"ატლანტას" მცველის აღიარება
"ატლანტა ჰოქსის" მცველმა კაილ კორვერმა ჯო დუმარსის სახელობის პრიზი მოიპოვა. ეს ჯილდო ტრადიციულია და ის კალათბურთელს მოედანზე ღირსეული საქციელისთვის გადაეცემა.

გამოკითხვაში კორვერმა 2351 ქულა მიიღო და გაუსწრო "ნიუ ორლეანისა" და "ჩიკაგოს" მძიმე ფორვარდებს - ენტონი დევისსა და პაუ გასოლს. ტოპ-ექვსეულში აგრეთვე მოხვდნენ ნიკ კოლისონი ("ოკლაჰომა"), ამირ ჯონსონი ("ტორონტო") და ჯერემი ლინი ("ლეიკერსი").

მოედანზე ღირსეული საქციელისთვის პრიზი 1995-96 წლების სეზონიდან დააწესეს. ყველაზე ხშირად ეს ნომინაცია მოგებული აქვს გრანტ ჰილს (სამჯერ).

შარშან ჯო დუმარსის სახელობის პრიზი "მემფისის" გამთამაშებელმა მაიკ კონლიმ აიღო.

ჯერჯერობით არ დასახელებულა სეზონის საუკეთესო ახალბედას პრიზის მფლობელი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვებული "მინესოტას" ფორვარდი ენდრიუ უიგინსი გახდება. 20 წლის კანადელი "კლივლენდმა" დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია, მაგრამ ტრეიდით "მინესოტაში" გაუშვა.

უიგინსს რეგულარულ ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია და საშუალოდ 16.9 ქულა და 4.6 მოხსნა დააგროვა. ამასთან, ის სეზონის მსვლელობისას უმატებდა: პირველი იანვრის შემდეგ საშუალო შედეგიანობა 19.1 ქულამდე ავიდა, ბოლო 13 მატჩში კი 23.3 ქულა დააგროვა.

ამ ნომინაციაში უიგინსის კონკურენტები იყვნენ "ფილადელფიის" ცენტრი ნერლენს ნოელი, "ჩიკაგოს" მცველი ნიკოლა მიროტიჩი და "ორლანდოს" გამთამაშებელი ელფრიდ პეიტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chiko
უიგინსს გაუმართლა. მთავარი კონკურენტი ჯაბარი პარკერი სეზონის დასაწყისში დაშავდა, თორემ ერთნაირად მიდიოდნენ რაფრაც მახსოვს
fraternity
მიროტიჩი მცველი არ არის, ფორვარდია
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ