სერია A. XIV ტურის წინ: გრანდთა დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, მაგრამ არც საინტერესო თამაშების ნაკლებობაა

XIV ტურში გრანდთა დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, მაგრამ არც საინტერესო თამაშების ნაკლებობაა. დღეს გასამართი ორივე შეხვედრა ყურადღების ცენტრშია და ჩვენც ტურის გამსხნელი მატჩით დავიწყოთ.

"მილანი" ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს და "სამპდორიასთან" გასვლით თამაშს ამაღლებული განწყობით ხვდება. საპირისპირო ვითარებაა გენუელთა ბანაკში - გუნდი აშკარად რეგრესის გზას ადგას, რასაც ანტონიო კასანოს გუნდიდან მოკვეთის შემდეგ დაედო სათავე. კანასო-პაცინის ფორვარდთა ტანდემი "სამპას" მთავარი იარაღი იყო და ძნელი სათქმელია, რა პერსპექტივები აქვს ამ სეზონში ფანტაზისტას გარეშე დარჩენილ გენუურ კლუბს. კარგ შემთხვევაში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება, თუმცა მაღალი კონკურენციის პირობებში ესეც ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, დღეს გასამართ პაექრობაში ფავორიტად "მილანი" უნდა მივიჩნიოთ. მასიმილიანო ალეგრი მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადის გენუაში: "ლიდერები ვართ და გვსურს, პოზიციები კიდევ უფრო განვიმტკიცოთ. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, თამაშს თამაშზე ვიგებთ და შემადგენლობაში ცვლილებების მოხდენას არ ვაპირებ".

დღეს, კიდევ ერთი მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ტურინის "იუვენტუსი" და ფლორენციის "ფიორენტინა" წარსდგებიან. წინა ტურში, "იუვემ" რთული გასვლითი პაექრობა მოიგო "ჯენოასთან" და ბუნებრივია, პიემონტელები წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავენ. აი, რას ამბობს "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი: "მეტოქე ძალებს იკრებს და ნურავის ეგონება, რომ იოლი გასეირნება გველის. მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო, რომ მორიგი სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში. სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ. იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში დელ პიერო? - ძირითად თერთმეტეულს თამაშის დღეს ვასახელებ და ამ ტრადიციის დარღვევას ნამდვილად არ ვაპირებ".

რომაელებს სიცილიელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა: "ლაციო" "კატანიას" უმასპინძლებს, "რომა" კი "პალერმოს" ესტუმრება. ედუარდო რეიას გუნდს თითქოს უფრო იოლი ამოცანა აქვს, თუმცა ასეთი მიდგომით "ლაციალემ" შეიძლება ცხვირი წაიმტვრიოს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გუნდის თავკაცი: "თუ ჩავთვლით, რომ "კატანიას" იოლად დავამარცხებთ, აუცილებლად დავისჯებით. გასულ ტურში მნიშვნელოვანი ორი ქულა დავკარგეთ, რომელიც სიცილიელებთან უნდა ავინაზღაუროთ. დასამალი არაფერია, ჩვენ შევუტევთ და ვეცდებით, მეტოქე მისსავე ნახევარზე მივამწყვდიოთ".

"ლაციოს" ერთ რამეში ძალიან უმართლებს - გუნდის ლაზარეთი ყოველთვის ცარიელია. ამ მხრივ, "რომას" მეტად მძიმედ ჰქონდა საქმე, თუმცა ბოლო დროს, კლაუდიო რანიერიმაც ამოისუნთქა. შესანიშნავ ფორმაშია ჟერემი მენეზი და ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება ფორვარდთა ტანდემს, ერთი მარკო ბორიელო იქნება, ხოლო მეორე ფრანჩესკო ტოტი. ყოველ შემთხვევაში, "გაძეტა დელო სპორტის" ასეთ პროგნოზს აქვეყნებს. ვნახოთ, რით დასრულდება რომაულ-სიცილიური ჯახები.

სამუელ ეტოოს გარეშე დარჩენილი "ინტერი" "პარმას" უმასპინძლებს. ფავორიტი მილანური გრანდია, მაგრამ თუ გუნდში არსებულ პრობლემებს და "პარმას" ბოლოდროინდელ აღმავლობას გავითვალისწინებთ, პროგნოზის გაკეთება ნამდვილად გაგვიჭირდება. რაფაელ ბენიტესი 4-2-3-1 ტაქტიკის არჩევას აპირებს და ყველაზე საინტერესოა, თუ როგორ დააკომპლექტებს შემტევ კვარტეტს - "გაძეტას" ვერსიით, გამოკვეთილი ფორვარდი გორან პანდევი იქნება, მის უკან კი ჯონათან ბიაბიანი, ვესლი სნეიდერი და დეიან სტანკოვიჩი გაირჯებიან.

დღეს:

სამპდორია-მილანი 21.00

იუვენტუსი-ფიორენტინა 23.45

ხვალ:

ინტერი-პარმა 15.30

ბარი-ჩეზენა 18.00

ბოლონია-კიევო 18.00

ბრეშა-ჯენოა 18.00

კალიარი-ლეჩე 18.00

ლაციო-კატანია 18.00

უდინეზე-ნაპოლი 18.00

პალერმო-რომა 23.45

სავარაუდო შემადგენლობები:

სამპდორია-მილანი

სამპდორია (4-4-2): კურჩი - კაჩატორე, გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - კომანი, ტისონე, პოლი, გუბერტი - პაცინი, მარილუნგო.

ტრავმა: ძაური, სემიოლი, პალომბო, პადალინო, ობიანგი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო, ამბროზინი, ფლამინი - ზეედორფი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

ტრავმა: პატო, ინძაგი, ოდო, პირლო, ანტონინი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

იუვენტუსი-ფიორენტინა

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, გროსო - კრასიჩი, სისოკო, მელო, მარკიზიო - კვალიარელა, იაკვინტა.

ტრავმა: ბუფონი, ლეგროტალიე, რინაუდო, გრიგერა, დე ჩელიე, მარტინესი, ამაური.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, კამპორეზე, გამბერინი, პასკუალი - დაგოსტინო, დონადელი - მარკიზიო, ლიაჯიჩი, ვარგასი - ჯილარდინო.

ტრავმა: ფრეი, მონტოლივო, იოვეტიჩი, ძანეტი, მუტუ, ნატალი.

დისკვალიფიკაცია: კროლდრუპი (2 მატჩი), გულანი (1).

ინტერი-პარმა

ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი, ძანეტი - კამბიასო, ტიაგო მოტა - ბიაბიანი, სნეიდერი, სტანკოვიჩი - პანდევი.

ტრავმა: კოუტინიო, კივუ, მარიგა, ჟულიო სეზარი, მილიტო, მაიკონი, ობი, სამუელი, სუაზო, მანჩინი.

დისკვალიფიკაცია: ეტოო (3).

პარმა (4-3-1-2): მირანტე - ძაკარდო, პაჩი, ლუკარელი, ანტონელი - ვალიანი, ჯემაილი, გობი - კანდრევა - კრესპო, ბოჟინოვი.

ტრავმა: პალოსკი, გალოპა, მორონე, მარკესი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ლაციო-კატანია

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, დიაკიტე, დიასი, რადუ - ბროკი, მათუზალემი - ერნანესი, სარატე, მაური - ფლოკარი.

ტრავმა: მეგნი, ბიავა.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, ალვარესი - ბიაჯანტი - გომესი, ისკო, ლედესმა, მასკარა - მორიმოტო.

ტრავმა: კაპუანო, პეშე, ბელუში, კარბონი, აუგუსტინი, სპოლი.

დისკვალიფიკაცია: მაქსი ლოპესი (1).

პალერმო-რომა

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - ილიჩიჩი, პასტორე - მიკოლი.

ტრავმა: ლივერანი, ერნანდესი, პინილია, დარმიანი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, მექსე, ჟუანი, რიისე - სიმპილისიო, პისარო, დე როსი - მენეზი - ტოტი, ბორიელო.

ტრავმა: ოკაკა ჩუკა, ტადეი, პეროტა.

დისკვალიფიკაცია: ნ. ბურდისო.

უდინეზე-ნაპოლი

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, კოდა, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, არმერო - სანჩესი - დი ნატალე, დენისი.

ტრავმა: საპატა, ფლორო ფლორესი, ბასტა, ფერონეტი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - სანტაკროჩე, კრიბარი, კამპანარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

ტრავმა: კანავარო, არონიკა, ლუკარელი, ბლაზი, დუმიტრუ, სოსა, ჯანელო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ბრეშა-ჯენოა

ბრეშა (4-3-2-1): სერენი - ძამბელი, ძებინა, მარტინესი, დაპრელა - ბაიოკო, კანდრევა, ჰეტემაი - დიამანტი, ედერი - კარაჩოლო.

ტრავმა: მარეკო, ფილიპინი, ბეგა.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ჯენოა (4-3-3): ედუარდო - რანოკია, დაინელი, კალაძე, კრიშიტო - როსი, მილანეტო, ხარჯა - პალასიო, ტონი, მესტო.

ტრავმა: იანკოვიჩი, პალადინო, კიკო, სკული.

დისკვალიფიკაცია: რაფინია (1).

კალიარი-ლეჩე

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - აკვაფრესკა, მატრი.

ტრავმა: ვიგორიტო, გალონი, ჯორიკო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - რისპოლი, ფაბიანო, გუსტავო, მესბაჰი - ბერტოლაჩი, ჯაკომაცი, ოლივერა - ჯედა, დი მიკელე - კორვია.

ტრავმა: ფერარიო, ჯულიატო, სინი.

დისკვალიფიკაცია: ჩევანტონი (5).

ბარი-ჩეზენა

ბარი (4-4-2): ჟილე - რაჯი, ბელმონტე, ა. მაზიელო, პარიზი - დონატი, ალმირონი, გაცი, რივასი - კაპუტო, ალვარესი.

ტრავმა: ს. მაზიელო, კასტილო, ბარეტო, გეზალი, კუტუზოვი, რომერო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ბენალოუანე, ნაგატომო - შელოტო, კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი, ბოგდანი.

ტრავმა: კაზერტა.

დისკვალიფიკაცია: აპია (1).

ბოლონია-კიევო

ბოლონია (4-3-2-1): ვივიანო - გარიჩი, ბრიტოსი, მორასი, რუბინი - მუდინგალი, კხრინი, ეკდალი - ბუშე, ხიმენესი - დი ვაიო.

ტრავმა: პორტანოვა, პერესი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი, რიგონი, კონსტანტი - ბოლიაჩინო - პელისიერი, მოსკარდელი.

ტრავმა: ლუჩანო, თერეუ.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 13 9 2 2 22-11 29

2. ლაციო 13 8 2 3 16-10 26

3. ნაპოლი 13 7 3 3 22-14 24

4. იუვენტუსი 13 6 5 2 25-13 23

5. რომა 13 6 4 3 17-15 22

6. ინტერი 13 5 5 3 14-9 20

7. პალერმო 13 6 2 5 22-18 20

8. სამპდორია 13 4 7 2 14-11 19

9. კიევო 13 5 4 4 14-12 19

10. კატანია 13 4 5 4 14-12 17

11. უდინეზე 13 5 2 6 13-14 17

12. ჯენოა 13 5 2 6 10-13 17

13. ფიორენტინა 13 4 3 6 13-14 15

14. პარმა 13 3 6 4 9-11 15

15. კალიარი 13 3 5 5 13-12 14

16. ბოლონია 13 3 5 5 12-19 14

17. ლეჩე 13 3 3 7 10-25 12

18. ბრეშა 13 3 2 8 11-16 11

19. ჩეზენა 13 3 2 8 9-17 11

20. ბარი 13 2 3 8 9-20 9

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს