დიეგო კოშტა რონალდოს წამოეწია
ნეიმორი და ფაბრეპასი

"ბარსელონას" ფეხბურთელები, ნეიმარი და სესკ ფაბრეგასი, "ატლეტიკოს" კოკესთან ერთად, 8-8 საგოლე გადაცემით პრიმერა დივიზიონის ლიდერები არიან. ამ ტურში მათ საგოლე პასი არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, "ბარსას" მორიგ გამარჯვებაში ორივემ დიდი წვლილი შეიტანა - ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა, ფაბრეგასმა კი შესანიშნავი გადაცემით წამოიწყო ის შეტევა, რომელსაც ნეიმარის მეორე და გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა.

"ვილიარეალი" "ბარსელონასთვის" იოლი მეტოქე არასდროს ყოფილა და ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ "კამპ ნოუზე" ჩატარებული 15 მატჩიდან "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" 3 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. სტუმრებს ცუდი შთაბეჭდილება არც ამჯერად დაუტოვებიათ, მაგრამ ანგარიშის მეორედ გათანაბრება მათთვის გადაუჭრელი ამოცანა გამოდგა.

ძალიან კარგად ითამაშა ვალენსიელთა კაპიტანმა მატეო მუსაჩიომ, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. გარდა იმისა, რომ არგენტინელმა გოლი გაიტანა, 23 წლის მუსაჩიო სულ მოვლენების ეპიცენტრში იყო და შეტევას შეტევაზე იგერიებდა. "ვილიარეალის" ქომაგებმა ტრიბუნებზე მცირე ბანერიც გამოფინეს, რომლის მეშვეობითაც არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალეხანდრო საბელიას ახსენებდნენ, რომ მუსაჩიო მისი თანამემამულეა - ახალგაზრდა ფეხბურთელს საბელიას ხელში ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, სულ კი მის ანგარიშზე 2 "კეპია", რომელიც მან 2011 წელს მოიხვეჭა.

ორი-ოლი

"ოსასუნას" 27 წლის ფორვარდი ორიოლ რიერა "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა კატალონიური გუნდის ძირითადში მას არასდროს უთამაშია. მეტიც, რიერას ამ სეზონამდე პრიმერაში ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული. შარშან "ალკორკონის" რიგებში გატანილი 18 გოლის წყალობით მან ლა ლიგის გუნდების ყურადღება მიიპყრო და საბოლოოდ, თავი პამპლონაში ამოჰყო.

სადებიუტო მატჩი ფორვარდმა "გრანადასთან" ჩაატარა, პირველი გოლი კი მხოლოდ მეხუთე ტურში გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ მისი საქმეები უკეთესობისკენ წავიდა და აი, მე-16 ტურში რიერამ მადრიდის "რეალს" გაუტანა, თანაც არა ერთი, არამედ ორი გოლი.

ესპანელი თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 7 ბურთია, რაც "ოსასუნას" მიერ გატანილი გოლების (13) ნახევარზე ოდნავ მეტია. "სამეფო კლუბის" გარდა, რიერამ "სევილიას" და "ატლეტიკოსაც" გაუტანა, მაგრამ დუბლი ლა ლიგის შეხვედრაში პირველად შეასრულა.

"რეინო დე ნავარაზე" მეფეებსაც უჭირთ

"რეალი" მარცხს გადაურჩა. "სამეფო კლუბს" პამპლონაში აქამდეც არაერთხელ გასჭირვებია და "რეინო დე ნავარაზე" წაუგია კიდეც. ამ სტადიონზე გამართული ბოლო 13 მატჩიდან "ოსასუნამ" 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 5 წააგო. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, ყველა მაინც "რეალის" გამარჯვებას ელოდა, მაგრამ 0:2-ის და სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ მატჩის გადარჩენა თითქოს შეუძლებელი იყო.

სწორედ ამ დროს გამოავლინა "რეალმა" თავისი მებრძოლი ხასიათი, შეხვედრის გმირი კი (ორიოლ რიერასთან ერთად) ისკო გახდა, რომელმაც პირველივე ტაიმში სხვაობა შეამცირა, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კი პეპეს გაატანინა.

სხვათა შორის, პორტუგალიელმა ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია - წინა 6 სეზონიდან ორში 30 წლის მცველმა თავი ვერ გამოიჩინა, 4-ჯერ კი ჩემპიონატი თითო გოლით დაასრულა. სულ პეპემ ლა ლიგაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა (252 შეხვედრაში), ხოლო "ოსასუნა" გახდა პირველი გუნდი, რომლის კარიც მცველმა მეორედ დალაშქრა - პირველად მან ნავარელებს 2011 წელს, "რეალის" მიერ 7:1 მოგებულ შეხვედრაში გაუტანა.

ჯუკიჩი "ვალენსიადან" მეორედ წავიდა

მიროსლავ ჯუკიჩის და "ვალენსიას" გზები ისევ გაიყარა, ალბათ, უკვე საბოლოოდ... სერბი ესპანურ გუნდს ფეხბურთელის რანგში 6 წელი ემსახურა და 2002 წელს ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო; აი, მწვრთნელად კი ჯუკიჩმა მხოლოდ 6 თვე გაძლო. "ვალენსიას" ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ აივსო, რომელიც "ღამურებისთვის" 16 შეხვედრაში მე-8 იყო.

20 ქულა, მეცხრე ადგილი და მეოთხეზე მყოფ ბილბაოს "ატლეტიკთან" არსებული 10-ქულიანი დეფიციტი - საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ასეთი კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი შეცვალოს.

სხვათა შორის, უკვე ნახსენები "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელი სწორედ ის ერნესტო ვალვერდეა, რომელიც "ვალენსიადან" წინა სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა, რადგან კლუბმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ შესწვდა...

"ატლეტიკო" შეუჩერებელია

დავიდ ვილია "ვალენსიას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეხუთე ადგილს იკავებს. ასტურიელმა კლუბი 2010 წელს დატოვა და "ბარსელონაში" გადავიდა, 2013 წლიდან კი ის "ატლეტიკოს" წევრია. ამ პერიოდში 32 წლის ფორვარდი ყოფილ გუნდს უკვე მეხუთედ დაუპირისპირდა, მაგრამ გოლი კვლავ ვერ გაუტანა.

როგორც ჩანს, ვილიას "ვალენსია" ისე უყვარს, რომ მის წინააღმდეგ კარგად თამაში საკმაოდ უჭირს. სამაგიეროდ, "ღამურების" მიმართ აბსოლუტურად გულგრილია დიეგო კოშტა, რომელმაც მორიგი გოლები გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. მადრიდელთა მხრიდან კიდევ ერთი გოლი ვილიას ნაცვლად გამოსულმა რაულ გარსიამ გაიტანა და "როხიბლანკომ" მეტოქესთან პრიმერაში არსებული 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

დიეგო სიმეონეს გუნდს მართლაც შესანიშნავი შედეგი აქვს - ყველა ტურნირზე მადრიდელებმა 25 მატჩი ითამაშეს, აქედან 20 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი ("ესპანიოლთან") წააგეს.

"ატლეტიკო" ძალიან მძლავრი, იდეალურად აწყობილი მექანიზმია და თუ ტრავმებმა ან მოთამაშეთა გადაღლამ ხელი არ შეუშალა, არგენტინელი სპეციალისტის გუნდი არა მარტო ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც შორს წავა.

ორი ჰეთ თრიქი

მე-16 ტურში ორი ჰეთ თრიქი შესრულდა - სამი გოლი ხავი გერამ გაიტანა, რუბენ პარდომ კი თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ვალიადოლიდის" ფორვარდმა "სელტა" გაამწარა და საკუთარ გუნდს სეზონში მხოლოდ მესამე გამარჯვება მოუტანა, რომლის წყალობითაც "ვალიადოლიდმა" გასავარდნი ზონა დატოვა. ხავი გერას ანგარიშზე უკვე 10 ბურთია და ის ბომბარდირთა დავაში, ანტუან გრიზმანთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

21 წლის რუბენ პარდომ კი "ბეტისი" არ დაინდო და საგოლე პასები მარჯვნივ და მარცხნივ არიგა. "სოსიედადმა" 5:1 მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 5 ტურში გუნდმა 12 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

სეზონის კოშმარული სტარტის შემდეგ ბასკების ასეთ გამოღვიძებას ვერავინ წარმოიდგენდა, აი, "ბეტისს" კი ხუან გარიდომაც ვერ უშველა - მართალია, სევილიურმა გუნდმა ესპანეთის თასზე იმარჯვა, მაგრამ შემდეგ ჯერ "რიეკას" დაუზავდა (0:0), ახლა კი "ანოეტაზე" შერცხვა.

ბომბარდირები:

17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

10 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ხავი გერა (ვალიადოლიდი)

8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ჟონასი (ვალენსია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ასისტენტები:

8 - კოკე (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

6 - გარეთ ბეილი (რეალი), კანი (ვილიარეალი)

სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური: რიერამ "რეალი" შეაჩერა [VIDEO]

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
კარლო ანჩელოტი: რამოსის გაძევება ჩემთვის აუხსნელია [VIDEO]
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
რონალდო თოფურიასთან ერთად WOWfc-ის თანამოწილე გახდა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა
კოკე: "ლაიპციგმა" გვაჯობა - ახლა ამის მიზეზს ვერ აგიხსნით
ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური: რიერამ "რეალი" შეაჩერა [VIDEO]
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
"ნაპოლი" "ვალენსიას" ნახევარმცველის შეძენას აპირებს
სავარაუდოდ დიეგო კოშტა სათამაშოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
ლა ლიგა. IX ტური: "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლი" დაამარცხა
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
ლა ლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: როგორ ვერ გადავიდა დე ხეა "რეალში"
'მე ორი მაქვს, შენ არაფერი' - რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
"ერთხელ ტუალეტში შევედი და მისმა საქციელმა შოკში ჩამაგდო" - პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ ნეიმარზე ისტორია გაიხსენა
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
გავისა და პრინცესას სიყვარულის ამბის გაგრძელება - როგორ ეხუმრებიან ფეხბურთელს გასახდელში და რა დააქვს სკოლაში ტახტის მემკვიდრეს გავისთან დაკავშირებით
ხერარდო მარტინო: ალექსის სანჩესი ბრწყინვალე იყო [VIDEO]