ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული საჭიდაო რეალობა: ისევ ქაოსი!

ქართული საჭიდაო რეალობა: ისევ ქაოსი!

სამწუხაროდ, ყურადღების გამახვილება კვლავაც უსიამოვნებების გამო გვიწევს

სამწუხაროდ, მოჭიდავეთა საქართველოს პირველობაზე სპორტულ მხარეზე მეტად მკითხველის ყურადღების გამახვილება კვლავაც უსიამოვნებების გამო გვიწევს. ფედერაციამ პირველობის ორგანიზებულად ჩატარება ვერ უზრუნველყო და ყველაფერი ისევ არეულობით, გაწევ-გამოწევებით და აყალმაყალით წარიმართა, რაც დღის ბოლოს ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ძალზე სამწუხაროდ, მასში ჩართული ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე და სახელოვანი ვეტერანი ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი აღმოჩნდა თავის ძმასთან ერთად. ხერგიანები თავის მამიდაშვილს, ბოლნისელ მალხაზ ქურდიანს ქომაგობდნენ გორელ გიორგი ბალიაშვილის წინააღმდეგ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში. მუდმივი გარჩევების გამო ეს დღის ერთ-ერთი დაუმთავრებელი შეხვედრა გამოდგა, რომელიც 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

პირველი ხმაური საწყისი პერიოდის ბოლოს ატყდა, როცა ქურდიანს ვიდეოგარჩევის შემდეგ მოპოვებული ქულა გაუუქმეს. ამას ხერგიანების პროტესტი მოჰყვა, რომელიც კი მოაგვარეს, მაგრამ არა საბოლოოდ. არაა გამორიცხული, ხერგიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, როგორც - მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ქართული სპორტის მმართველთაგან ლაპარაკი იყო.

ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მტყუან-მართალის გარჩევაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანთა ფიზიკური უსაფრთხოება, სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა ქცევის გაკონტროლებაა. მართალია, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს, მაგრამ ჩვენი ვიდარდოთ, თორემ ყველა მიხედავს საკუთარ საქმეს. 2004 წელს იმავე ავადსახსენებელ დარბაზში ძიუდოისტთა ქვეყნის პირველობის შემდეგ ვწერდით, ადამიანის სიცოცხლე არანაირად ტურნირად არ ღირსო და ახლაც იგივეს გავიმეორებთ. დაუშვებელია, ცემა-ტყეპა დაუსრულებლად გაგრძელდეს.

გვეგონა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ძიუდოისტთა გამოცდილებას გაიზიარებდა, მაგრამ არაფერი მსგავსი. დარბაზში დაცვა კი არა, თვით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც არ იმყოფებოდა, თორემ ეგებ ბევრი რამე არ მომხდარიყო. კახა გეწაძე მხოლოდ დღის ბოლოს, ინციდენტიდან კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა მასზე ადრე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილე დავით ნამგალაური მოვიდნენ.

ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მსაჯობის არასახარბიელო დონე. იქნებ ბევრ არბიტრს კომპეტენცია ჰყოფნის კიდეც, მაგრამ ეშინია გადაწყვეტილების მიღებისა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა. ვფიქრობთ, ამის მიზეზი არასათანადო პრაქტიკაშია. იქნებ ეს პრობლემა უცხოელი კომისრების მოწვევამ რამდენადმე მოაგვაროს, როგორც ეს ძიუდოისტებმა გააკეთეს. გუშინდელი ჩხუბი თავისი არსით ყველაფერს ფარავს, თორემ მსაჯებსაც არანაკლები ლაფსუსი მოუვიდათ - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონ კობა კაკალაძისა და ამ ტურნირის მომავალ ფინალისტ ილია ხუციშვილს შორის შეხვედრისას ვერაფრით გაარკვიეს, დამატებითი დროის ბოლო წამებზე ხუციშვილმა მომგებიანი ქულა სირენის შემდეგ გააკეთა თუ მანამდე. კამათი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ იმაზე უკეთესი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ვიდრე... შეხვედრის გადათამაშებაა. განმეორებითი შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა და საბოლოოდ სპორტსმენებმა 6 (!) პერიოდი იჭიდავეს. დაგვეთანმხებით, ბევრად აჯობებდა, არბიტრს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და ეს მასკარადი აეცილებინა.

ფედერაციამ უნდა მოახერხოს და როგორმე აღკვეთოს მწვრთნელთა გამუდმებული კამათიც, თორემ მარაზმია, როცა ყოველ შეხვედრას მათი პროტესტი მოსდევს. არ შეიძლება, მწვრთნელებმა დანაშაული მხოლოდ სხვაში ეძებონ და ყველა წაგებული შეხვედრა გააპროტესტონ. დამრიგებელთა განწყობა სპორტსმენებზეც გადადის. გუშინდელი ინციდენტის მერე, როცა კამათმა მასობრივი სახე მიიღო გაჩნდა საშიშროება, პროცესები უმართავი გამხდარიყო. ფედერაციის წარმოამდგენელმა მერე კი მოუწოდა დარბაზს, მსაჯთა მაგიდასთან მწვრთნელების ან ქომაგების ნებისმიერი მისვლით ავტომატურად დაისჯებდა მათი სპორტსმენი გაფრთხილებითო. ხომ შეიძლებოდა, იგივე ადრეც გაკეთებულიყო, ანუ მწვრთნელები ადრევე გაეფრთხილებინათ? სხვა თუ არაფერი, ამ გაუთავებელ დავა-კამათსა და ვიდეო-განხილვებში დიდი დროც მიდის. არ შეიძლება, ჭიდაობა საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს. სწორედ ამ დაუმთავრებელი შეხვედრების გამო შეჯიბრება წუხელ 20 საათზე დასრულდა იმის მიუხედავად, რომ შუადღეზე შესვენება არ ყოფილა.

ალბათ, ასევე აუცილებელია, დარბაზში წესრიგის დაცვაში სამართალდამცავებიც ჩაერთონ და ჩხუბის მონაწილეები არა უბრალოდ გააშველონ, სათანადოდაც დასაჯონ. სხვაგვარად არც დისციპლინა დამყარდება და არც არანაირი ტურნირის გამართვა არ ღირს. საქართველოს ჩემპიონატი ბევრად მეტ პატივისცემას იმსახურებს.

მერწმუნეთ, ზემოაღწერილის და მით უფრო, დარბაზში ნანახის შემდეგ პირადად ჩემთვის ნამდვილად ძნელია, სპორტულ მხარეზე ვილაპარაკო, მაგრამ ქომაგის ინტერესსაც ვითვალისწინებ და ორიოდე სიტყვა ამაზეც ვთქვათ.

მთლიანობაში, ჭიდაობის ხარისხი ცუდი არ იყო. რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ლონდონის ოლიმპიადისთვის სავსებით სამართლიანად გვეიმედება მათი. გუშინ პირველობაში ჩაბმული ოთხი წონიდან სამში ახალი გამარჯვებულები ვიხილეთ ლიდერთა ახალი თაობიდან. იმ სამეულიდან მხოლოდ ერთის - 66-ის ლიდერი ოთარ თუშიშვილი იყო გათავისუფლებული, ხოლო ბესარიონ გოჩაშვილს რაც შეეხება, ამჯერად 60-ში გამოვიდა, თუმცა წააგო.

ახალგაზრდა თაობიდან უნდა გამოვარჩიოთ საგარეჯოელი დავით ხუციშვილი (74), გორელები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), გიორგი ედიშერაშვილი (55), დავით ბერძნიშვილი (60) და ცოტნე ბარამიძე (66), ქუთაისელები - ლაშა ლომთაძე (55), ბექა ლომთაძე (60) და პაატა ნოზაძე (74), ილია ხუციშვილი (66). მისასალმებელია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მალხაზ ზარქუამ (60), რომელიც აჭარის სახელით გამოდის, საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა და ლიდერის სტატუსი განიმტკიცა, თუმცა ამ წონაში ასე იოლად არც ქურდიანი დათმობს პოზიციებს და არც ბექა ლომთაძე აიღებს ხელს რევანშზე. ის ზარქუასთან დამარცხდა, თუმცა დარბაზში ბევრი ამას მსაჯთა შეცდომად მიიჩნევდა. ყოველ შემთხვევაში, ლომთაძემ ჩინებულად იჭიდავა და გამორჩეული სანახაობა შესთავაზა მაყურებელს, საინტერესოა, რომ ერთ-ერთი შეხვედრა მან... 3 წამში მოიგო! მეტოქე ჰაერში აიტაცა და ისე დასცა ლეიბზე. მოკლედ, ზარქუამ კი მოიგო და ცუდად არც მას უჭიდავია, ფინალში ბევრად ახალგაზრდა, თუმცა უდაოდ ნიჭიერი ბერძნიშვილი პირწმინდადაც დაჩაგრა (პირველი პერიოდი 4:0 მოიგო, მეორეში კი ბერძნიშვილმა წილისყრით ბოძებული ფეხში შესვლის უფლება ვერ გამოიყენა - მეტოქემ დაუხურა და ქულა იქით აართვა), ამ წონაში ლიდერობისთვის ბრძოლა კვლავაც გრძელდება.

ცხადია, მაყურებელს ყველაზე მეტად ხუციშვილის გამოსვლა აინტერესებდა, რომელიც წლეულს ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ჩემპიონატი დამაჯერებლად განვლო და ძალზე ჭკვიანურად იჭიდავა. როგორც წესი, არც ამჯერად უტევდა, მაგრამ მშვენივრად იცავდა თავს და თავის შანსსაც იყენებდა. ხუციშვილმა ნახევარფინალში გიორგი მარსაგიშვილი ორ პერიოდში დაამარცხა - ორივეში ფეხში შესვლიდან აართვა ქულა, ფინალში კი ასევე ორ სეტში და ასევე დამაჯერებლად აჯობა გელა საღირაშვილს. პირველ პერიოდში ჯერ წრიდან გაიყვანა, მერე კი ერთქულიანზეც გადააგდო. მეორეც 1:0 მოიგო და სრულიად დამსახურებული ჩემპიონი გახდა.

ასევე საინტერესო იყო ახალგაზრდულის მეორე ლიდერის, მსოფლიოს ჩემპიონისა და ევროპის ვერცხლის პრიზიორ ხინჩეგაშვილის გამოსვლაც. გუჩაშვილის ზედა წონაში გადასვლის შემდეგ აქ ახალი ლიდერის გამოჩენა დროის საქმე იყო. არავის ეეჭვებოდა, რომ ეს ხინჩეგაშვილი იქნებოდა და ასეც მოხდა. მან ნახევარფინალში ედიშერაშვილს აჯობა, ფინალში კი ჭკვიანურად გათვლილი ტაქტიკით, ძალზე სწორი ქმედებებით ლაშა ლომთაძე დაჩაგრა. ურიგოდ თითქოს არც ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ჭიდაობდა, თუმცა ხინჩეგაშვილმა კარგი ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვარი ხასიათი და საჭიდაო აზროვნება გამოავლინა. პირველ პერიოდში ქულა ჯერ ლომთაძემ მოიპოვა, მაგრამ ხინჩეგაშვილი ჭკვიანურად შეუვიდა ფეხებში, ანგარიში გაათანბრა და ბოლო ქულით პერიოდიც მოიგო. მეორეში მისი უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რამაც ლომთაძე ცოტა კი გააცხარა, მაგრამ მწვრთნელებმა ემოციები მალევე მოათოკინეს, ხინჩეგაშვილი კი ისევ აზრიანად შეუვარდა ფეხში და დაატრიალა.

ალბათ, თუშიშვილის დასვენების გამო 66-ში უმეტესობა კაკალაძის ან შალვა მუზიაშვილის გამარჯვებას ელოდა, მაგრამ პირველმა ხუციშვილთან წააგო მარათონულ შეხვედრაში, მუზიაშვილს კი ბარამიძემ აჯობა დამატებით დროში. აქ პირველი პერიოდი მუზიაშვილმა მოიგო - ბურთულა მას ხვდა და ფეხში შესვლის უფლება გამოიყენა. მეორე პერიოდიც ბურთულამდე მივიდა, მაგრამ მუზიაშვილმა, როგორც პირველის მომგებმა, წითელი ამოიღო _ მეტოქეს გაუმართლა. ბარამიძემაც შეირგო ეს უფლება და შეხვედრა დამატებითში გადაიყვანა. მუზიაშვილი იქ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მაგრამ ბარამიძემ გაათანაბრა, რითაც პერიოდიც მოიგო და შეხვედრაც. ფინალში მისი უპირატესობა ბევრად აშკარა იყო ხუციშვილთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა