ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქმე გადამწყვეტ პარტიამდე არ მიდის

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჩოგბურთელები კვლავ ორი სეტში არკვევენ ურთიერთობას და საქმე გადამწყვეტ პარტიამდე არ მიდის. ამ მხრივ არც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ესპანელი რაფა ნადალის შეხვედრამ გაამართლა იმედები.

2007-09 წლებში რაფაელი და ნოვაკი ყოველ სეზონში მინიმუმ ექვსჯერ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს, წელს კი მათი პირველი დაპირისპირება ამერიკის ღია პირველობის ფინალს დაემთხვა, რომელშიც რაფამ ოთხ სეტში მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ჯოკოვიჩი ოპტიმალურ ფორმაში შევიდა, ნადალი კი პირიქით, გადაიღალა და სეზონის დასკვნით ნაწილს არასახარბიელო ფიზიკურ ფორმაში შეხვდა. პირველ ტურში ნადალმა სამსეტიანი ურთულესი მატჩი ითამაშა ენდი როდიკის წინააღმდეგ, სადაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა შეხვედრაში გარდატეხის შესატანად, ჯოკოვიჩმა კი ტომაშ ბერდიხთან გაისეირნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუშინდელ მატჩში ოდნავ უპირატესობას სერბს ანიჭებდნენ.

პირველ გეიმებში ბრძოლა მხოლოდ ნადალის მოწოდებაზე იყო, ნოვაკი კი თავის გეიმებს ძალიან იოლად იღებდა. მაგრამ ესპანელი თავის შანსს დაელოდა და ის მეხუთე გეიმში მიიღო: სერბმა რამდენჯერმე ტაქტიკურად ცუდად ითამაშა, რაც საკუთარი გეიმის წაგებად დაუჯდა. თუმცა შეცდომებს ნადალიც უშვებდა, თანაც ძალიან ბევრს, რის გამოც ვერ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. სეტისა და მთლიანად მატჩის გადამწყვეტი მომენტი მერვე გეიმი აღმოჩნდა. სერბმა მარჯვენა თვალში ტკივილი იგრძნო და 4:3-ზე ექიმი გამოიძახა. სამედიცინო დახმარების შემდეგ ნოვაკი კორტზე დაბრუნდა, თუმცა შეცდომებს უმატა. მიუხედავად ამისა, პარტიაში ინტრიგა ბოლო დარტყმამდე შენარჩუნდა. ნადალი ისევ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ სეტზე ჩაწოდება მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ შეძლო - 7:5.

ჯოკოვიჩი მეორე სეტშიც ებრძოდა თვალში ტკივილს და მუდმივად ლინზას ისწორებდა. აშკარად ჩანდა, სერბს ეს დისკომფორტი ხელს უშლიდა და ხანდახან ძალიან დიდი მანძილით აცილებდა ბურთს კორტს. მისთვის თუნდაც ერთი გეიმის მოგება გმირობის ტოლფასი იყო, ამიტომაც 0:4-ზე გეიმის აღებამ ჯოკოვიჩი ძალიან გაახარა. შეხვედრა ნოვაკის 31-ე უნებლიე შეცდომით დასრულდა - 5:7, 2:6.

B ჯგუფში კი ბოლო ტური როჯერ ფედერერისა და რობინ სიოდერლინგის მატჩით გაიხსნა. ამ ჩოგბურთელების ურთიერთდაპირისპირება ყველასთვის ცნობილია - 15 მატჩიდან როჯერს 13 ჰქონდა მოგებული.

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, თუმცა პირველ სეტში სიოდერლინგმა გვარიანად აწვალა მეტოქე. ფედერერი ბრეიკით გავიდა წინ - 3:1, მაგრამ მერვე გეიმში შვედმა დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და ურთიერთობის გარკვევა ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, სადაც როჯერს მცირე უპირატესობა ჰქონდა - 7:6(5).

ამ პარტიის მოგებით ფედერერმა ნახევარფინალში თამაში გაინაღდა და ახლა გასარკვევი იყო, საბოლოოდ რა ადგილი ერგებოდა ჯგუფში შვეიცარიელს. ფედერერმა მერვე გეიმში გაიფორმა მეორე ბრეიკი და 5:3 დაწინაურდა, რის შემდეგაც მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3. ეს კი B ჯგუფში როჯერის პირველობას ნიშნავდა.

შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. როჯერის აქტივში 12 ეისი იყო, სიოდერლინგი მას ერთით ჩამორჩა.

tornike
15 დან 13 არა 14 ქონდა მოგებული. ეისებს რაც შეეხება სოდერლინგს ქონდა ერთით მეტი
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა