თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის თქმით, გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება ჩისკო

დუშან უჰრინს თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ ჟვანია შეცვლის.

ჟვანია ამ ეტაპზე მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ის ბოლო დრომდე "დინამო 2"-ს წვრთნიდა.

როგორც 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მალხაზ ჟვანია გუნდში წარმატებას მიაღწევს და სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდება.

"დუშან უჰრინი მიემგზავრება თავის სამშობლოში, სადაც უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი გუნდის, "პლზენის" მწვრთნელი.

კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო გვემუშავა კიდევ ნახევარი წელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ბრუნდება სამშობლოში და უნდა უთავკაცოს ასეთ ძლიერ გუნდს, ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს.

რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა "დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის "დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა რომან ფიფიამ.

"დინამოს" პრეზიდენტმა შეხვედრაზე გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზამთრისთვის იგეგმება გუნდის გაახალგაზრდავება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გაახალგაზრდავებისკენ წავიყვანოთ. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორის გამო.

ეს გამოწვეულია იმით, რომ მაღალბიუჯეტიანი მიდგომა, რომელიც გვაქვს სხვა გუნდებისგან განსხვავებით, არ ამართლებს, რადგან ბაზარზე მარტო ჩვენ ვართ მსგავსი სახით.

ასეთი მიდგომა გავაგრძელოთ - ეს უაზრობაა, სწორი არ არის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ იმ წრეში, რა წრეშიც გვიწევს თამაშები. ჩვენ მეტი შანსი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს და "დინამოს" აკადემიას.

ჩვენი გეგმები გაიწერება რამდენიმე წელზე, თუმცა ჩვენი მთავარი ამბიცია ისევ ჩემპიონობა და სხვა სახის წარმატებები იქნება", - განაცხადა რომან ფიფიამ.

რაც შეეხება ლეგიონერების დარჩენას გუნდში, როგორც ფიფიამ და მალხაზ ჟვანიამ განაცხადეს, ამაზე კონკრეტულ პასუხს მოგვიანებით იტყვიან. თუმცა, ფიფიას თქმით, გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება ჩისკო, რომელიც ყველასთვის პატივსაცემი ფეხბურთელია.

წყარო: interpressnews.ge

Dudu
დინამოს კი არა ქვეყანას უდგას ცუდი დროება
bei
ეეე, ანუ დინამოაც ცუდი დროება დაუდგება და ევროპაზე ცვეღარაფერს იზავენ ერთ წრესაც კი
gio
ფიფია , მაშინ შენც დაარიგე ეგ მილიონები იმიტომ რომ საქართველოში სხვა ლიგაში ხარ და გარშემო 99% შენი მეათედიც არ აქვს და მარტო მოთამაშე ხომ არ იქნები!!!
vaxvax
ბატონო რომან!სხვა წარმატებებში რას გულისხმობთ,ევროპაზე თამაში აღარ გაინტერესებთ.ძველ ფეხბურთელებს რა ბედი ეწევათ."დინამო"-ს ავტორიტეტი ხომ არ დაკნინდება?
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
"დინამოს" აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალი გაუშვეს - შაშიაშვილის კომენტარი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა