პრეზიდენტმა გამოძებნა თანხა გუნდის გასამგზავრებლად და "სოხუმმაც", ბოლოს და ბოლოს, მეოთხედფინალში ითამაშა
თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩების შემდეგ, გარდა იმისა, რომ გასარკვევი დარჩა ნახევარფინალისტების ვინაობა, გაჩნდა ერთი დიდი კითხვის ნიშანი: განაგრძობს "სოხუმი" თასზე ასპარეზობას? სიტუაციაში ახლავე გაგარკვევთ: ამ გუნდის მწვრთნელ-კალათბურთელებმა გვითხრეს, რომ 4 თვის განმავლობაში ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული და არც თასის განმეორებითი მატჩისთვის ბათუმში გასამგზავრებელი თანხა ჰქონდათ. თამაშზე გამოუცხადებლობა კი შეჯიბრებიდან მოხსნას ნიშნავს.

ერთ დღეში სიტუაცია შეიცვალა: უცხოეთში მყოფი კლუბის პრეზიდენტი მინდია გულუა დაელაპარაკა კაპიტანს, ირაკლი ჩლაიძეს და უთხრა, რომ 27-დან დაიწყება ხელფასების გასტუმრება.

რაც შეეხება ბათუმურ მატჩს, პრეზიდენტმა გამოძებნა თანხა გუნდის გასამგზავრებლად და "სოხუმმაც", ბოლოს და ბოლოს, მეოთხედფინალში ითამაშა.

ბათუმში მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ კვლავ მოისაკლისა სასტარტო გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი, რომელსაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალის შემდეგ დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

მის გარეშე სოხუმელმა უკანახაზელებმა პირველ მატჩშიც დამაჯერებლად ითამაშეს და არც მეორეში დაუთმიათ ბათუმელთათვის ინიციატივა. საბოლოოდ ორივე გუნდმა 6-6 სამქულიანი გაცვალა. სწრაფი გარღვევებით ჩაგდებულ ქულებში "ბათუმმა" 20:11 იმარჯვა, თუმცა აჭარლებისთვის მცირე უპირატესობა საკმარისი არ იყო. მათ თბილისში 23 ქულის სხვაობით დათმეს და საშინაო კედლებში სოლიდური ჩამორჩენა ჰქონდათ აღმოსაფხვრელი.

გამთამაშებელ ქეიდუგანთან (19 ქულა, 10 პასი) ერთად, ბათუმის ფორვარდებმა - სეფოლდმა და ჯექსონმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს, ერთობლივად 50 ქულა ჩააგდეს, მაგრამ... მათი მონდომება წყალში ჩაყარა სოხუმელმა ჯერემი საიმონსმა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - 26 ქულას 19 მოხსნა შეაწება. სწორედ მისი დამსახურებაა, სტუმრებმა მოხსნებში 54:46 რომ იმარჯვეს.

ნახევარფინალები თებერვალში გაიმართება. "სოხუმი" "დინამოსა" და "ოლიმპს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალის დარჩენილი ორი შეხვედრა კი თბილისში, აკადემიის დარბაზში 23 იანვარს გაიმართება. სწორედ დედაქალაქში გაირკვევა "სოხუმისა" და "ქუთაისის" მოწინააღმდეგეები.

22 იანვარი, ბათუმი

ბათუმი-სოხუმი 80:73

23:16, 15:18, 27:14, 15:25

ბათუმი: მაისურაძე (8ქ), რამიშვილი, ელიაშვილი (3ქ), კეშელავა, ბოლქვაძე (11მ, 3პ), ელიაძე, ქეიდუგანი (19ქ, 6მ, 10პ), სეფოლდი (24ქ, 12მ), ჯექსონი (26ქ, 8მ, 3პ).

სოხუმი: ივანიჩი (3პ), ჩლაიძე (13ქ, 5პ), შვანგირაძე (9ქ, 5მ, 3პ), ბააკაშვილი (10ქ, 8მ, 6პ), ქადარია (12ქ, 8მ), საიმონსი (26ქ, 19მ), ბექაური (3ქ).

ნამატჩევს

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):

- დიდი მადლობა მინდია გულუას, რომელმაც ფინანსური პრობლემები გადაგვიჭრა. რაც შეეხება თამაშს, ველოდით, რომ უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი ბათუმში გამგზავრება გვიან გადაწყდა, ბიჭებს მთელი ღამე არ უძინიათ და გადაღლილები იყვნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევძელით და გავიმარჯვეთ. 23-ქულიანი უპირატესობა ადვილად დასათმობი არ იყო და მან დიდი დამაჯერებლობა შეგვძინა.

ლაშა ოჩხიკიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):

- რთული თამაში იყო, 20 ქულას ვიგებდით, თუმცა საბოლოოდ იმ უპირატესობით ვერ ვიმარჯვეთ, როგორითაც გვჭირდებოდა. არადა, სულ ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. მადლობა ბიჭებს ჩინებული თამაშისა და თავდადებისთვის.

განმეორებითი შეხვედრები

1/4-ფინალი

23 იანვარი

თბილისი

18:00 არმია-რუსთავი

20:00 დინამო-ოლიმპი

1/2-ფინალი

27 თებერვალი/1 მარტი

ფინალი

29 მარტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
სუპერლიგა 2015-16. II ტურის გადადებული მატჩი: მოუგებელი აღარავინაა
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
რუსეთში მცხოვრები მილიარდერი თბილისის ზღვასთან სპორტულ კომპლექსს ააშენებს
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა 2016/17. I ტური: "კაკტუსმა" ეკლები პირველივე ტურში გამოაჩინა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები ანდორაში ევროშესარჩევში სათამაშოდ გაემგზავრა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები