კომპანია "თბილისის ზღვის ინოვაციებმა" 2015 წლის 1-ელ მარტამდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს
კომპანია "თბილისის ზღვის ინოვაციებს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე მილიარდერი მინდია გულუაა, საქართველოს მთავრობამ ვარკეთილი-3-ის IV მიკრორაიონში მდებარე 380 ათასი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 000 დოლარად გადასცა.

სანაცვლოდ კომპანიამ 32 700 კვ. მეტრ ფართობზე 2015 წლის 1-ელ მარტამდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს სამი დარბაზით, მათ შორის, ერთ-ერთის ტევადობა 7 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ამასთანავე, საინვესტიციო პროექტში დაგეგმილია ოლიმპიური აუზისა და მძლეოსნობის არენის მოწყობაც.

2015 წლის 1-ელ აგვისტომდე კი "თბილისის ზღვის ინოვაციებმა" 4 საფეხბურთო მოედანი უნდა მოაწყოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

კომპანიამ პროექტში სულ 22 500 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მულტიფუნქციურმა სპორტის სასახლემ, ოლიმპიურმა აუზმა, მძლეოსნობის არენამ და საფეხბურთო მოედნებმა თავისი პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გულუა საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" პრეზიდენტია.

ტექსტი სრულად იხილეთ საიტზე: www.bpn.ge

archil
ახლო მომავალსჰი ბევრი მილიონერები გამოცჰნდებიან რყსეტიდან
ბაჩანა
მილიარდერი, მაგრამ კალათბურთელებს ხელფასს არ უხდის, არადა ჩვენთან კალათბურთში რა ხელფასები აქვს. ეს პროექტიც საპნის ბუშტია
lasha
დიდი მადლობა თბისლისელებისგან ასეთი ყურადღებისთვის მაგრამ უფრო დიდი საქმე იქნება თუ ნამდვილად ქუთაისელებსაც მიხედავენ იქით ბათუმი ეს სამი ქალაქი რო გაძლიერო თბილისი ბათუმი ქუთაისი მერე მეორეე რიგში რუსთავი თელავი და ზუგდიდი გაძლიერება ეხება სპორტულ კუთხით უმაგლეს დონეზე მოწყობა ეს რეგიონები გარშ3მოც უკვე მომძლავრდებიან იგივე საერთაშორისო თამაშების ჩატარებისას ჩამოსული ტურისტებით იგივე ადგილობრივები სპორტით დაკავდებიან აქეთ მაყურებელი იქით კერძო ბიზნესები იქ ხალხი რო იქნება იქ კვება და სხვა ათასი წვრილმანი მოკლედ ასეთი პროექტები წარმატების და გაძლიერების საძირკველია მაგრამ ამ თბილისში ნუ მოგვაყრით ყველაფერს დანარჩენიც ჩვენი საქართველოა და თუ ესე მაშტაბური პროექტები არ გავა ეს მცირედი მაინც აუსრუილეთ ხალხს რასაც ითხოვენ
saba
ბატონო მინდია კარგი იქნებოდა თუ ქუთაისლებიც ვიამაყებდით თქვენით
tengo
მინდია გაფიცებ იმ შენს კაცობას თუ ქუთაისში ღია და დახურული ტენისის კორტები არ ააშენო
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე