თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა ჩვენი ქვეყნის მოჭადრაკეთა საქართველოს თასის გათამაშება, რომელშიც 43 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა ჩვენი ქვეყნის მოჭადრაკეთა საქართველოს თასის გათამაშება, რომელშიც 43 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა.

ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და ქალთა ნაკრების წევრმა ნინო ხურციძემ.

9 დეკემბერს, ბოლო, მე-9 ტურში იგი შავი ფიგურებით ზურაბ ჯავახაძეს დაუზავდა, მოაგროვა 7 ქულა, პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი, 2000 ლარიც დაიმსახურა.

ამდენივე ქულას მოუყარა თავი შოთა აზალაძემ (მე-9 ტურში გიორგი სიბაშვილთან გაიყო ქულა), მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ერგო. 6,5-6,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები ზურაბ ჯავახაძემ, ბაჩანა მორჩიაშვილმა და დავით ლომსაძემ გაიყვეს.

ქალებში პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - 1000 ლარი 5,5 ქულით სოფიო გვეტაძეს ერგო. ასევე, 5,5 ქულით მეორე ადგილი სალომე ხაჟომიას ერგო. 5 ქულით მესამე იყო მირანდა მიქაძე.

18-წლამდელებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

გოგონები. 1. ქეთევან ხომერიკი, 2. ნინო ხიმერიკი, 3. ნატო იმნაძე (სამივემ 5-5 ქულა მოაგროვა). ვაჟები. 1. გიორგი სიბაშვილი (6 ქულა), 2. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (6), 3. ირაკლი კელეპტრიშვილი (5,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა