დიღომში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
დიღომში დამთავრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი. გუშინდელისგან განსხვავებით, დღევანდელი დღე ბევრად მშვიდი გამოდგა, თუმცა ორგანიზაციულად კვლავაც ბევრია მოსაწესრიგებელი. მაგალითად, ვეტერანმა ფალავანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ გულისწყრომა ვერ დამალა იმის გამო, რომ არც გახსნის საზეიმო ცერემონიალი გამართულა და, შესაბამისად, არც ქვეყნის დროშა აუწევიათ და ჰიმნი შეუსრულებიათ.

გუშინდელის მსგავსად, ჩემპიონატი გუშინაც ახალი თაობის დომინაციით წარიმართა - სამივე წონაში მათ გაიმარჯვეს. ბუნებრივია, გულშემატკივარი წინა წლებიდან სამივე მათგანს იცნობს, თუმცა ყველა ახალი თაობის წარმომადგენელია.

84-ში ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, სტეფანწმინდელმა დავით მარსაგიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ძირითად დროში ძალზე დაძაბული ბრძოლა მოუგო ბათუმელ ბექა ჭელიძეს. მარსაგიშვილმა წინასწარ შეხვედრებში უმცროს ძმას - ირაკლი მარსაგიშვილსაც აჯობა. აღსანიშნავია, რომ ისინი შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ - ბრინჯაოსთვის ბრძოლაში და დათომ არ იჭიდავა. მას ისედაც ახალგაზრდულში ჰქონდა საჭიდაო და ძმას ნაკრებისკენ მიმავალ გზაზე ამიტომ ჩამოეცალა. ირაკლი ამჯერადაც ბრინჯაოს დაეუფლა, მეორე ანალოგიური მედალი კი გურჯაანელმა არჩილ ქიტიაშვილმა მოიპოვა. ჩემპიონის ჭიდაობას რაც შეეხება, წინა ტურნირებზე უკეთ იასპარეზა და მოგვეცა იმედი, რომ საკმაოდ გაჭიანურებული ჩავარდნა დასძლია.

96-ში გიორგი გოგშელიძის არყოფნით ბელდუხ გავაშელიშვილმა ისარგებლა, თუმცა საამისოდ ფინალში დიდი ჯაფა დაადგა ელიზბარ ოდიკაძის დასამარცხებლად. ალბათ, გუშინდელებიდან ეს ყველაზე ლამაზი და დაძაბული ფინალი იყო, სადაც ჩემპიონის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გავაშელიშვილი ოდნავ უპირატესობას მთელი შეხვედრა ფლობდა - უკეთ აკონტროლებდა მის მიდინარეობას და, ალბათ, ეს გამარჯვებაც ლოგიკურია. აქ ბრინჯაოები დავით ქერაშვილმა და ლერი ქეთიშვილმა მოიპოვეს.

ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო მძიმე წონაში ევროპის ექს-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილის დაბრუნება ვიხილეთ. წინა ტურნირებთან შედარებით, ის ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს. მთავარია, ის სწორ გზაზე დადგა და პროგრესს განიცდის, დანარჩენი კი დროის საქმეა. მან ნახევარფინალში ძალების დაზოგვით და სწორი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი საკანდელიძე ორ პერიოდში დაჯაბნა, ფინალში კი დამატებით დრო დასჭირდა ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთ წევრთან, ოღონდ უფროსებში მსოფლიოს პრიზიორ ლევან ბერიანიძესთან მოსაგებად. აქ პირველი პერიოდის ბედი ბურთულამ გადაწყვიტა, რომელმაც ფეხიდან აყვანის უფლება მოძმანაშვილს მისცა და მანაც შანსი გამოიყენა. ბერიანიძე არ დანებდა და მეორე პერიოდი ფეხში შესვლით მოიგო. დამატებითის და მით მთელი შეხვედრის ბედიც ისევ ბურთულამ გადაწყვიტა - ამჯერადაც მოძმანაშვილს გაუმართლა და შანსი კვლავაც უნაკლოდ გამოიყენა.

კარგად იჭიდავა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა გიორგი ნიკურაძემაც და ბრინჯაო მოიპოვა. იგივე სინჯის მედალი ირგუნა საკანდელიძემაც.

ირაკლი თავაძე

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა