მივმართავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ყველა წევრს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიმდინარე მოლაპარაკებებს და მხარი დაუჭირონ ბატონ მერაბ ჟორდანიას და მის გუნდს. მჯერა, მისი ინტელექტი, საერთაშორისო კავშირები და ავტორიტეტი წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ ფეხბურთს, ასევე "გურიას", - წერს ალექსაია.

წერილს ხელს აწერენ და კლუბში ჟორდანიას მისვლას მხარს უჭერენ ვეტერანი ფეხბურთელები - ომარ პერტენავა, ბეგი სიხარულიძე, ჯემსუატ ურუშაძე, თამაზ კვირკველია, რევაზ ქირია, ვალიკო წილოსანი, შოთა პატარაია, გენო პატარაია, ჟორა ჭყონია, ომარ ურუშაძე, მერაბ მერაბიშვილი და ავთო ნარიაშვილი.

"გურიას" რომ პატრონობა უნდა, ფაქტია. ღრმად გვწამს, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის უკეთესი მომავალი კერძო ინვესტორებს უკავშირდება. ამიტომაც საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები "გურიასთან" დაკავშირებით და რა გამოხმაურება მოჰყვება ვეტერანების წერილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"ვიტყვით, როგორ განიავდა ფეხბურთისთვის გამოყოფილი სახელმწიფოს 16 მილიონი..."
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ
ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა