იბრაჰიმოვიჩის პროვოკაციაზე წამოვეგე
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრე პსჟ-ისა და "ლილის" შესანიშნავი დაპირისპირებით დასრულდა. ამ შეხვედრაში თითქმის ყველაფერი იყო, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს. რენე ჟირარმა "პარკ დე პრენსზე" კინაღამ მოიგო და დაამტკიცა, რომ მშვენიერი გუნდი ჰყავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის რაიმე სახის გამოსვლის გარეშე ეს სუპერმატჩი, ცხადია, ვერ ჩაივლიდა და იბრამაც არ დაგვაღალატა - კარგი ჯარიმის გატანის გარდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მან "ლილის" ლიდერსა და ასევე გოლის ავტორს, რიო მავუბას ხელი ჰკრა. იბრაკადაბრასთან შედარებით ტანჩია მავუბამ მას არ მოუთმინა და გაექაჩა - ჯერ უკნიდან თავში უთაქა, მერე კი, როდესაც ზლატანმა კისერზე ხელი შემოხვია, სახეზეც "მოეფერა" იბრას, რომელიც ამ დროს მოწყვეტით დაეცა.

რასაკვირველია, დარტყმა ისეთი არ ყოფილა, რომ იბრაჰიმოვიჩის ვარდნა გამოეწვია და საერთოდ, ყველაფერი მისი დაწყებული გახლდათ, მაგრამ "ლილის" კაპიტანსაც რომ ზედმეტი მოუვიდა, უდავოა. არბიტრმა, რომლის ცხვირწინაც ხდებოდა ეს ყოველივე, ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო და ორივეს ყვითელი ბარათი აუფრიალა, რამაც პარიზელები უკმაყოფილონი დატოვა, ხოლო მავუბა - მეტ-ნაკლებად კმაყოფილი, ის გაძევებას გადაურჩა.

"შევეხე თუ არა, დაეცა, იგი ხომ სიმაღლეში ორი მეტრია... იბრაჰიმოვიჩმა პროვოკაციაზე წამომაგო. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ეს გარდაუვალი წითელი ბარათი იყო, მაგრამ ამჯერად მსაჯმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო" - თქვა მავუბამ.

უშუალოდ მატჩზე ამახვილებდა ყურადღებას დედაქალაქელთა დამრიგებელი ლორან ბლანი: "ასეთი შეხვედრების მერე ორი სახის გრძნობა გაქვს ხოლმე - სინანული და სიამოვნება. დასანანია ის, რომ პირველი ტაიმი ვერ მოვიგეთ, არადა, ვდომინირებდით. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ, მაგრამ შედეგით არა. თუმცა მოგება "ლილსაც" შეეძლო.

ჩვენი შემტევი პოტენციალი მარტო იბრაჰიმოვიჩი და კავანი არ არის. მთელმა გუნდმა ეფექტურად უნდა ითამაშოს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრად მეტი შეუძლიათ, მათ უნდა მოუმატონ. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ სეზონის მეორე ნახევარში".

მოკლედ, პარიზელებმა პირველი წრე ცხრილის კენწეროში, ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულეს და ახლა სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვებიან, სადაც გუნდი კვლავ აპირებს აქტიურობას. იქამდე აქტუალურია კონტრაქტების გახანგრძლივების თემაც.

მაგალითად, ტიაგო მოტამ დაადასტურა, რომ კლუბთან ახალ შეთანხმებას დღე-დღეზე მოაწერს ხელს. პარალელურად კი, "პარი სენ-ჟერმენმა" "ნაიკთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი ამერიკულ კომპანიასთან 1989 წლიდან თანამშრომლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რიო მავუბას ჩხუბი საფრანგეთის ჩემპიონატში [VIDEO]

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓡᓐ
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტურის წინ: პარიზელებმა ისევ მოიგეს
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ᕡᜐᓤᕠᜐ
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რიო მავუბას ჩხუბი საფრანგეთის ჩემპიონატში [VIDEO]
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტურის წინ: გამარჯვება ან არაფერი
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
მოტას რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ - ცნობილია ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს"
ლიგა 1. სეზონის I ნაწილის შეჯამება: იბრა, პსჟ და სხვები