ჯემალ ტაბიძეს "ლივერპულისა" და "ატლეტიკოს" სკაუტები დაელაპარაკნენ
ახლახან "ბენდელას" სტადიონზე დასრულებულ "სალერის თასის" გათამაშებას ინგლისური გრანდის, "ლივერპულის" სელექციონერი დავიდ ვისკაინო ესწრებოდა. ის ესპანელია და თბილისში შარშანაც გვესტუმრა, ოღონდ მაშინ "მალაგას" წარმოადგენდა.

"სალერის თასის" მატჩების გარდა, ვისკაინო "საბურთალოს" ბავშვების ვარჯიშებსაც დაესწრო და აშკარა იყო, რომ ქართველი ბავშვებითაც დაინტერესდა...

- "ლივერპულის" მსგავსი სახელგანთქმული კლუბების სელექციონერები შემთხვევით არსად ჩადიან. საქართველოს რა მიზნით ესტუმრეთ?

- თბილისის ტურნირზე შარშანაც ვიყავი, როცა "მალაგასთვის" ვმუშაობდი. "ლივერპულში" კი წლეულს მიმიწვიეს, რადგან ესპანეთში ჩვენი მუშაობა წარმატებულად მიიჩნიეს.

თბილისში ჩამოსული "მალაგა" თავისი ასაკის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი გახდა, რამდენიმე მოთამაშე კი ინგლისში მიიწვიეს, მათ შორის - რამდენიმე ჩემი აღმოჩენილიც გახლდათ. მაშინ თბილისში სტუმრობით კმაყოფილი დავრჩი და დავინახე, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა და რომ "საბურთალოში" ნიჭიერი მოთამაშეები არიან. "სალერის თასი" ხომ საერთაშორისო ტურნირია და სელექციონერები მსგავს ტურნირებს ტალანტების აღმოჩენის მიზნით ვესწრებით.

ჩემი სურვილია, რომ "საბურთალომ" "ლივერპულთან" ითანამშრომლოს.

- რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს აკვირდებით?

- "საბურთალოს" მოთამაშეებზე ინფორმაციებს გუნდის ესპანელი მწვრთნელი ანდრეს კარასკო მაწვდის, მათ შორის - ვიდეომასალებსაც. ტურნირზე მათი ხილვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ რამდენიმე მათგანი "ლივერპულის" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და, შესაძლოა, მაღალი კლასის მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს.

- კონკრეტულად რომელიმეს წაყვანას თუ აპირებთ?

- დაკონკრეტება არ მსურს, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ძალიან მომეწონა და "საბურთალოს" დაველაპარაკებით. გესმით, ალბათ, რომ ჯერ ტესტირებაა საჭირო და დარჩებიან თუ არა "ლივერპულში", მათზე დაკვირვების შემდეგ ამას თავად ინგლისელები გადაწყვეტენ.

საერთოდ, დავრწმუნდი, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, "საბურთალო" კი ის კლუბია, რომელიც კარგად მუშაობს.

ვიცი, რომ ბოლო ხანს, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებზე თქვენი ქვეყნის ნაკრებები წარმატებით გამოდიან, მაგრამ ნიჭიერ ქართველებს საზღვარგარეთ გასვლა სჭირდებათ, ევროპაში კარგად რომ გაიცნონ და ტალანტი გამოავლინონ.

"საბურთალოს" და "ატლეტიკოს" ფინალური მატჩი ახალი დასრულებული იყო, როცა ესპანური და ინგლისური კლუბების სელექციონერებმა ქართული გუნდის ცენტრალური მცველი ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე ცალკე გაიყვანეს და დაელაპარაკნენ.

"ატლეტიკოს" სკაუტმა "საბურთალოს" ფეხბურთელს უთხრა, რომ ოფიციალურ მიწვევას გამოუგზავნიდნენ, თუ ესპანეთში თამაში სურდა. ცოტა ხანში ტაბიძემ ანალოგიური სიტყვები "ლივერპულის" წარმომადგენლისგანაც მოისმინა, რაც ნათლად მეტყველებს მის ტალანტზე.

ტაბიძე სამტრედიელია. "საბურთალოში" წლეულს გადმოიყვანეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) წევრიც გახლავთ. თბილისში ახლახან გამართულ ევროშესარჩევ ციკლში მაისურაძემ ის 18-კაციან განაცხადში დაასახელა.

მართალია, ტაბიძეს ერთი მატჩიც არ უთამაშია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თანაგუნდელებზე ერთი წლით უმცროსია, რაც ამ ასაკში საკმაოდ საგრძნობი სხვაობაა.

ტანმაღალი (193 სმ) ფეხბურთელი ცენტრალური მცველია, მას ასაკისთვის უჩვეულო სიდინჯე და სწორი პოზიციური თამაში გამოარჩევს. ამავე დროს, დამაჯერებლად გამოიყურება "მეორე სართულზეც".

"სალერის თასის" დასრულების შემდეგ ტაბიძეს საუკეთესო მცველის პრიზი გადასცეს. თუ რამდენად რეალურია მისი ტრანსფერი, ამის შესახებ კომენტარი "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ჩამოვართვით:

"ატლეტიკოსა" და "ლივერპულს" ინტერესი რომ აქვთ, ეს თავად გვითხრეს, მაგრამ დავაზუსტებ - სიტყვიერ და ოფიციალურ დაინტერესებას შორის სხვაობაა.

ცნობილი კლუბები არა მხოლოდ ტაბიძით, არამედ ჩვენი ნახევარმცველებით - გიორგი თევზაძითა და გიორგი ხარაიშვილითაც დაინტერესდნენ.

და თუ ამ სამეულს ოფიციალურად მიიწვევენ, ძალიან გაგვიხარდება და ხელს შევუწყობთ კიდეც, რათა შემდეგში ისევ ქართულ ფეხბურთს გამოადგნენ.

საერთოდ, "სალერის თასს" იმიტომაც ვატარებთ, რომ ევროპელებმა კარგად გაგვიცნონ და ჩვენი ფეხბურთელები მათთან თამაშებში გაიზარდონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
გიორგი ლორიას "ანჟი" ჯემალ ტაბიძის "უფასთან" 2:3 დამარცხდა [VIDEO]
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ჯიმი ტაბიძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"სპარტაკის" 3:0 დამარცხების შემდეგ ტაბიძემ კომენტარი გააკეთა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
"სალერის თასის" ფინალში "საბურთალომ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა [PHOTO]
"სალერის თასი": "საბურთალომ" ჰაიფას "მაქაბისთან" მოგებით დაიწყო [VIDEO]
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"სალერის თასი 2013": მადრიდის "ატლეტიკომ" ფინალი დაიბევა
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ჯემალ ტაბიძემ კვიპროსის "ალკის" გოლი გაუტანა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველო VS ლატვია - ბრძოლა ღირსებისთვის!
"სალერის თასის" ფინალი "ატლეტიკომ" და "საბურთალომ" დაიბევეს
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს