ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აუკრძალეთ უღირსებს თამაში!

აუკრძალეთ უღირსებს თამაში!

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. მეხუთე ტურის მიმოხილვა

ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და, მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გათავისუფლებას „ტვენტესთან“ ძლივსმოგებული თამაშის გამო გადაურჩა. ბარსელონელებმა თავი „ელ კლასიკოსთვის“ შეინახეს, მაგრამ როგორც ითამაშეს, „პანათინაიკოსის“ გასანადგურებლად ისიც საკმარისი გამოდგა. და კიდევ: საშინელი „ბურსა“ და საშინელი თამაში ყაზანში.

A ჯგუფი

ტოტენჰემი-ვერდერი 3:0

გოლები: 1:0 ქაბული (6), 2:0 მოდრიჩი (46), 3:0 კრაუჩი (79)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (ტოტენჰემი)

„ვერდერი“ ისედაც უმძიმეს დღეშია და თან, ამ მატჩისთვის ათი წამყვანი ფეხბურთელიც აკლდა. შესაბამისად, გასაკვირი ის უფროა, რომ ბრემენელებმა გაცილებით დიდი ანგარიშით არ წააგეს, ვიდრე ის, რომ „ტოტენჰემს“ სპარინგ-პარტნიორადაც ვერ გამოადგნენ. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა ითქვას: „ვერდერის“ ზოგიერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაცილებით ვაჟკაცურად იბრძოლა, ვიდრე პირველი შემადგენლობის წევრები იბრძვიან ხოლმე. თუმცა თამაშს თავიდანვე დაეტყო, რომ ამხანაგური მატჩის კლასისა იქნებოდა, რადგან ლონდონელთა უპირატესობა აშკარა და თვალშისაცემი იყო. თანაც, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს მაქსიმუმი არც გაუღიათ...

ინგლისელები მერვედფინალში არიან და თუ ბოლო ტურში „ტვენტესაც“ მოუგეს, ჯგუფში სულაც პირველ ადგილს დაიკავებენ, „ვერდერი“ კი არა მარტო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, არამედ ვერც ევროპის ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას, რადგან მესამე ადგილზე მყოფ „ტვენტეს“ სამი ქულით ჩამორჩება და ჰოლანდიურ კლუბთან ურთიერთმატჩებში (1:1, 0:2) უარყოფითი ბალანსი აქვს. ისე, ამდენის ახსნა არც იყო საჭირო, ფაქტი კი ის არის, რომ „ვერდერში“ სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს. ჯოხი ალბათ მთავარ მწვრთნელ თომას შააფზე გადატყდება.

ინტერი-ტვენტე 1:0

გოლი: 1:0 კამბიასო (55)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ესტებან კამბიასო (ინტერი)

რაფა ბენიტესმა შვებით ამოისუნთქა! მილანურ კლუბს „ტვენტე“ რომ ვერ დაემარცხებინა, დიდი იყო იმის შანსი, რომ კლუბის ბოს მასიმო მორატის ესპანელი სპეციალისტი გაეთავისუფლებინა, რადგან გასულ უქმეებზე, „კიევოსთან“ წაგების მერე თქვა, ოთხშაბათამდე ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის, მერე კი ვნახოთო. „ტვენტესთან“ მოგებამ კი რაფას სამსახური ამ ეტაპზე გადაურჩინა.

თუმცა „ინტერის“ წარმატება კარგი საყურებელი ნამდვილად არ ყოფილა. როცა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ტვენტეს“ დარ გუნდთან მატჩის ბოლო წუთებზე საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვება და თავის დაცვას ნებისმიერი მეთოდით დაიწყებს, იოლი მისახვედრია, რომ ამ გუნდში ყველაფერი წესრიგში არ არის. „ტვენტეს“ ფეხბურთელებმა „ინტერის“ გოლის შემდეგ, მილანელთა კარის ძელი ორჯერ შეაზანზარეს - ცოტა მეტი იღბალი ჰოლანდიელებს და მილანური კლუბი თამაშს ვერ მოიგებდა.

ლოგიკურია ისიც, რომ „ინტერის“ გოლიც შემთხვევითი იყო: ვესლი სნეიდერმა ჯარიმა დაარტყა, ბურთი ჯერ ცოცხალ კედელს მოხვდა, მერე რიგრიგობით სამ ფეხბურთელს (წარმოიდგინეთ ბილიარდი) და ბოლოს ესტებან კამბიასოს მიუვიდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ კარში შეეგორებინა. ბომბარდირი სამუელ ეტო’ო ამჯერად ამაოდ გაირჯა და მის აქტივში ისევ შვიდი გოლია. თუმცა უნდა ითქვას, რომ კამერუნელი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ხეირიანად მხოლოდ მას და კამბიასოს თუ შევაქებთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტოტენჰემი 5 3 1 1 15-8 10

2. ინტერი 5 3 1 1 12-8 10

3. ტვენტე 5 1 2 2 6-8 5

4. ვერდერი 5 0 2 3 3-12 2

B ჯგუფი

შალკე-ლიონი 3:0

გოლები: 1:0 ფარფანი (13), 2:0 ჰუნტელაარი (20), 3:0 ჰუნტელაარი (89)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რაული (შალკე)

ნოემბრის დასაწყისში „შალკემ“ თელ ავივში, „ჰაპოელთან“ 0:0 ითამაშა, რის შემდეგაც გელზენკირხენული კლუბი ყველამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. იმ თამაშიდან სამი კვირის შემდეგ, „შალკე“ ზუსტად იგივე შემადგენლობით ეთამაშა ჯგუფის ფავორიტ „ლიონს“, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა გუნდის სულ სხვა თამაში გახლდათ - ფელიქს მაგათის გუნდმა „ლიონი“ 3:0 დაამარცხა და ეს გელზენკირხენული კლუბისთვის ამ სეზონში საუკეთესო მატჩი იყო. თანაც, „შალკე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

იმის გამო, რაც „შალკეს“ ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში გააკეთეს, საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებენ. თამამად ვიტყვით, რომ ეს მსოფლიო დონის ფეხბურთი იყო, რითაც გელზენკირხენელებმა „ლიონს“ გადაურბინეს. რაული ხშირად უკან იხევდა და ბურთს მიათრევდა, მარჯვნიდან ჯეფერსონ ფარფანი დაფრინავდა, მარცხნიდან კი მანუელ ხურადო, რომელსაც უკნიდან პეერ კლუგე იდეალურად აზღვევდა. „ლიონიდან“ კი მხოლოდ ბაშტუში და ბრიანი ახერხებდნენ „შალკეს“ მცველებისთვის პრობლემების შექმნას. „ხუმარების“ მეკარე მანუელ ნოიერი მხოლოდ მაშინ იძაბებოდა, როცა „ლიონი“ მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, რადგან „შალკეს“ მარცხენა მცველი ლუკას შმიტცი ბრიანს უმეტესად ვერ უმკლავდებოდა. მატჩის მიწურულს ფრანგები უხეშობაზე გადავიდნენ - სხვა მაინც ვერაფერი შეძლეს და...

„შესანიშნავი საღამო გამოვიდა. რამდენიმე კვირაა, „შალკეზე“ ყველა ცუდს ლაპარაკობს და ბევრი ფიქრობს, რომ ეს გუნდი მოკვდა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ცოცხლები ვართ. ახლა მთავარია, რომ ბუნდესლიგაშიც გამოვისწოროთ მდგომარეობა,“ - ბედნიერი იყო მატჩის შემდეგ „შალკეს“ თავკაცი ფელიქს მაგათი.

ჰაპოელი-ბენფიკა 3:0

გოლები: 1:0 ზაჰავი (24), 2:0 და სილვა (74), 3:0 ზაჰავი (92)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვინსენტ ენიემა (ჰაპოელი)

შეხვედრის პირველ წუთებზე ნაღდად არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ „ბენფიკას“ შავი დღე დაადგებოდა, რადგან ლისაბონელები ბურთის ფლობის მხრივ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, „ჰაპოელი“ თავის საჯარიმოსთან მიაჯაჭვეს და 10-15 წუთის განმავლობაში მაგრად ურახუნეს. 24-ე წუთზე კი ზაჰავიმ ჩაწოდებულ საჯარიმოს თავი კოხტად დაუხვედრა და ყველასათვის მოულოდნელად, არა სტუმრები, არამედ მასპინძლები დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა, მეორე ნახევარში კი ლისაბონელები ეგრევე ვაბანკზე წავიდნენ და სხვათა შორის, ძალიან ბევრი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ერთიც ვერ გამოიყენეს, რაც პირველ რიგში „ჰაპოელის“ მეკარე ვინსენტ ენიემას დამსახურებაა, რომელსაც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მეორე გოლის შემდეგ, „ბენფიკა“ სულმთლად აიჭრა და ბოლოს მესამე გოლიც გაუშვა. მოკლედ, „ჰაპოელმა“ იღბლიანი გამარჯვება მოიპოვა, „ბენფიკა“ კი ჯგუფში ჩატოვა. ახლა ლისაბონელებს მესამე ადგილის დაკარგვის საფრთხეც ემუქრებათ. „ბენფიკა“ ბოლო ტურში „შალკეს“ მასპინძლობს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. შალკე 5 3 1 1 8-2 10

2. ლიონი 5 3 0 2 9-8 9

3. ბენფიკა 5 2 0 3 6-10 6

4. ჰაპოელი 5 1 1 3 5-8 4

C ჯგუფი

რეინჯერსი-მანჩესტერი 0:1

გოლი: 0:1 რუნი (87-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უეინ რუნი (მანჩესტერი)

„რეინჯერსი“ ვალდებული იყო, შეეტია, მაგრამ ნურას უკაცრავად - გლაზგოელებმა ისევ დაცვითი ფეხბურთის თამაში ამჯობინეს, საკუთარი კარისკენ მისასვლელი გზები კომპაქტურად გადაკეტეს და მხოლოდ ზომიერი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებსაც ნაღდად ვერ დავძრახავთ იმის გამო, რომ შეტევებზე ზრუნვით თავი არ მოუკლავთ - თუ ვინმეს გოლი ჰქონდა გასატანი, პირველ რიგში „რეინჯერსს“. პირველ ტაიმში მანკუნიანელებმა ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, როცა რუნის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი გლაზგოელთა კარის ძელს მოხვდა. მეორე ტაიმიც დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა - განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ „მანჩესტერმა“ უფრო მეტად მოინდომა და თამაშიც შედარებით თვალსასეირო გახდა. „რეინჯერსი“ გოლის გამტან გუნდს არ ჰგავდა, სტუმრებმა კი რუნის პენალტით იხეირეს, რომელიც ფაბიოს წაქცევისთვის დაინიშნა (თამაშის წესები ნეისმიტმა დაარღვია) - ეს იყო უეინის 21-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში.

იმ დროს, როცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მერვედფინალში თამაში გაშვებული გოლის გარეშე გაინაღდა, „რეინჯერსის“ ფეხბურთელებს შეუძლიათ, თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ასპარეზობას ევროპის ლიგაში გააგრძელებენ.

ვალენსია-ბურსა 6:1

გოლები: 1:0 მატა (17-პენ), 2:0 სოლდადო (21), 3:0 ადურისი (30), 4:0 ხოაკინი (37), 5:0 სოლდადო (55), 5:1 ბატალია (69), 6:1 დომინგესი (78)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან მატა (ვალენსია)

თამაში ისე დაიწყო, კაცი იფიქრებდა, „ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშებაო - არადა, „ღამურების“ მეტოქე ბედოვლათი, თურქული ფეხბურთის შემარცხვენელი „ბურსასპორი“ იყო, რომელსაც ამ თამაშამდე ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, გაშვებული კი - იცოცხლეთ... ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ თამაში „ბურსას“ შეტევებითა და ძალიან სახიფათო მომენტით დაიწყო - „ვალენსიას“ კარის დალაშქვრა თურქთა გოლეადორ სერქან ილდირიმს მართებდა, მაგრამ ვერ ივარგა. ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა, იმ ჰორორ-თავგადასავლის გაგრძელებაა, რაც „ბურსას“ ამ მატჩამდე გადახდა თავს: „ვალენსია“ ფეხბურთს თამაშობდა, გოლები გაჰქონდა, თურქები კი... თვითონაც არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ!

მატა, სოლდადო და ხოაკინი „ბურსას“ მცველებს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდნენ და ერთადერთი რამ, რითაც შეიძლება, თურქებმა იამაყონ, ისაა, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლის გატანა შეძლეს. მეხუთე ტურში! რა კარგია, არა? თუმცა „ბურსას“ ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ყველაზე სამარცხვინო გუნდი გახდეს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტერი 5 4 1 0 6-0 13

2. ვალენსია 5 3 1 1 14-3 10

3. რეინჯერსი 5 1 2 2 2-5 5

4. ბურსა 5 0 0 5 1-15 0

D ჯგუფი

რუბინი-კოპენჰაგენი 1:0

გოლი: 1:0 ნობოა (45+1-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გიოქდენიზ კარადენიზი (რუბინი)

ეს იყო მატჩი, რომლის შესახებ ბევრი ლაპარაკი ნამდვილად არ ღირს, მატჩი, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ნაღდად არაფერში სჭირდებოდა. უფრო განვავრცოთ? ეს არ იყო ჩემპიონთა ლიგის შესაფერისი ფეხბურთი - ბურთი წითელი გახლდათ, ხაზებიც, მოედანი კი მწვანე იყო. ლოგიკურად იბადება კითხვა, რატომ ითამაშეს წითელი ბურთით? რატომ დახაზეს მოედანი წითლად მაშინ, როცა თოვლი მხოლოდ მოედანს მიღმა იდო?

პირველი ტაიმის მიწურულს იესპერ გრონკიაერმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ნობოამ გამოიყენა და „რუბინმაც“ მოიგო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ქებას იმსახურებს, ყაზანელთა ლიდერი გიოქდენიზ კარადენიზია. ამ მოგებით „რუბინმა“ მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ყაზანელები ბოლო ტურში ბარსელონაში ჩადიან. თუმცა ვინ იცის, იქნებ შარშანდელი ზღაპარი განმეორდეს.

პანათინაიკოსი-ბარსელონა 0:3

გოლები: 0:1 პედრო (27), 0:2 მესი (62), 0:3 პედრო (69)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

ვისაც სურს დოკუმენტური ფილმის ნახვა თემაზე „ტოტალური დომინაცია ფეხბურთში“, „პანათინაიკოსისა“ და „ბარსელონას“ თამაშს უნდა უყუროს. ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ „ბარსას“ ნებისმიერ დროს შეეძლო მომატება და ეს რომ გაეკეთებინა, ბერძნულ კლუბს უფრო ცუდ დღეში ჩააგდებდა. არც ლეო მესის გამოუდია თავი - თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ დრიბლინგს, არგენტინელი ჩვეულებრივად თამაშობდა, მაგრამ გოლი მაინც გაიტანა. ეს კი მისთვის ზედიზედ მეათე ისეთი თამაში გამოვიდა, რომელშიც ლეომ მინიმუმ ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე.

ბერძენი ფანებისთვის კი თამაში იმდენად მოსაწყენი იყო, რომ გადაწყვიტეს, სხვა გასართობი ხერხებისთვის მიემართათ: ჯერ მოედანზე ვიღაც გადარეული შევარდა და მესის შუა თითის კომბინაცია უჩვენა, მერე კი ერთ-ერთი ტრიბუნა პეტარდების კვამლში გაეხვია. მოგვიანებით, ვიღაცამ მსაჯ ჯანლუკა როკის თვალებში მწვანე ლაზერი მიანათა. სხვა რაღა ვთქვათ? „ბარსამ“ პირველი ადგილი გაინაღდა, „პანამ“ კი - ბოლო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 5 3 2 0 12-3 11

2. კოპენჰაგენი 5 2 1 2 4-4 7

3. რუბინი 5 1 3 1 2-2 6

4. პანათინაიკოსი 5 0 2 3 1-10 2

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!