იურგენი ბორუსიაში 2014 წლამდე დარჩება

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს ეს ინფორმაცია ნამდვილად არ გაახარებდათ: გუშინ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვესტფალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. რა შუაშია „ბაიერნი“? იურგენის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდიოდა და მიუნხენური კლუბის ბოსები სწორედ იმ დროისთვის ფიქრობდნენ კლოპის გადაბირებაზე, რაც ბოლო დროს საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენდა.

მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 43 წლის სპეციალისტი „დორტმუნდთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, „ბორუსიას“ მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, იურგენს უვადო ხელშეკრულება უნდა გავუფორმოთო და კლოპსაც არასდროს დაუმალავს, რომ BVB-ში თავს ძალიან კარგად გრძნობს. გაგახსენებთ, რომ იურგენმა „ბორუსია“ 2008 წელს ჩაიბარა, მანამდე კი „მაინცს“ წვრთნიდა და სერიოზული წარმატებები ჰქონდა.

„დორტმუნდის“ შეფებისთვის პრიორიტეტული მწვრთნელთან შეთანხმება იყო, ახლა კი იმ ფეხბურთელების კონტრაქტებსაც მიხედავენ, რომლებსაც ხელშეკრულებები ამ სეზონის ბოლოს უმთავრდებათ. ესენი არიან მეკარე რომან ვაიდენფელერი და მარჯვენა მცველი პატრიკ ოვომოიელა. ვატცკეს ახლავე ახალი კონტრაქტების გაფორმება სურს ნიჭიერ ფეხბურთელებთან, კევინ გროსკროიტცთან და მარსელ შმელცერთან.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა