რომიკო შოთაძე: მავანთ არ უხარიათ ქეცბაიას წარმატება და ის, რომ მერაბმა ”ვიტესი" შეიძინა

თბილისის "დინამოსა" და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რომიკო შოთაძე გვესაუბრება დღევანდელი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, იმაზეც, სურს თუ არა მერაბ ჟორდანიას ყოფილი კლუბისა დაბრუნება.

- ”დინამოში" დატრიალებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- სამწუხაროდ, მარტო თბილისის ”დინამო" კი არა, მთლიანად ჩვენი საკლუბო ფეხბურთია სავალალო მდგომარეობაშია ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს რომ ჩამოაშორეს და ამას ლამის კანონის ძალა მიანიჭეს. ასეთი რამ ფედერაციაში ჩემი მუშაობის დროსაც მოხდა და მიმაჩნია, რომ მაშინ სახელმწიფომ საკუთარი რესურსები ფეხბურთს ვერ მოახმარა, არადა, ეს შესაძლებელი იყო. სწორედ ამან განაპირობა კლუბების დასუსტება და ჩვენი ჩემპიონატი ვერ განვითარდა.

- კონკრეტულად ”დინამოზე" ვთქვათ...

- ”დინამო" ჩვენი ტკივილია. იყო პერიოდი, მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა გადავწყვიტეთ, მაგრამ წინააღმდეგობა შეგვხვდა.

- ანუ ”დინამოს" დაბრუნებაზე აღარ ფიქრობთ?

- ასე გამოვიდა, მაგრამ პატარკაციშვილის ოჯახის ბოლოდროინდელი განცხადება დაფიქრების საბაბს იძლევა.

- შეიძლება, ”დინამოში" მაინც მოხვიდეთ?

- ზოგადად გითხარით, რომ განცხადება დაფიქრების საშუალებას იძლევა, თორემ ”დინამოს" ყოფილ მეპატრონეებს მისი დაბრუნებისთვის რეალური ნაბიჯები არ გადაგვიდგამს.

- ადრე სურვილი საჯაროდ გამოთქვით, დღეს პოზიცია რატომ შეიცვალეთ?

- გაზაფხულზე ეს ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით და ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი წერილით მივმართეთ. ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, წერილს შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა და თავი დავანებეთ.

ბოლო დროს ერთი სამწუხარო ტენდენცია შევნიშნე. მავანთ არ უხარიათ თემურ ქეცბაიას წარმატებული მუშაობა და ის, რომ მერაბ ჟორდანიამ ”ვიტესი" შეიძინა. ეს კლუბი ისევ ქართულ ფეხბურთსაც ემსახურება, გადახედეთ რამდენი ქართველი წაიყვანა კლუბში. წარმოგიდგენიათ, მერაბს კლუბში ქართველი არ აეყვანა? ამის მიუხედავად, ზოგს მაინც არ სიამოვნებს, ისევ ფეხბურთში რომ ტრიალებს. ეს ჩემთვის გაუგებარი დამოკიდებულებაა. არნემში ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ ლიგაში იზრდებიან, გამოცდილებას იღებენ და რა არის ამაში ცუდი?!

- ასეთი ხმები ვრცელდება: მერაბ ჟორდანიამ პატარკაციშვილის ოჯახს შესთავაზა, ”დინამოს" თქვენი ფულით მივხედავთო.

- კარგით, რა, სასაცილოა, პატარკაციშვილის ოჯახისთვის ასეთი რამ არ უთხოვია. კარგად ვიცით, რომ ახლა ოჯახს პრობლემები აქვს და ფეხბურთში ფულის ჩასადებად არ სცხელა. თუ გაინტერესებთ, რეალობა სხვაგვარადაა - იყვნენ ჯგუფები, რომლებიც მერაბ ჟორდანიას ეუბნებოდნენ, კლუბს თუ დაიბრუნებ, დაგაფინანსებთო. მერაბი ქართული ფეხბურთისთვის დასაკარგი პიროვნება არაა. პირიქით, სერიოზული კავშირები აქვს და ამიტომაც მივიდა ”ვიტესში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

akaki
ხალხს, რომ ასე არ უჭირდეს ფეხბურთი საქართველოს პირველი ნომერი ბიზნესი იქნებოდა. დღესდღეობით ფეხბურთს სერიოზული დახმარება სჭირდება. ჩემი აზრით, ეს სათამაშო ბიზნესს უდა დაევალოს
japaneze
ბერლუსკონი ოდიოზური არაა? იმისგან ინტერვიუს სიამოვნებით წავიკითხავდი, ეგ კომუნისტური აზროვნება და ხალხის დაჭერაზე ოცნება არ მოგბეზრდათ? რამ გაგაბოროტათ ხალხო ასე, ქართველები ხართ თუ მანქურთები?
pele
ჟორდანია უბრალოდ დასაჭერია. საერთოდ რატო იღებენ ასეთი ხალხისგან ინტერვიუს. ჯერჯერობით მინიმუმ ნაკრები ნორმალურად მიდის და მსგავსი ოდიოზური ფიგურები (თუ კრიმინალები არა) არ უნდა ფეხბურთს.
sqwe
მართალია ჟორდანია არაა დასაკარგი კაცი გააქაჩინებს დინამოს
gio
სახელმწიფო დაფინანსება უნდა არ უნდა ქონდეს ფეხბურთს. ფეხბურთი უნდა იყოს ბიზნესი. რატო უნდა დავაფინანსო, მე ქუთაისელმა კაცმა თბილისის დინამო?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა