ამერიკელების ძლევით ”ბორჯღალოსნები” რეიტინგში მე-15 ადგილზე აინაცვლებენ

ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდთან მორიგ სარეიტინგო ტესტ-მატჩს გამართავს. დღეს ”ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ დიქსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჩვენი გუნდის თავკაცის თქმით, ქართველი მორაგბეები ამერიკელებთან შეხვედრისთვის სერიოზულად მოემზადნენ და როგორც ყოველთვის, ხვალაც ღირსეულად დაუხვდებიან მეტოქეს.

დიქსონმა მომავალ მატჩში გუნდების გამარჯვების შანსები თანაბრად, 50-50-ზე შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ ქართველი მორაგბეები თამაშის მოგებისთვის მაქსიმალურად მოტივირებულნი არიან.

საქართველო-აშშ-ის შეხვედრაში ჩვენ გუნდს გია ლაბაძე და მალხაზ ურჯუკაშვილი დააკლდებიან, რომლებმაც კანადის ეროვნულ ნაკრებთან ერთი კვირის წინ გამართლ სარეიტინგო ტესტ-მატჩში ტრავმები მიიღეს. ურჯუკაშვილის ადგილს 15 ნომრის პოზიციაზე ბესიკ ხამაშურიძე დაიკავებს, ლაბაძეს კი მესამე ხაზში სიმონ მაისურაძე ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თამაშში ”ბორჯღალოსნებმა” 22:15 იმარჯვეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში თავიანთ მონაგარს 1.024 ქულა შემატეს. შედეგად რიჩი დიქსონის დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ტონგას გადაასწრო და 68.21 ქულით მე-16 ადგილზე დამკვიდრდა.

აქვე გეტყით, რომ თუკი ხვალ აშშ-ის გუნდს 15-ზე ნაკლები ქულით ვძლევთ, რეიტინგში მის კუთვნილ მე-15 ადგილს ჩვენ დავიკავებთ, ხოლო გამარჯვება თუ უფრო შთამბეჭდავი იქნა, რეიტინგში მიღწეულ პოზიციას კიდევ უფრო გავიმყარებთ. რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითება და კვლავ მე-17 პოზიციაზე დაბრუნება გვემუქრება ამერიკელებთან მატჩის ფრედ ან მარცხით დასრულების შემთხვევაში.

IRB-ს მსოფლიო რეიტინგი 22 ნოემბრისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 93,19

2 (3). ავსტრალია 85,90

3 (2). სამხრეთ აფრიკა 85,31

4 (4). ინგლისი 83,61

5 (5). საფრანგეთი 83,21

6 (8). შოტლანდია 81,20

7 (6). ირლანდია 80,90

8 (7). არგენტინა 79,87

9 (9). უელსი 77,04

10 (10). ფიჯი 75,02

11 (11). სამოა 74,02

12 (12). იტალია 72,35

13 (13). იაპონია 71,45

14 (14). კანადა 68,59

15 (15). აშშ 68,50

16 (17). საქართველო 67,40

17 (16). ტონგა 67,35

18 (18). რუსეთი 65,56

19 (19). რუმინეთი 65,03

20 (20). ნამიბია 61,79

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

giorgi
რომელ საათზეა ხვალ რაგბი? ბილეთის აღება არ გაჭირდება?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა