თოფრაქის ტოპ-დარტყმა ფიოლერისთვის ჭიქა ღვინოს და სიგარას ნიშნავს
ლევერკუზენის "ბაიერმა" სან სებასტიანში 1:0 მოიგო და რაკი პარალელურ შეხვედრაში დონეცკის "შახტარი" მანჩესტერში იმავე ანგარიშით დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გერმანელები გავიდნენ.

"ლევერკუზენის" გმირი 24 წლის მცველი იომერ თოფრაქი გახდა - "რეალ სოსიედადის" კარში გამარჯვების გოლი სწორედ თურქეთის ნაკრების უკანახაზელმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ თოფრაქი ჯერ კიდევ 2008 წელს გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მერე გადაწყვეტილება თავისი ნაღდი სამშობლოს სასარგებლოდ მიიღო და თურქეთის ნაკრებში დაბინავდა. თოფრაქი სან სებასტიანში გმირი მარტო გოლის გამო არ გამხდარა - დაცვაშიც შესაშურად ითამაშა და ორთაბრძოლების 83 პროცენტი მოიგო.

ამრიგად, კარგ ფორმაში მყოფმა "ლევერკუზენმა" დორტმუნდის შემდეგ (იქაც 1:0) გამარჯვება სან სებასტიანშიც იზეიმა - ამ მოგებისთვის "ფარმაცევტები" უეფასგან ერთ მილიონ ევროს, ხოლო მერვედფინალში გასვლისთვის კი დამატებით 3.5 მილიონს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ "რეალ სოსიედადისთვის" ამ შეხვედრას, სპორტული თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონია, რის გამოც თითქმის მეორე შემადგენლობით ითამაშა და ამით "ლევერკუზენს" საქმე გაუადვილა.

თუმცა ბასკები გერმანელებს ხშირად ზედმეტად ეუხეშებოდნენ - ემრე ჩანმა და რობი კრუსმა კინაღამ სერიოზული ტრავმები მიიღეს, რის გამოც "ბაიერის" თავკაცი სამი ჰიიპია ისე განრისხდა, რომ მსაჯებს კინაღამ წითელი ბარათი გამოსტყუა.

"მიხარია, რომ ეს მატჩი წარმატებით გადავაგორეთ. მოვიგეთ, ჯგუფიდან გავედით და ყველანი ჯანმრთელად ვართ. ახლა ჭიქა წითელი ღვინისკენ და სიგარისკენ მიმიხარია," - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.

ცნობისათვის, "ლევერკუზენს" ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი მატჩი ბოლოს 2002 წლის ოქტომბერში ჰქონდა მოგებული, კლაუს ტოპმიოლერის დროს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. A ჯგუფი: და მაინც, "ლევერკუზენი" [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ᓑᓠᓐᓖ
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"იუვენტუსმა" "აიაქსთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა - რონალდო ითამაშებს, კიელინი - არა
ემრე ჩანი შესაძლოა "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
ემრე ჩანი ტურინში ჩაფრინდა და დღეს "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
ლიგა 1. მონაკო-პსჟ. გამოხმაურება: "ლუი მეორეზე" გუნდები უგვირგვინოდ დარჩნენ
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
ემრე ჩანი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ემრე ჩანმა შესაძლოა "ლივერპულის" მაისურით საერთოდ აღარ ითამაშოს
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო