პროფლიგისთვის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა

პროფესიული ფეხბურთის ლიგისთვის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. წერილში ლიგამ ფედერაციას ურჩი კლუბების მიმართ ზომების მიღება სთხოვა, ფედერაციამ კი ლიგა უფუნქციოდ დატოვა.

მიხეილ აბაიშვილი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე:

- სექტემბერში ლიგამ ”კოლხიდას" კონტრაქტი გაუწყვიტა. მედიაკომპანიას ლიგისგან სარეკლამო და სატელევიზიო უფლებები ჰქონდა მინიჭებული და ლიგისთვის სასპონსორო და საპრიზო ფონდებისთვის თანხები უნდა გადაეხადა. სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში ვალდებულებები ვერ შეასრულა და სექტემბრის შუა რიცხვებში კონტრაქტი შეწყდა.

ამას გარდა, პირველი და უმაღლესი ლიგების კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიმდინარე სეზონის საწევრო გადასახადი ვერ თუ არ შემოიტანა. უმაღლესი ლიგიდან თანხები მხოლოდ ორმა კლუბმა, ქუთაისის ”ტორპედომ" და ”ზესტაფონმა" შემოიტანეს. დანარჩენებმა ან საერთოდ არ გადაიხადეს, ან მხოლოდ ნაწილი. სწორედ ამან გამოიწვია, ლიგამ დროულად რომ ვერ დააფინანსა საორგანიზაციო ხარჯები და მსაჯების ბოლო ორი თვის დავალიანება დაგროვდა.

- თქვენს წერილში ფედერაციას ურჩი კლუბების დასჯა სთხოვეთ, მათ კი უფუნქციოდ დაგტოვეს - რატომ?

- კლუბები საწევროს არ იხდიდნენ და მსაჯებმა გაფიცვა მოაწყეს. კლუბებთან მოლაპარაკება დავიწყეთ და, ჩემპიონატი რომ არ შემწყდარიყო, ფედერაციას მივმართეთ, გთხოვთ, ზომები მიიღეთო - ფედერაცია ხომ უმაღლესი საფეხბურთო ორგანოა. მისმა ხელმძღვანელობამ კი ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, მაგრამ ბევრი რამ ლიგისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ჩვენ ”კოლხიდასთან" კონტრაქტის გაწყვეტამდე, ანუ სექტემბრამდე სპონსორთან დალაპარაკების იურიდიული უფლება არ გვქონდა. შემოდგომაზე კი ყველა კომპანიას სარეკლამო ხარჯი გაწერილი აქვს და სადაც მივედით, ყველგან ერთი პასუხი მივიღეთ - ახალი წლის შემდეგ დავილაპარაკოთო. ჩვენ რა უნდა შეგვეცვალა?

- პირდაპირ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებით ლიგა, ფაქტობრივად, გაუქმდა.

- მე ვერაფერს გეტყვით, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა