ლას ვეგასში NHL-ს უმიზნებს
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მთავარი მოვლენა გახდა "ვანკუვერ კენაქსის" მეკარის რობერტო ლუონგოს ტრავმა. სოჭის ოლიმპიადაზე კანადის ნაკრებში მოხვედრის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა დაზიანება "ვინიპეგთან" მატჩში მიიღო.

ლუონგომ პირველი პერიოდის შემდეგ დატოვა მოედანი, მანამდე კი მას უსიამოვნო შეჯახება ჰქონდა "ჯეტსის" ფორვარდ ბლეიკ უილერთან. ლუონგოს ნაცვლად, კარში ახალბედა ედი ლეკი ჩადგა, რომელმაც თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუონგო 2010 წლის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ამ თამაშებზე კანადის ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გოლკიპერმა საზარდული დაიზიანა და ეს ტრავმა, შესაძლოა, სერიოზული აღმოჩნდეს: 2008-09 წლების სეზონში, ლუონგომ 24 მატჩი გამოტოვა მსგავსი ტრავმის გამო.

რეინჯერსი-მინესოტა 4:1

1:1, 2:0, 1:0

გოლები: 0:1 პომინვილი-17 (რ. სატერი-21, გრანლუნდი-11), 1:1 პულიო-5 (მაკდონაჰი-14, ბრასარი-11), 2:1 ჰაგელინი-8 (დორსეტი-2, ბ. ბოილი-7), 3:1 ცუკარელო-8 (ბრასარი-12), 4:1 კრაიდერი-9 (რიკ ნეში-8).

ვანკუვერი-ვინიპეგი 2:1

1:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 რიჩარდსონი-7 (ჰამჰუისი-6), 1:1 ე. კეინი-10 (ველერი-15, შაიფელი-12), 2:1 ტანევი-4 (კასიანი-2, ბუთი-5).

ლას ვეგასში NHL-ს უმიზნებს

ჰოკეის ეროვნული ლიგა შეიძლება გახდეს პირველი ჩრდილოამერიკის ოთხ მთავარ პროფესიულ ლიგას შორის, რომელსაც გუნდი ეყოლება ლას ვეგასში. ამ მომენტისთვის, ეს ქალაქი მეორე ადგილზეა NHL-ის სავარაუდო გაფაროების სიაში სიეტლის შემდეგ.

სიეტლისა და ლას ვეგასის გარდა, NHL-ის კიდევ ერთი ახალბედა შეიძლება გახდეს კანადის კვებეკ-სიტი. ამ მომენტისთვის, ჰოკეის ლიგის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს საკუთარ რიგებში სამი ახალი გუნდის მიღებას.

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობის ეჭვი ლას ვეგასთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქში ყოველთვის იმართება ბევრი გასართობი ღონისძიება და ჰოკეის მატჩებს ძლიერი კონკურენციისთვის გამკლავება მოუწევს. გარდა ამისა, კაზინოების ქალაქში სამუშაო ციკლი 24 საათი გრძელდება, ამიტომაც, ბევრ გულშემატკივარს არ შეეძლება მატჩებზე დასწრება, რადგან სამუშაოზე იქნება დაკავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 693

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა