ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვის უნდა თბილისის დინამო იაფად

ვის უნდა თბილისის დინამო იაფად

უფრო ზუსტად - რატომ არ უნდათ თბილისის "დინამო" იაფად

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებამ ქართული საფეხბურთო სამყარო ააფორიაქა. ვინ იყიდის პრობლემურ თბილისის დინამოს", რომლის ასავალ-დასავალი, კუდები და ათასი სხვა რამ ბევრ კითხვას ბადებს? ეს რომ რთული საკითხია, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ "დინამოს" ახალ მეპატრონეს შვიდი თვეა, უშედეგოდ ეძებენ.

ვნახოთ, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ჟურნალისტები, ქომაგები, სპეციალისტები...

"ფული რომ მქონდეს, დინამოს სიამოვნებით ვიყიდიდი"

დიმიტრი ობოლაძე, "რუსთავი 2"-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი:

- გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება, რადგან კლუბის გაყიდვის სურვილი ოჯახმა საჯაროდ გამოაცხადა. მე რომ ფული მქონდეს, "დინამოს" სიამოვნებით ვიყიდიდი.

- "დინამოს" აქციები რომ გაიყიდოს, ეს გაამართლებს?

- მიმაჩნია, რომ კერძო მფლობელი ჯობია. თუმცა სააქციო საზოგადოებაც არ იქნება ტრაგედია, მთავარია, კლუბს ეშველოს.

- თქვენი აზრით, რატომ არ ეტანებიან "დინამოს"?

- იმიტომ, რომ, ზოგადად, ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება წამგებიანია. "ვისოლის" მოსვლა კარგი პრეცედენტი იყო, მაგრამ - საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეტყობა, ფეხბურში ჩასადებად ფული არავის ემეტება. ამიტომაა, "სამტრედია" და "კოლხეთი" მძიმე მდგომარეობაში რომ არიან. თუმცა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ვითარებას რადიკალურად შეცვლის და რიგი არა მხოლოდ "დინამოს", სხვა კლუბების შესაძენადაც დადგება. დღეს კი ეროვნულ ჩემპიონატში კატასტროფული მდგომარეობაა და არ მიკვირს, კლუბები მეპატრონეებს უშედეგოდ რომ ელიან.

"მხოლოდ ბიზნესმენი არ ივარგებს"

მამუკა თურმანიძე, მუშტაიდის ბაღელი გულშემატკივარი: "უკეთესი იქნება კლუბი ქართველმა ბიზნესმენმა იყიდოს. პირადად მე ჟორდანიას მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გამიხარდა, "ვიტესი" რომ შეიძინა, ამით ისევ ჩვენს ფეხბურთს ეხმარება. "დინამოს" მერაბი იყიდის თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნორმალური ინვესტორი იყოს. ბადრი პატარკაციშვილმა "დინამოს" კარგი საქმე გაუკეთა და ამისთვის გულშემატკივრებს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა მიმაჩნია, რომ "დინამო" უნდა იყიდოს არა მხოლოდ ფულიანმა კაცმა, არამედ ისეთმა, რომელსაც ფეხბურთი და ეს კლუბი ჩვენსავით უყვარს. ასეთი მზრუნველი კაცი თუ წამოაყენებს გუნდს. ცუდია, კლუბის მეპატრონის მოსვლა რომ ყოვნდება, მაგრამ მაინც მჯერა - ამხელა ტრადიციების კლუბი არ გაიწირება".

"იმიტომ, რომ ფულის გათეთრება შეუძლებელი გახდა"

როლანდ გაფრინდაშვილი, "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორების" ლიდერი:

- რას იტყვით კლუბში მიმდინარე მოვლენებზე?

- "გლადიატორები" "დინამოს" მდგომარეობას ისევე განვიცდით, როგორც ნებისმიერი ქართველი, ვისთვისაც კლუბის სახელი ძვირფასია. იმედია, მყიდველი მალე გამოჩნდება და მისთვის "დინამო" იქნება არა მხოლოდ ბიზნესის წარმოების საშუალება, არამედ ეყვარება კიდეც, მის ტრადიციებს დააფასებს და იმ მიზნებს დაისახავს, რაც "დინამოს" ტრადიციას შეეფერება.

- თბილისის "დინამოს" გაყიდვისას ათი წლის წინ რიგები დადგებოდა, დღეს კი მხოლოდ ფარული მოძრაობებია - თქვენი აზრით, ბიზნესმენებს მისი ყიდვა არ სურთ თუ რაიმე აბრკოლებთ?

- ამას რადენიმე მიზეზი გააჩნია. ათი წლის წინანდელთან შედარებით ახლა ფულის გათეთრება გაცილებით რთულია და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. საფეხბურთო კლუბებს კი ხშირად ამის გამო ეტანებიან. მეორე - ამ ეტაპზე ქართული კლუბის პატრონობა წამგებიანია, ზედმეტი ფული კი ჩვენს ბიზნესმენებს არ აქვთ. მესამე - დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში, კლუბის შენახვა საკმაოდ ძნელია. ამ კუთხით ბევრი რამაა დასახვეწი. მეოთხე - დღეს ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში იმხელა ავტორიტეტი აღარ აქვთ, როგორიც ათი-თხუთმეტი წლის წინ. მაშინ თუ ქინქლაძე მილიონებად გაიყიდა, დღეს ახალი ქინქლაძეც რომ გამოჩნდეს, ევროპაში იმ ფასად ვერ გაიყიდება. სამწუხაროდ, დღეს ევროპული დონის ფეხბურთელები ძველებურად ბევრი აღარც გვყავს. კლუბის შემოსავლის წყარო კი ტრანსფერებია და მოგებას ესეც რომ ვერ უზრუნველყოფს, ცხადია, ბიზნესი ფეხბურთს ნაკლებად ეტანება.

- ყველაზე ცუდი და კარგი, რასაც ელით "დინამოს" გულშემატკივრები?

- ცუდი ისაა, "დინამოს" პატარკაციშვილის ოჯახი რომ აღარ ინახავს. არადა, ამ ხალხმა ჩვენი საყვარელი კლუბის გადასარჩენად ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ასე მოხდა და ახლა ცუდი ისაა, გუნდის პატრონობის მსურველი რომ არ ჩანს - ასე "დინამოს" ძალიან გაუჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, ჩვენს საყვარელ კლუბს პატრონი გამოუჩნდება და თანაც ისეთი, რომლის ხელშიც საკადრის ადგილს დაიბრუნებს, საქართველოშიც ღირსეულად ითამაშებს და ევროპაშიც. ჩვენ ევროპის თასი მოვიპოვეთ და მხოლოდ ქართული ტიტულები არ გვაკმაყოფილებს.

"გამოჩნდება, სად წავა"

რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი:"დეტალურად არ ვიცი, რა ხდება "დინამოში" და ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხულიც იქნება. მხოლოდ გულისტკივილი შემიძლია დავაფიქსირო - ამ კლუბს ბევრის ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უკავია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც იქ ფეხბურთი გვითამაშია - ჩემთვის, ჩემი ძმებისთვის და ყველა დინამოელისთვის. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება და კლუბს პატრონი აუცილებლად გამოუჩნდება".

"მარტო დინამო? ბევრი კლუბია მისახედი"

ზვიად სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დინამო" ბრენდია და მას პატრონის მოძიება არ უნდა უჭირდეს. აქედან გამომდინარე, უცნაურია, მის მიმართ ინტერესს რომ არ ავლენენ. თუმცა დღეს მეპატრონეს ბევრი სხვა კლუბიც ეძებს. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში სპონსორის მოძებნა ძალიან გაჭირდა. ან მეორეა - ქართულ ფეხბურთში მოსასვლელად თავად სპონსორი არაა მზად. სხვა ახსნა მე ვერ მომიძებნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• sasha

სოჭინავას სამსახური გამოსავლის გამოძებნა არ არის?

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა