"აზერბაიჯანის ვარიანტი იყო, მაგრამ იქ წასვლას საქართველოს ყველაზე პოპულარულ გუნდში თამაში მირჩევნია"
საშემოდგომო ეტაპი "ვიტ ჯორჯიამ" დამაჯერებლად დაასრულა. გუნდმა, რომელიც სეზონის დასაწყისში სიმპათიას ვერ იწვევდა, ბოლო ტურებში საკმაოდ გამართული, ლამაზი და, რაც მთავარია, შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. შესაბამისად, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსიც გაიზარდა.

მაგრამ, შესაძლოა, საგაზაფხულო ეტაპისთვის გუნდი განახლდეს.

როგორც შევიტყვეთ, "ვიტ ჯორჯიას" ლიდერებს კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ. ამ სიაში არიან გიორგი ჯანელიძე, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, გიორგი კორიფაძე. ისინი, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებენ.

ეს, ნაწილობრივ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემაც დაგვიდასტურა:

"დიახ, ასეა, მაგრამ დავაზუსტებ, რომ კონტრაქტები უმთავრდებათ გიორგი ჯანელიძეს და გურამ ადამაძეს. ასეთივე ვითარებაა გიორგი კორიფაძის შემთხვევაშიც, მაგრამ მას დაველაპარაკებით და თუ ფინანსები გამოჩნდება, შესაძლოა, არა მხოლოდ ის დავტოვოთ, სხვებიც მოვიწვიოთ. პირადად მე, მაქვს იმედი, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და "ვიტ ჯორჯია" აღორძინდება".

ინფორმაცია ლაშა კასრაძემაც დაგვიდასტურა:

"უცხოეთში წასვლა მსურდა და ეს "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს რომ ვუთხარი, ადამიანურად გამიგო, მითხრა, რომ მზადაა, კონტრაქტი გაწყვიტოს და გამიშვას. ახლა წინადადებას ველოდები - არის შემოთავაზება აზერბაიჯანიდან, რაღაც ვარიანტი საქართველოშიც არის. მაგრამ ჩემი ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ნაჩქარევ განცხადებებს მოვერიდები".

სანდო წყარომ გვითხრა, რომ თბილისის "დინამოს" "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის თავდამსხმელის, ელგუჯა ლობჯანიძის მიმართ ინტერესი არ განელებია და მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა ამ ცნობას მხარეები ჯერ არ ადასტურებენ.

ამავე დროს, თბილისის "დინამო" დაინტერესებულია "ვეტერინართა" ლიდერით, 24 წლის შემტევი ნახევარმცველით გიორგი ჯანელიძითაც, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს:

- დიახ,"ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. თუ რომელ გუნდში გადავალ, ამას მალე გაიგებთ.

- შევიტყვეთ, რომ თქვენით თბილისის "დინამო" დაინტერესდა...

- რა გითხრათ... ლაპარაკი არის. აზერბაიჯანის ვარიანტი იყო, მაგრამ იქ წასვლას საქართველოს ყველაზე პოპულარულ გუნდში თამაში მირჩევნია. თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

იოლი გუნდისა და იოლი ცხოვრების ძიება არც მიცდია. ფეხბურთის თამაში თუ გინდა, ასეთ გუნდში გადასვლა სჯობია და სირთულეებიც უნდა გადალახო. რაც უნდა მოხდეს, "ვიტ ჯორჯიამ" ბევრი შემძინა და ამ კლუბს წარმატება მინდა ვუსურვო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ქუთაისის "ტორპედო" ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?
რევაზ ჩელებაძე: იმ მომენტში მზად ვიყავი, მომეკლა!..
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
ელგუჯა ლობჯანიძე და ლაშა კასრაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
ქუთაისის "ტორპედომ" საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამოს" უშანსოდ მოუგო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გიორგი კორიფაძე: "აბერდინთან" მატჩის შემდეგ უკმაყოფილების განცდა გვქონდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი კორიფაძე: "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
ლაშა კასრაძე ყაზახური "ტარაზის" მოთამაშე გახდა
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზს" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა
ქუთაისის "ტორპედომ" გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური დაიმატა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან