21 დეკემბერს პარიზი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ქართული კლუბი მონაწილეობას ვერ მიიღებს
21 დეკემბერს პარიზი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ქართული კლუბი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კლუბი საერთოდ არ გვყავს, მაგრამ ქართველები კი ბლომად იქნებიან წარმოდგენილნი.

განსაკუთრებით - თურქული "გალათასარაის" დამსახურებით, რომელსაც შემადგენლობაში ბევრი ჩვენებური ჰყავს: ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათგან ლიპარტელიანი, წიკლაური და ოქრუაშვილი ტრავმების გამო ვერ მიდიან პარიზში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორს ფეხი სტკივა, ოქრუაშვილმა კი ხელი დაიზიანა, თუმცა იაპონიაში ერთობლივ ვარჯიშებზე მაინც წაიყვანეს, მაგრამ ლეიბზე ვერ დადგა; სამაგიეროდ, წონა გვარიანად დაიკლო.

ამ სამეულის გარდა, თურქულ კლუბს პარიზში ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილიც დააკლდება, რომელიც უცხოელებზე დაწესებული ლიმიტის გამო არ მიუწვევიათ, თუმცა ერთიცაა - თურქებმა მას კონტრაქტი გაუფორმეს, როგორც 66 კილოგრამის მოჭიდავეს, თუმცა ჩვენი ლიდერი უკვე გადავიდა 73-ში და საკითხავია - ისურვებდა კი წონის დაკლებას ამ ერთ ტურნირზე?

ევროპირველობის მონაწილეთაგან ქართველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ლისაბონის "სპორტინგი", რომელმაც აქცენტი უფრო ახალგაზრდებზე აიღო. მის შემადგენლობაში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ლიდერების - ბექა ღვინიაშვილისა (90) და ლევან მატიაშვილის (+100) გარდა, ქუთაისელი ანრი ეგუტიძეც (73) შედის, მაგრამ ის უკვე პორტუგალიის სახელით ჭიდაობს - წლების განმავლობაში პორტუში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიღო იქაური მოქალაქეობა.

ევროპული საკლუბო ძიუდოს უდავო ლიდერი, გერმანული "აბენსბერგი" ამჯერადაც სოლიდურად იქნება წარმოდგენილი - ყველაზე დიდი განაცხადით, მაგრამ მათ შორის ქართველები უკვე მეჩხერად არიან - მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილია (73).

შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველია, მაგრამ სხვა ქვეყნების სახელით - გიორგი ზანთარაია (66) უკრაინიდან და ილიას ილიადისი (90) საბერძნეთიდან.

ტურნირი ერთდღიანია. ვაჟთა შორის 20 კლუბი გამოვა, ქალთაგან - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
თბილისი ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას უმასპინძლებს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ზებედა რეხვიაშვილის "აბენსბერგმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი