"რეკორდმაისტერი", რომელმაც ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია 41 მატჩამდე გაზარდა, მაროკოში უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აზიის და ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან - მარჩელო ლიპის "გუანჯოუ ევერგრანდი" ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნის" წინააღმდეგ.

ორივე გუნდი საკლუბო მუნდიალზე პირველად მონაწილეობს და თუ "ბაიერნისთვის" ეს სადებიუტო მატჩი იქნება, ჩინელებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და შესარჩევ ეტაპზე ეგვიპტურ "ალ აჰლის" (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) 2:0 სძლიეს.

აზიელთა მხრიდან გოლები გუნდის ლიდერებმა, ბრაზილიელმა ელკესონმა და არგენტინელმა დარიო კონკამ გაიტანეს.

ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ჩინური გუნდის რიგებში ბრაზილიელი მურიკი და ჩინელი გაო ლინი გამოირჩევიან. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ჩინეთის ჩემპიონატში "გუანჯოუმ" 78 გოლი გაიტანა და აქედან 65 ბურთი სწორედ ამ კვარტეტის ანგარიშზეა: ელკესონი - 24 გოლი, კონკა - 14, მურიკი - 9, გაო ლინი - 8. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გატანილი 22 გოლიდან კი ოთხეულმა საკუთარ ანგარიშზე 21 ჩაიწერა - მათ გარდა, თავი მხოლოდ ლუკას ბარიოსმა გამოიჩინა, რომელიც შემდეგ მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ლიპის ოთხივე ლიდერი მწყობრში ჰყავს, მაგრამ წყვილის აშკარა ფავორიტი, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც მდიდარი კოლექციის გამდიდრებას კიდევ ერთი ტიტულით ეცდება. "რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია 41 მატჩამდე გაზარდა და მაროკოში უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა.

გვარდიოლას მხოლოდ ტრავმირებული ტრიო: რობენი, შვაინშტაიგერი და ბადშტუბერი აკლია.

"ჩვენ ვიცით, რომ "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ალბათ, მათთან 100-დან 99 შეხვედრას წავაგებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 1/2-ფინალური მატჩი სწორედ ის ერთი თამაში იქნება, რომელშიც გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენი სეზონი 5 იანვარს დაიწყო და იქიდან მოყოლებული, ფეხბურთელებმა 65 მატჩი ჩაატარეს. გასათვალისწინებელია მგზავრობით გამოწვეული დატვირთვაც. მოთამაშეები, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გადაღლილები არიან, მაგრამ "ბაიერნთან" შეხვედრა იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა პრობლემა უკანა პლანზე გადადის", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარჩელო ლიპიმ.

"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება წლის ბოლო მიზანია. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ბევრი ტიტული მოვიპოვეთ და გვინდა, რომ 2013 წელი დადებითი შედეგით დავასრულოთ.

მატჩები კონტინენტების საუკეთესო გუნდებს შორის არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ დავამტკიცოთ: ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გუნდი ვართ", - ეს უკვე "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის სიტყვებია.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი

17 დეკემბერი

გუანჯოუ-ბაიერნი 23:30

მეორე ნახევარფინალში, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება, ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი "რაჯა კასაბლანკა" და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი, "ატლეტიკო მინეირო" შეხვდებიან.

ბრაზილიელებს რონალდინიო დაუბრუნდათ, რომელმაც ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ორი გოლი გაიტანა. მწყობრში არიან ჟო, ჟილბერტო სილვა, მეკარე ვიქტორი, ფერნანდინიო, დიეგო ტარდელი, რევერი, ჟოსუე, ალეკსანრო, რიჩარლისონი...

ასეთი შემადგენლობის პირობებში, რა თქმა უნდა, წყვილის ფავორიტი სწორედ კუკას გუნდია, რომელიც ეცდება, რომ გახდეს მეოთხე ბრაზილიური კლუბი, რომელიც საკლუბო მუნდიალს მოიგებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი

18 დეკემბერი

რაჯა კასაბლანკა-ატლეტიკო მინ. 23:30

წინასწარი ეტაპი

რაჯა კასაბლანკა-მონტერეი 2:1 დ.დ.

გოლები: 1:0 ჩტიბი (25), 1:1 ბასანტა (53), 2:1 გუეჰი (95)

გუანჯოუ-ალ აჰლი 2:0

გოლები: 1:0 ელკესონი (49), 2:0 კონკა (67)

წინა ფინალები:

2000 - კორინთიანსი-ვასკო და გამა 0:0 პენ. 4:3

2005 - სან პაულო-ლივერპული 1:0

2006 - ინტერნასიონალი-ბარსელონა 1:0

2007 - მილანი-ბოკა ხუნიორსი 4:2

2008 - მანჩესტერ იუნ.-ლდუ კიტო 1:0

2009 - ბარსელონა-ესტუდიანტესი 2:1 დ.დ

2010 - ინტერი-მაზემბე 3:0

2011 - ბარსელონა-სანტოსი 4:0

2012 - კორინთიანსი-ჩელსი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]