შეჯიბრებაზე დღეისათვის საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ლიდერი იყო წარმოდგენილი
გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ქალთა შორის, რომელშიც ყველა იმ ქალაქის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც ქალთა ძიუდოს შემსწავლელი სექციები ფუნქციონირებს.

შესაბამისად, შეჯიბრებაზე დღეისათვის საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ლიდერი იყო წარმოდგენილი. ფავორიტთაგან ვერ იჭიდავეს მარი ჯანაშვილმა და გურანდა შოთაძემ. ორივე მათგანს ტრავმების გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

შეჯიბრებაზე ყველაზე უკეთ აჭარელმა გოგონებმა იასპარეზეს (მწვრთნელი ნანა კირკიტაძე). მათი წარმომადგენლები შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში გახდნენ ჩემპიონები. გამარჯვებულთაგან ჩვენი საჭიდაო სამყაროსთვის კარგადაა ცნობილი ირინა ლეონიძე, შორენა შარაძე, სალომე აბაშიძე, აგრეთვე, ქართული ძიუდოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედლის მფლობელი მზია ბებოშვილი. შეჯიბრებას სჯიდნენ ეროვნული კატეგორიის არბიტრები.

ასპარეზობას ესწრებოდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე. წონით კატეგორიებში უძლიერესთაგან დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა და ძირითადი ბირთვი მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის მისაღებად.

კვარცხლბეკი

48 კგ. 1. ოლიკო ალადაშვილი, 2. ლიკა როგავა, 3. ნატა ყიფშიძე (სამივე - თბილისი), ხატია შარაძე (აჭარა).

52 კგ. 1. მზია ბებოშვილი, 2. სალომე მარგიანი, 3. ვარდო ლოლუა, ანი არსოშვილი (ოთხივე - თბილისი).

57 კგ. 1. სალომე აბაშიძე (აჭარა), 2. ეთერ ლიპარტელიანი (თბილისი), 3. სოფიო ბერიძე, გურანდა აბესლამიძე (ორივე – აჭარა).

62 კგ. 1. შორენა შარაძე (აჭარა), 2. თამარ მჭედლიშვილი (თბილისი), 3. მალვინა ლორთქიფანიძე, ქრისტინე მამულაძე (ორივე - აჭარა).

70 კგ. 1. თეონა სუხიტაშვილი (კახეთი), 2. ნინო მარტიაშვილი (აჭარა), 3. ელისო სისაური (ახმეტა), სალომე მჭედლიშვილი (თბილისი).

78 კგ. 1. ნია ნატროშვილი (კახეთი), 2. მარიანა კირკიტაძე, 3. მალვინა კირკიტაძე (ორივე - აჭარა), ნათია ყავრელაშვილი (თბილისი).

+ 78 კგ. 1. ირინა ლეონიძე (აჭარა), 2. ელენე ქებაძე (კახეთი), 3. მარიამ ცერცვაძე (ზესტაფონი), მელანო ოტოლაძე (აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა