ვეტერანი წინ მიიწევს
მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა "ნიუ ჯერსი დევილზის" ჩეხ ვეტერანს, იარომირ იაგრს.

ლეგენდარული ფორვარდი მერვე ადგილზე გადავიდა NHL-ის ყველა დროის სნაიპერებს შორის. 41 წლის ჰოკეისტმა "ოტავასთან" შეხვედრაში კარიერაში 693 შაიბა გაიტანა, რითაც გაუსწრო "დეტროიტის" ლეგენდას სტივ აიზერმანს, რომლის ანგარიშზე 692 გოლი მოდის.

"სენატორზის" წინააღმდეგ ჩეხმა ფორვარდმა მეორე პერიოდის დასაწყისში გაიტანა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან ამ მომენტში ანგარიში 3:0 გახდა "დევილზის" სასარგებლოდ.

იაგრისთვის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს. მას 25 მატჩში 12 გოლი და 17 შედეგიანი პასი დაუგროვდა. 2013-14 წლების სეზონის მსვლელობისას, იარომირმა გოლების რაოდენობით გაუსწრო მარიო ლემიეს და მალე მეშვიდე ადგილზე გადასვლის კარგი შანსი ექნება - ამ პოზიციაზე მყოფი მარკ მესიე იაგრს მხოლოდ ერთი გოლით უსწრებს.

ნიუ ჯერსი-ოტავა 5:2

2:0, 2:1, 1:1

გოლები: 1:0 ს. ჯონტა-1 (ენრიკე-7, ვოლჩენკოვი-6), 2:0 ბუშე-1 (გელინასი-11, რაიდერი-6), 3:0 იაგრი-12 (ზეიჯაკი-8, ენდი გრინი-12), 3:1 გრინინგი-3 (ზიბანეჯადი-7, ე. კარლსონი-23), 4:1 ბრუნერი-8 (ელიაში-14), 4:2 მ. მიხალეკი-6 (ვირჩიოკი-11), 5:2 გელინასი-4 (ბრუნერი-5, ელიაში-15).

რეინჯერსი-პიტსბურგი 3:4 (ბ)

0:0, 1:1, 2:2, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 კუნიტცი-18 (ი. იოკინენი-13, კროსბი-29), 1:1 ჰაგელინი-7 (მური-4, ბ. რიჩარდსი-17), 1:2 დუპუი-6 (კროსბი-30, კუნიტცი-17), 1:3 ბ. სატერი-7 (მაატა-7), 2:3 ცუკარელო-7 (მური-5, ფალკი-2), 3:3 ბრასარი-6 (პულიო-5, ცუკარელო-16).

ბულიტები გაიტანეს: ბ. სატერი (პიტსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ალექსანდრ ოვეჩკინი კვირის პირველი ვარსკვლავია

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი ლემიეს ჩაგრავს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 700-იანი კროსბი და იაგრის ახალი რეკორდი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
NHL. პლეი ოფი: უგოლო "პიტსბურგი"
მსოფლიოს თასის ისტორია. 1987: ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
10 რეკორდი, რომელიც უეინ გრეტცკის არ ეკუთვნის
ალექსანდრ ოვეჩკინი ორ სიმბოლურშია
პლეი ოფი: "პიტსბურგი" კედელთან მიაყენეს
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
სოჭი 2014: NHL სოჭის ბოიკოტს არ გამორიცხავს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი და მარიო ერთად არიან
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბომბარდირული კრიზისი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 1700
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრმა ლემიეს გაასწრო