ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არც ერთი სიტყვა ელ კლასიკოზე!

არც ერთი სიტყვა ელ კლასიკოზე!

ლა ლიგა. XIII ტურის წინ: "ვისენტე კალდერონზე" კასტილიური და კატალონიური ქალაქების მეორე გუნდთა დაპირისპირებაა

პირობა სათაურშივე დავარღვიეთ - "ელ კლასიკო" ვახსენეთ, თუმცა "ბარსელონა"-"რეალის" სუპერდაპირისპირებაზე მართლაც არ ვაპირებთ თხრობას. მიზეზი მარტივია - ამისთვის დრო კიდევ გვექნება, ესპანური დერბი ხომ ორშაბათსაა. ჩვენ კი ლა ლიგის მე-13 ტურის შაბათ-კვირას გასამართავ მატჩებზე შევჩერდებით...

თუკი ბარსელონაში ამ ორი ქალაქის მთავარი გუნდები "კამპ ნოუზე" ეთამაშებიან ერთმანეთს და მთელი მსოფლიოს ყურადღებაც ამ მატჩისადმი იქნება მიპყრობილი, დღეს "ვისენტე კალდერონზე" კასტილიური და კატალონიური ქალაქების მეორე გუნდთა დაპირისპირებაა, რომელიც ასევე საინტერესოდ გვეჩვენება.

მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" აუტსაიდერ "სარაგოსას" სტუმრობს, კვირას კი ბასკურ-ნავარული დაპირისპირება გველის. მართალია, "ელ სუბმარინო" უკვე უღმერთოდ ჩამორჩა "რეალსა" და "ბარსას", მაგრამ "კლასიკოზე" ხომ ერთ-ერთი (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს და "ვილიარეალსაც" ჩამორჩენის შემცირების შანსი მიეცემა, თანაც, რეალობიდან გამომდინარე, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მესამე ადგილზე დამკვიდრებას ისახავს მიზნად და არა გრანდებთან უთანასწორო ჭიდილს. ეს თამაში ძალზე მნიშვნელოვანია "ვილიარეალის" თავლაც ხუან კარლოს გარიდოსთვის, რომელმაც გუშინ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - ეს სპეციალისტი ნავის შტურვალთან 2014 წლამდე დარჩება. ამ ფაქტს სპეციალური ღონისძიებაც მიეძღვნა "ელ მადრიგალზე", რომელსაც "ვილიარეალის" პრეზიდენტი ფერნანდო როიგი დაესწრო. 41 წლის გარიდო 2002 წლიდან "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა ამ თებერვლამდე, შემდეგ კი მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა მთავარ გუნდში და ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ აპრილში 2011 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს კონტრაქტი. და აი, გარიდოს ნიჭი კიდევ უფრო დაფასდა. "ვილიარეალი" მზარდი კლუბია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ", - დიდ გულზეა თავად გარიდოც.

გარიდოს "ლა რომარედაზე" ხოან კაპდევილა დააკლდება კოჭის ტრავმის გამო, ხოლო ბორხა ვალერო დისკვალიფიცირებულია. "სარაგოსას" ახალი თავკაცი ჰყავს - ხავიერ აგირე, რომესლაც ამ რანგში საშინაო მატჩში დებიუტი ელის. მასპინძლებს იტალიელი მაურიციო ლანცარო და ანდერ ერერა არ ეყოლებათ, ანხელ ლაფიტა კი, სავარაუდოდ, მოასწრებს გამოჯანმრთელებას.

"სან მამესზე" ამაყი ბასკები "რეალთან" საშინელი მარცხის შემდეგ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას აპირებენ, მეტოქე კი ნავარული "ოსასუნაა". მასპინძლებთან ერთად ვერ ემზადებოდა მათი ლიდერი ფერნანდო ლორენტე, რომელსაც გასტროენტერიტი აწუხებდა. უვარჯიშებელი ლორენტე მაინც ითამაშებს. საეჭვოა უსტარიცისა და ოსიოს თამაში. სტუმრებს კუნთების პრობლემის გამო კარლოს არანდა არ ეყოლებათ, ხოლო დამიას თამაში ჯერაც საეჭვოა.

გუშინ "ბილბაოს" გოლკიპერმა გორკა ირაისოსმა კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. არადა 29 წლის მეკარის მომავალს "ბარსელონას" ან "არსენალს" უკავშირებდნენ.

"ვალენსიას" (რომელიც ფაქტობრივად უმწვრთნელო "ალმერიას" მასპინძლობს) ბანაკში ორი ამბავია, კარგი და ცუდი. ცუდით დავიწყებთ: გუნდს მეკარე მიგელ მოია ისე დაემტვრა, კიდევ ორ თვეს ვერ ვიხილავთ მწვანე მინდვრებზე. კარგი კი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლით ფინანსურად შეჭირვებულმა "ღამურებმა" 13 მილიონი ევროთი იხეირეს.

საერთო ჯამში "კლასიკო" (ამის ჩათვლით) 6-ჯერ მაინც ვახსენეთ. ეჰ, პირობა ვერ შევასრულეთ...

დღეს

სარაგოსა-ვილიარეალი 21:00

სევილია-ხეტაფე 23:00

ატლეტიკო-ესპანიოლი 01:00

ხვალ

სპორტინგი-რეალ სოსიედადი 20:00

ერკულესი-ლევანტე 20:00

მალიორკა-მალაგა 20:00

რასინგი-დეპორტივო 20:00

ბილბაო-ოსასუნა 22:00

ვალენსია-ალმერია 00:00

ზეგ

ბარსელონა-რეალი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 12 10 2 0 33-6 32

2. ბარსელონა 12 10 1 1 33-8 31

3. ვილიარეალი 12 7 3 2 23-12 24

4. ესპანიოლი 12 7 1 4 12-13 22

5. ვალენსია 12 6 3 3 17-12 21

6. სევილია 12 6 2 4 19-19 20

7. ატლეტიკო 12 6 2 4 20-14 20

8. მალიორკა 12 5 3 4 13-13 18

9. სოსიედადი 12 5 1 6 16-18 16

10. ბილბაო 12 5 1 6 20-23 16

11. ოსასუნა 12 4 3 5 12-13 15

12. ხეტაფე 12 4 2 6 16-19 14

13. დეპორტივო 12 3 5 4 11-15 14

14. ერკულესი 12 3 3 6 11-19 12

15. ლევანტე 12 3 2 7 13-20 11

16. რასინგი 12 3 2 7 10-19 11

17. სპორტინგი 12 2 4 6 10-18 10

18. მალაგა 12 3 1 8 15-25 10

19. ალმერია 12 1 6 5 8-18 9

20. სარაგოსა 12 1 5 6 12-20 8

ბომბარდირები: 14 - რონალდო (რეალი); 13 - მესი (ბარსელონა); 9 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 8 - როსი (ვილიარეალი); 7 - იგუაინი (რეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 6 - ფორლანი (ატლეტიკო), ტრეზეგე (ერკულესი), ვილია (ბარსელონა).

ნიკოლოზ ნეფარიძე

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა