სხვა თამაშები 2014-ში
წინასაშობაოდ იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, დანარჩენი შეხვედრები კი უკვე 2014 წელს შედგება. პირველი მეოთხედფინალისტი "იუვენტუსია", რომელმაც სერია B-ს ბინადარ "აველინოს" უმასპინძლა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ში ნაკლებად ენდობა. მაგალითად, კარში მარკო სტორარი იდგა, დაცვაში მარტინ კასერესი და ანჯელო ოგბონა ვიხილეთ, შუახაზში სიმონე პადოინი, პაოლო დე ჩელიე და მარკო მოტა, შეტევაში კი სება ჯოვინკო და ფაბიო კვალიარელა. მიუხედავად ამისა, ტურინელები იოლად გაუმკლავდნენ მეტოქეს და საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს.

ჯერ კიდევ მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯოვინკო მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა, 1:0. სულ მალე ტურინელებმა სტანდარტულით იხეირეს - საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი, სადაც კასერესმა შორეული ძელი დაკეტა და ანგარიში გააორა. მესამე გოლი კვალიარელას ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. მეორე ტაიმში ტურინელებმა ბურთი გააგორეს და ანგარიშიც აღარ შეცვლილა 3:0.

ნამატჩევს, ანტონიო კონტე საპრესკონფერენციო დარბაზში არ გამოჩენილა და ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჟურნალისტებზე გაბრაზებაა - როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო თავსდამტყდარი კრიტიკა "იუვეს" თავკაცმა მძიმედ გადაიტანა.

ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები უკვე 2014 წელს გაიმართება - ტურინელები განსაკუთრებული ყურადღებით "რომა"-"სამპდორიას" პაექრობას მიადევნებენ თვალს, რადგან მეოთხედფინალში სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. აქვე დავძინოთ, რომ ნახევარფინალამდე, წყვილში გამარჯვებულს მხოლოდ ერთი მატჩი ავლენს.

იუვენტუსი-აველინო 3:0

გოლები: 1:0 ჯოვინკო (7), 2:0 კასერესი (16), 3:0 კვალიარელა (34).

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - კასერესი, ოგბონა, პელუზო - მოტა (82. ლიხტშტაინერი), პადოინი, მარკიზიო, ასამოა (68. ბუი), დე ჩელიე - ჯოვინკო (82. პეპე), კვალიარელა.

1/8-ფინალის დარჩენილი მატჩები

9 იანვარი: ფიორენტინა-კიევო, რომა-სამპდორია; 10 იანვარი: უდინეზე-ინტერი; 15 იანვარი: ლაციო-პარმა, კატანია-სიენა, მილანი-სპეცია; 16 იანვარი: ნაპოლი-ატალანტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"ნაპოლი" 41 წლის მეკარეს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს
კვალიარელამ "იუვენტუსს" ვერ გაუტანა - მესიმ მეექვსედ მოიპოვა "ოქროს ბუცი" [VIDEO]
კვალიარელამ "იუვენტუსს" 11 გოლი თუ არ გაუტანა, მესი მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბუცს"
"სამპდორია" 38 წლის კვალიარელას კონტრაქტს გაუგრძელებს
36 წლის ფაბიო კვალიარელა იტალიის ნაკრებში გამოიძახეს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
36 წლის კვალიარელამ "სამპდორიასთან" კონტრაქტი გააგრძელა
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ანტონიო დონარუმა: "მილანში" უკეთეს დებიუტს ვერც ვინატრებდი
EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმაც გაიმარჯვა და იტალიამაც - სერხიო რამოსი ბომბარდირია [VIDEO]
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს