ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ხელბურთელები კვლავ შეიკრიბნენ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად
2015 წელს ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება.

ამ შეჯიბრების გადამწყვეტ რაუნდში მოსახვედრად ევროპელები უკვე ჩაებნენ შესარჩევ ტურნირში.

მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლიტვაში 17:23 დათმო, ხოლო შინ ფინეთის ნაკრებს 26:19 აჯობა.

ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ხელბურთელები კვლავ შეიკრიბნენ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად.

ორთაბრძოლები 2-11 იანვარს გაიმართება. ჩვენი გუნდი (მეკარეები - შოთა თევზაძე (რუმინეთის "შტიინცა ბაკეუ", 21.02.1981, 200 სმ), გიგა ტორონჯაძე, (თურქეთის "ტრაბზონსფორი", 07.02.1989, 188 სმ), გაგა სამყურაშვილი, (ბათუმი, 16.12.1985, 188 სმ); ხაზის მოთამაშეები - გიორგი გვაზავა (სტუ, 19.08.1978, 198 სმ), უჩა მაისურაძე (ბათუმი, 24.04.1986, 187 სმ), ლევან ბერძენიშვილი (სტუ, 06.07.1986, 192 სმ); შუამარბ-გამთამაშებლები - სერგო დათუკაშვილი (ლიბიის "ას სადი", 28.04.1978, 198 სმ), ირაკლი ჩიქოვანი (რუმინეთის "ტიმიშოარა", 28.07.1989, 197 სმ); გამთამაშებელი - აკაკი ტალახაძე (უგუნდო, 22.05.1983, 191 სმ); შუამარბები - ვლადიმერ რუსია (რუმინეთის "შტიინცა ბაკეუ", 30.05.1984, 202 სმ), რატი მსხვილიძე (თურქეთის "ტრაბზონსფორი", 19.06.1986, 208 სმ), ზურაბ სიმონია (სტუ, 25.08.1994, 190 სმ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (სტუ, 07.02.1996, 197 სმ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია, 20.08.1992, 190 სმ); გარემარბ-გამთამაშებელი - უჩა გამზარდია (ბათუმი, 17.04.1990, 172 სმ); გარემარბები - ზურაბ აბრამიშვილი (სტუ, 23.01.1994, 193 სმ), ილია გოგალაძე (სტუ, 31.07.1986, 190 სმ), რეზო ჭანტურია (მაკედონიის "ზომიმაკ-სტრუმიცა", 31.05.1982, 177 სმ), ოთარ ამირანაშვილი (სტუ, 27.09.1987, 195 სმ); მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე) სერბი ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით, 25 დეკემბრამდე თბილისში ივარჯიშებს. შემდეგ შეკრებაზე ისრაელში გაემგზავრება, სადაც ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, 2 იანვარს კი ანკარაში თურქეთთან შესარჩევ მატჩს გამართავს.

5 და 8 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში ვუმასპინძლებთ თურქეთსა და ლიტვას. ქართველი ხელბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპს 11 იანვარს ფინეთში დაასრულებენ. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

უკვე ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ რუმინეთში მოთამაშეები - შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი, ლიბანში მოასპარეზე სერგო დათუკაშვილი, "ტრაბზონსფორის" ხელბურთელები - რატი მსხვილიძე და გიგა ტორონჯაძე, რომლებმაც თურქეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში წარმატებით ითამაშეს: "ტრაბზონმა" 21 დეკემბერს სტუმრად "მილი პიანგო" 27:24 დაამარცხა, მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა.

ქართველთა გუნდი პირველი წრის შემდეგ 14 ქულით (7 მოგება, 6 წაგება) მეხუთე ადგილზეა. 13 მოგებით "ბეშიქთაში" ლიდერობს.

რევაზ ჭანტურიას "ზომიმაკ-სტრუმიცამ" მეცამეტე მატჩი მოიგო მაკედონიის ჩემპიონატში სტუმრად "პელისტერთან" - 17:16. 7 გოლი ჭანტურიას ანგარიშზეა. 27-29 დეკემბერს "სტრუმიცა" ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს - პრაღის "დუკლას", ბარსელონას მეორე გუნდსა და მასპინძელთა "ეუროტეხ-ბევოს" დაუპირისპირდება. ჭანტურიაც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირის შემდეგ შეუერთდება.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის ევროპის 1 საკვალიფიკაციო ჯგუფში ამჟამად ასეთი მდგომარეობაა: ლიტვა - 4, საქართველო, ფინეთი - 2-2, თურქეთი - 0 ქულა.

პლეი ოფამდე დარჩენილ შეხვედრათა კალენდარი:

2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა თურქეთი - საქართველო.

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი.

5 იანვარი. საქართველო - თურქეთი.

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი.

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო.

12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში