კორვერმა სამქულიანების რეკორდი დაამყარა
ამიერიდან, კაილ კორვერი NBA-ის რეკორდის ერთპიროვნული მფლობელია ზედიზედ ჩაგდებული სამქულიანების სერიის ხანგრძლივობის მიხედვით. “კლივლენდთან” მატჩი 90-ე იყო “ატლანტას” მცველისთვის, როცა ის მინიმუმ ერთი შორეული ტყორცნით ტოვებდა მოედანს.

წინა რეკორდი - ზედიზედ 89 მატჩი - დან ბაროსს ეკუთვნოდა და დამყარებული იყო 1994-96 წლებში. "კლივლენდთან" შაბათის მატჩში კორვერის პირველი ცდა უშედეგო იყო, მაგრამ პირველი მეოთხედის შუაში, მაინც მიაღწია მიზანს და “ჰოქსის” გულშემატკივრებმა ზეიმი დაიწყეს. “ატლანტამ” მაშინვე ტაიმ-აუტი აიღო, რათა კორვერი ამ მომენტით დამტკბარიყო, არენის დიქტორს კი წინასწარ მომზადებული განცხადება წაეკითხა. ტაბლოზე გაუშვეს ვიდეორგოლი, რომელიც წინა 89 ჩაგდებულ სამქულიანს მოიცავდა.

პორტლენდშიც შორეული ტყორცნების აღლუმი იყო. ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, “ბლეიზერსის” მოთამაშეებმა 23-დან 17 სამქულიანი ჩააგდეს! ზუსტი შორეული ტყორცნა ექვსმა კალათბურთელმა შეასრულა, მათ შორის, ყველაზე გამორჩეული დამიენ ლილარდი იყო - ექვსიდან ხუთი. სამქულიანების გამოყენების პროცენტი - 73.9 NBA-ის რეკორდია იმ გუნდებისთვის, რომლებმაც მატჩში მინიმუმ 20 შორეული სროლა შეასრულეს. გარდა ამისა, ორეგონელებმა გააუმჯობესეს საკლუბო რეკორდი, რომელიც ერთ მატჩში ჩაგდებულ 16 სამქულიანს უდრიდა.

გასაკვირი არ არის, რომ ლიგის ყველაზე სუსტ გუნდ “იუტას” წინააღმდეგობის მინიმალური შანსიც არ ჰქონდა და განადგურდა - 98:130.

გამოფხიზლება ეტყობა “ნიუ იორკ ნიქსს”. “ბრუკლინთან” დერბიში დიდი ანგარიშით მოგების (113:83) შემდეგ, ვუდსონის შეგირდებმა ბოლო ორი დღეში მეორე მატჩი მოიგეს - ამჯერად, დაამარცხეს “ორლანდო”, რითაც შეწყვიტეს “მედისონ სკვერ გარდენში” სამარცხვინო შვიდმატჩიანი წაგებათა სერია. ამჯერად, კარმელო ენტონიმ მხოლოდ 20 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში: 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება.

6 დეკემბერი

შარლოტი-ფილადელფია 105:88

36:33, 26:18, 22:21, 21:16

შ: ტეილორი (20), უოკერი (18+10 პასი), ჰენდერსონი (18), ელ ჯეფერსონი (14+12 მოხსნა), სეშენსი (13), კ. ზელერი (10).

ფ: როუტენი (21+9 პასი), ე. ტერნერი (16), ტომპსონი (12), ჰოიესი (10+13 მოხსნა).

ვაშინგტონი-მილუოკი 105:109 (ო)

30:34, 13:22, 31:22, 28:24, 3:7

ვ: უოლი (30+8 პასი), არიზა (22+12 მოხსნა), გორტატი (14), ნენე (10).

მ: მიდლტონი (29), ნაითი (20), ჰენსონი (19+17 მოხსნა), მაიო (17).

ატლანტა-კლივლენდი 108:89

37:20, 26:33, 19:21, 26:25

ა: ჰორფორდი (22), მილსეპი (16+14 მოხსნა), ტიგი (13), მო უილიამსი (13), კარტ. მარტინი (12), კეროლი (10), კორვერი (10).

კ: უეიტერსი (30), ე. ბაინუმი (20), ჯეკი (12), ტ. ტომპსონი (9+11 მოხსნა).

ბოსტონი-დენვერი 106:98

39:15, 25:29, 23:33, 19:21

ბ: ჯორ. კროუფორდი (22), ჰემფრიზი (18), ბრედლი (18), ჯეფ გრინი (15), ბასი (14).

დ: ლოუსონი (20), ჰიქსონი (17), ფოიე (12), ნ. რობინსონი (11), ა. მილერი (10), მოზგოვი (10).

ნიუ იორკი-ორლანდო 121:83

28:31, 32:23, 30:15, 32:14

ნ-ი: კ. ენტონი (20+11 მოხსნა), ბარნიანი (17), ჯ-ა. სმიტი (17), ჰარდუეი (15), ფელტონი (14), უორლდ პისი (12), შამპერტი (10).

ო: აფლალო (20), ოლადიპო (17), ჯ. ნელსონი (13).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 105:83

31:12, 30:25, 26:29, 18:17

ჰ: ჰარდენი (34), დ. ჰოვარდი (22+18 მოხსნა), ტ. ჯონსი (16+10 მოხსნა).

გ-ს: ს. კარი (22), ჰ. ბარნსი (14), ბეიზმორი (12), დ. ლი (11).

ნ. ორლეანი-ოკლაჰომა 95:109

26:24, 26:34, 16:22, 27:29

ნ-ო: რ. ანდერსონი (18), ე. გორდონი (16), ჰოლიდეი (16), ტ. ევანსი (11), მოროუ (10)

ო: დურანტი (29), უესტბრუკი (25), იბაკა (17+13 მოხსნა), რ. ჯექსონი (15).

ფინიქსი-ტორონტო 106:97

27:27, 25:23, 29:24, 25:23

ფ: მარკიფ მორისი (25+11 მოხსნა), ტაკერი (18), ბლედსოუ (16+7 პასი), გ. დრაგიჩი (14), მარკუს მორისი (10).

ტ: ა. ჯონსონი (22), ლოური (21), გეი (17+10 მოხსნა), დეროზანი (13), ვალანჩუნასი (11+10 მოხსნა).

პორტლენდი-იუტა 130:98

39:22, 28:34, 40:13, 23:29

პ: მეტიუზი (24), ლილარდი (21), ოლდრიჯი (20+15 მოხსნა), ბატუმი (13), ტ. რობინსონი (13).

ი: ბერკსი (16), ჰეივორდი (10), ჯ. ევანსი (10), მ. ჰარისი (10), ლუკასი (10).

საკრამენტო-ლეიკერსი 100:106

30:28, 25:24, 32:29, 13:25

ს: კაზინსი (20+11 მოხსნა), მაკლემორი (20), ა. ტომასი (14), სელმონსი (13).

ლ: პ. გასოლი (19), მიქსი (19), ნ. იანგი (14), ბლეიკი (13+10 პასი), უ. ჯონსონი (13), საკრე (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აღმოსავლეთის ღირსებას "ინდიანა" იცავს

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
დუეინ უეიდი ვარსკვლავებს მიღმა დარჩა
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ირვინგი და დევისი
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
NBA. ყველაზე ღირსეული კორვერია
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ანტირეკორდების დღე
NBA: "კლიპერსს" კრის პოლის მუხლი ადარდებს