უმაღლეს ლიგაში "დინამო"-"გურიას" დაპირისპირება თბილისში თერთმეტწლიანი პაუზის მერე ტარდება
როგორც ვწერდით, 3 დეკემბერს ჩასატარებელი მატჩები უამინდობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ 5 დეკემბრისთვის გადმოიტანა.

იმედია, ეს ტური როგორმე ჩამთავრდება.

ისე, ამინდები თუ არ გამოსწორდა, დეკემბერში კიდევ 3 ტური და სუპერთასის მატჩია ჩასატარებელი და პრობლემებს ვერ ავცდებით. ვნახოთ, იქნებ ბუნებამ პატივი დაგვდოს...

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს უმაღლესი ლიგის XV ტურის ორი მატჩი გაიმართა.

იხილეთ: ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]

იხილეთ: მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]

დინამო-გურია

პირველი წრე: 1:2

დისკვალიფიკაცია: დორინ გოგა (დინამო) - კობა შალამბერიძე (გურია)

"გურიას" გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო, სწორედ ამ მატჩს მივიჩნევდით ამ ტურში ყველაზე დამაინტრიგებლად!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში "დინამო"-"გურიას" დაპირისპირება თბილისში თერთმეტწლიანი პაუზის მერე ტარდება;

ჰო, ლაპარაკია ძველისძველ კონკურენტებზე, რომელთა შორის პაექრობებში ირკვეოდა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა... პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატებში!

...საქართველოს პირველი ჩემპიონი საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულის წინააღმდეგ - ესეც გარკვეული ინტრიგაა, თუმცა 1990-91 წლების შემდეგ "დინამოსა" (იმდროინდელ "იბერიას") და "გურიას" აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ჰქონდათ.

და აი, თერთმეტწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "გურიამ", ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, 13 ტური იმდენად შთამბეჭდავად ჩაატარა, რომ მესამე ადგილამდეც აღზევდა!

არადა, სეზონის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთელთა კლუბში სერიოზულზე სერიოზული ფინანსური პრობლემები იყო, მაგრამ "გურიას" ასპარეზობაზე ეს უარყოფითად არ აისახა: წინა ტურამდე გუნდს ყველა საშინაო მატჩი ჰქონდა მოგებული, მათ შორის - თბილისის "დინამოსთანაც"!

ჰო, ამ ჩემპიონატში დუშან უჰრინის გუნდს ხომ ერთადერთი მარცხი აქვს და ისიც, სწორედ დღევანდელ მეტოქესთან; ანუ ადვილი წარმოსადგენია, თუ რევანშის როგორი სურვილი ექნებოდა მატჩის წინ "დინამოს".

თუმცა გუნდში საწვრთნელი პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია და ასეთ ვითარებაში რომელ შედეგზეა ლაპარაკი?..

სიონი-ზუგდიდი

პირველი წრე: 1:2

ამ და მომდევნო ტურში რამდენიმე ისეთი მატჩია, ზედა ექვსეულის გუნდები რომ ხვდებიან ერთმანეთს და ამ ყველაფერმა, შესაძლოა, სხვა გუნდის სასარგებლოდ იმოქმედოს: ამ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშებულ "სიონს" შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს და ნუ გამოვრიცხავთ, რომ ბოლნისური კლუბი უკვე მომდევნო კვირაში... ზედა ექვსეულშიც ვიხილოთ!

ოღონდაც, დებიუტანტი-მწვრთნელის, ლადო ბურდულის შეგირდებმა, ალბათ, დროა, რომ "საშინაო" მატჩებშიც დაახლოებით იგივე შედეგი უჩვენონ, როგორითაც სტუმრად მოპოვებული ქულებით ამაყობენ.

არადა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიტუაცია იქნებოდა, ამ სეზონში "სიონს" საშინაო მატჩები მშობლიურ ბოლნისში რომ ჩაეტარებინა.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი წრის მატჩი "ზუგდიდის" გამარჯვებით დასრულდა და ეს იყო "ზუგდიდის" პირველი და ერთადერთი მოგება ამ სეზონში...

მერანი-ვიტ ჯორჯია

პირველი წრე: 0:3

ამ გუნდებს შორის არსებული ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ მესამე წელიწადია გრძელდება, თუმცა მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ უმაღლესი ლიგის "სტაჟიანი" წევრისთვის, "ვიტ ჯორჯიასათვის" ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ სწორედ "მერანი" ჩამოყალიბდა.

თავად განსაჯეთ: ამ სეზონამდე ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან "ვეტერინარებს", მოგებას ვინ ჩივის, გოლიც არ ჰქონდათ "მერანისთვის" გატანილი! და აი, პირველ წრეში ეს ნავსი გატყდა და გიორგი კორიფაძის დუბლის წყალობით, "ვიტ ჯორჯიამ" პირველად შეძლო "მერანის" დამარცხება.

თუმცა შემდეგ ორივე გუნდისათვის მოვლენები არაერთგვაროვნად განვითარდა, ოღონდ ეს უფრო მარტვილურ გუნდზე ითქმის - წინა ტურამდე ზედიზედ 7 მატჩი რომ წააგო!

თუმცა ყველა ნავსიან სერიასაც, როცა იქნება, დასასრული უნდა ჰქონდეს და ასეც მოხდა: ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, "ზუგდიდთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერანმა", როგორც იქნა, ქულა მოიპოვა.

თუმცა, "მერანიც" და "ვიტ ჯორჯიაც" ჯერ კიდევ სახიფათო ზონის სიახლოვეს იყოფებიან და თითოეული ქულის მოსაპოვებლადაც გვარიანი ძალისხმევა დასჭირდებათ.

ტორპედო-სპარტაკი

პირველი წრე: 1:0

დისკვალიფიკაცია: მათე ცინცაძე (ტორპედო) - ლაშა ჩაფიძე (სპარტაკი)

ორი თვის წინ, 6 ოქტომბერს "ტორპედომ" სტუმრად "მერანს" მოუგო (3:0) და აი, იმის შემდეგ ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ქუთათურთა გუნდმა ერთი ფრე ითამაშა და შემდეგ ზედიზედ 5 მატჩი წააგო!

ჰოდა, კონკურენტებმაც მშვენივრად ისარგებლეს ახალგაზრდული გუნდის ამ კრიზისული პერიოდით და სულ ახლახან მეორე ადგილზე მყოფი "ტორპედო" პირველ ექვსეულსაც "ჩამოაშორეს"!

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ წარუმატებელ პერიოდში "ტორპედოს" ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან მოუწია დაპირისპირება, თუმცა ასეთ კოშმარულ სერიას მაინც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

მოკლედ, ესპანელ სპეციალისტს, ჟერარდ სარაგოსას უსერიოზულესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი თავის ახალგაზრდა შეგირდების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად.

არადა, 5 დეკემბერს "ტორპედოს" ისეთი მეტოქე ჰყავს, რომლისთვისაც თითოეულ მატჩს, შინ თუ გარეთ, ცხრილის "მეზობელთან" თუ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან, მოკლედ, ყველასთან უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს. თანაც, "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას არანაკლებ რთული მისია აკისრია: მის გუნდს სტუმრად ხომ ჯერჯერობით ერთადერთი ქულა აქვს აღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...