"გაგრას" ნიგერიელ თავდამსხმელს, აბაიომი სეუნი ოვონიკოკოს "პსვ ეინდჰოვენი" იწვევდა
შესაძლოა, ლევან შარიქაძე და გიორგი გადრანი უკრაინაში წავიდნენ. ეს "გაგრას" საპატიო პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ უკრაინულ ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო "პროსპორტმენეჯმენტში" სამენეჯერო საქმიანობითაა დაკავებული, რაშიც ოთხი ადამიანი ეხმარება.

"დაახლოებით 30 ფეხბურთელია ჩვენთან დაკავშირებული, მათ შორის, ქართველები, აფრიკელები... კარგი კონტაქტები გვაქვს ნიგერიულ საფეხბურთო სკოლებთან. შესაძლოა, ამ ფეხბურთელებიდან მომავალ სატრანსფერო პერიოდში უკრაინაში სათამაშოდ კიდევ ორი გადავიდეს.

ამჟამად მოლაპარაკება ორი ქართველი ფეხბურთელის, "ზესტაფონის" ნახევარმცველ ლევან შარიქაძისა და "გაგრას" ცენტრალური მცველის, გიორგი გადრანის ტრანსფერზე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ", - ამბობს ჩიხრაძე.

"გაგრას" საპატიო პრეზიდენტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველ გიორგი ჯგერენაიას მომავალზეც ილაპარაკა, რომელიც 2012 წელს "ილიჩევეცში" გამოდიოდა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ დარჩა გიორგი უკრაინული პრემიერლიგის ამ გუნდში და სად გააგრძელებს კარიერას, ჩიხრაძე პასუხობს:

"ახლა ჯგერენაია პირველი ლიგის კლუბ "ნიკოლაევშია". მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ პროგრესირებდეს. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ტექნიკურია. ამავე დროს, მიზანსწრაფული, მონდომებული და პერსპექტიულია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

მაგრამ "ილიჩევეცში" თავის სრულფასოვნად წარმოჩენის საშუალება არ მისცეს, ძირითადში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია".

შარიქაძე 24 წლისაა, "გაგრას" გაზრდილია და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად იწვევდნენ, მაგრამ კარგა ხანს ვერ გაიხსნა. თუმცა წლეულს "ზესტაფონში" წამყვანი ფიგურაა. მართალია, ათლეტიზმით თავს ვერ იწონებდა, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ მოღონიერდა.

"გაგრას" 19 წლის მცველი გადრანი კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ და წლეულს პირველ ლიგაში საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკაც მიიღო - 9 მატჩი ჩაატარა.

ჩიხრაძემ ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო აღიარება გააკეთა - თურმე, "გაგრას" თავდამსხმელ აბაიომი სეუნი ოვონიკოკოს "პსვ ეინდჰოვენი" იწვევდა:

"ჩვენი გუნდის ფილოსოფიაა, მოთამაშეები აღვზარდოთ და დიდი ფეხბურთისკენ გავუხსნათ გზა. მაგალითად, ოქრიაშვილი ამ გუნდის აღზრდილია. ასევე, პროგრესირებს ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო. მისით ადრე სერიოზულად დაინტერესდნენ ჰოლანდიის ჩემპიონატის გუნდები. მათ შორის შემიძლია "პსვ ეინდჰოვენი" დავასახელო.

მაშინ ძალიან ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ოვონიკოკომ ტრავმა მიიღო და უკრაინაში წავიდა.

ნიგერიელი თავდამსხმელი ახლა დროებით "გაგრაში" თამაშობს. მიმაჩნია, რომ მან ფიზიკური კონდიციები აღიდგინა და ევროპულ ფეხბურთს მენტალურად კარგად შეეწყობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
mamuka kvaracxelia არ ჯობია და პირველ რიგში თქვენ უნდა ხვდებოდეთ ამას, თუ თქვენი ცოდნის და გამოცდილების კაცი ასე ფიქრობს მაშინ სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ... თუ რა თქმა უნდა არ ვცდები და ,,ის" მამუკა კვარაცხელია ბრძანდებით... ბესო ჩიხრაძის შეფასებებებში კიდევ დაგეთანხმებით და დამსახურებებს მეტსაც დავამატებდი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთის უკუსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზზეა საუბარი და ქება და დითირამბები არ მიმაჩნია საჭიროდ...
mamuka kvaracxelia
ბესო ჩიხრაძეს ვინც აუგად ახსენებს, პირი გამოირეცხეთ! სად არიან ასეთი ქართველები? კაცი მერამდენე წელია საკუთარ ოჯახსაკლებს ფულს და საფეხბურთო კლუბ გაგრას ინახავს!!! ყველამ ფეხებზე დაიკიდა აფხაზეთი - ქვეყანამ, პარლამენტმა, პრეზიდენტებმა ახალმაც და ძველმაც, ფეხბურთის ფედერაციამაც!!! ბესწო კი გაგრას აცოცხლებს!!!! მეტიც, საქართველოს თასიც მოაპოვებინა და მთელ ევროპას გააცნო გაგრა!!! ოქრიაშვილ დანებებული ჰქონდა ფეხბურთზე თავი და ბესოს გუნდში დაიბადა მეორედ და საქართველოს ზღაპარი გოლი აჩუქა ბელარუსთან.განა არ სჯობია შარიქაძე ანაც გადრანი, რომელთაც საქართველოში ფაქტობრივად არავინ იცნობს - უკრაინაში ითამაშონ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში?
Walkabout
ცოტა ხნით თითქოს მიივიწყეს უკრაინა და რუსეთი და ეხლა ისევ გაახსენდათ... ჯერ ჯუღელი იყო, მერე ჩელებაძე, ახლა ეს ჩიხრაძე, კიდევ ათასი ჯურის მსგავსი... თან დიდ ფეხბურთში გზის გაჭრას რომ უწოდებენ, არადა ჭაობში უშვებენ ბიჭებს, ხომ აქვს თავხედობას საზღვარი...
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
კახა ჭუმბურიძე: მე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად? ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
კიევის "დინამომ" გიორგი ჯგერენაიას მეორე შანსი მისცა
საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრებმა ჩინეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა
"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."
ქუთაისის "ტორპედომ" ცენტრალური მცველი დაიმატა
რევაზ ჩელებაძე: "შუქურას" დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს
ბექა ვაჩიბერაძის ეფექტური გოლი და გაცუდებული პენალტი უკრაინის ნაკრებში
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
"გაგრამ" მზადება დაიწყო, "ლოკერენი" ოვონიკოკოს იტოვებს
გიორგი გადრანი: მალე გაიგებთ, სად ვითამაშებ...
მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი
ანატოლი პისკოვეცი გვიბრუნდება - უკრაინელი სპეციალისტი ისევ "გაგრას" გაწვრთნის
ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა
ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული
ანატოლი პისკოვეცი საქართველოში დაბრუნდა, "გაგრა" ისევ უკრაინელებს დაუმეგობრდა
ბათუმის "დინამომ" გიორგი გადრანი დაიმატა
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
ქუთაისი-სოხუმი 72:93 - შთამბეჭდავი რევანში
მწვრთნელმა თავადაც არ იცის, რას მერჩის - გიორგი გადრანი "ჩერნომორეციდან" მიდის
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
გიორგი ჯგერენაია: ზამთრამდე "გაგრაში" ვითამაშებ, მერე ვნახოთ...
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა