ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტი - 38.34 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო
უკრაინის სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან ფაცაციას "დნიპროაზოტმა".

დნეპროძერჟინსკელები ამ გამარჯვებას 8 ტური ელოდნენ და ზედიზედ წაგებების შემდეგ მოგების გემო მე-9 შეხვედრაში გაიგეს.

ფაცაციას გუნდმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოიპოვა. მოგება განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ ის "აზოტმა" სტუმრად მოიპოვა. დნიპროძერჟინსკელები მე-4 ადგილზე მყოფ "გოვერლას" ივანო-ფრანკოვსკში ესტუმრნენ და მასპინძლები 79:78 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტი - 38.34 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაცაციამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი - ასეთი იყო საბოლოოდ ლევანის მონაგარი. ფაცაციას 7 მოხსნა აზოტელთაგან საუკეთსო შედეგი იყო, ბომბარდირი კი ამერიკელი დონალდ სიმსი გახდა 22 ქულით.

მიუხედავად მოგებისა, "დნიპროაზოტმა" ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია. მომდევნო მატჩი ფაცაციას გუნდს 15 დეკემბერს, სტუმრად, "გალიჩინასთან" ელის.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
ლევან ფაცაცია კარიერას უკრაინის "დნიპროაზოტში" გააგრძელებს
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი