ვლადიმირ პეტკოვიჩი შვეიცარიაში მიდის
"ლაციო" ღრმა კრიზისშია, კლუბის მესვეურები კი გამოსავალს ეძებენ. პრესასთან კომენტარი პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა და უმჯობესია, ჯერ მას გადავცეთ სიტყვა:

"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ფაქტია, რომ სერიოზული ცვლილებები გვჭირდება. თუმცა არ მსურს ცვლილებების გაკეთება ცვლილებებისთვის; მთავარია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სერიოზული საფუძველი ჰქონდეს.

ვესაუბრე ვლადიმირ პეტკოვიჩს და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე თავდაჯერებული არ მომეჩვენა. რამდენიმე სპეციალისტზე ვფიქრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელი აუცილებლად შეიცვლება. ფაქტია, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ".

კლაუდიო ლოტიტოს კომენტარი ისეთივე არეულია, როგორც "ლაციოს" თამაში მიმდინარე სეზონში, მაგრამ ერთი ცხადია - პრეზიდენტი ცვლილებებს გეგმავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩი შვეიცარიის ნაკრებს ჩაიბარებს და საკითხავი მხოლოდ ისაა, ზაფხულამდე მაინც თუ დატოვებენ ბალკანელს "ბიანკოჩელესტეს" სათავეში.

აქვე ვლადიმირის მოკლე კომენტარი:

"ვამაყობ, რომ შვეიცარიის საფეხბურთო ასოციაციიდან შემოთავაზება მივიღე. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და მზად ვარ, ეროვნული გუნდის საკეთილდღეოდ თავი არ დავზოგო. ამასთან, ვამაყობ, რომ "ლაციოს" მწვრთნელი ვარ, რადგან ამ გუნდით იტალიის თასის გათამაშება მოვიგე.

არც მიმდინარე სეზონში ვირჯებით ურიგოდ, მაგრამ ფატალურად არ გვიმართლებს. "ლაციო" არასდროს იქნება ჩემთვის სულერთი".

იტალიურ სპორტულ პრესაში პეტკოვიჩის შესაძლო შემცვლელზე ალაპარაკდნენ და პაოლო დი კანიოს მიადგნენ - ძირძველ "ლაციალეს", თუმცა...

დი კანიომ "ლაციო" გამორიცხა

იტალიელი ჟურნალისტები მყისვე დაუკავშირდნენ დი კანიოს და მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს...

- ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში "ლაციოს" ჩაიბარებთ...

- "ლაციოს" დღემდე ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამორიცხულია, რომ უახლოეს მომავალში ამ გუნდს ჩავუდგე სათავეში.

- რატომ?

- მიზეზი მარტივია: "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა, რომელთანაც საშინელი ურთიერთობა მაქვს. უფრო სწორად, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს.

- რა დაგიშავათ ასეთი ლოტიტომ?

- ჩვენი ხედვები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში. ვლადიმირ პეტკოვიჩი არაფერ შუაშია. ძნელია მუშაობა, როდესაც ყველაფერი წინასწარაა ცნობილი. ლოტიტო ვერასდროს შექმნის ისეთ გუნდს, რომელიც დიდ მიზნებს შეეჭიდება.

- მაინც რაში ცდება ასე კლაუდიო ლოტიტო?

- ჩვენ ბევრჯერ მოგვსვლია კამათი, მაგრამ ის კაცი არ ვარ, პრივატული საუბრები ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანო. უბრალოდ, ვიტყვი, რომ კლაუდიოსთვის კლუბის სპორტული წარმატებები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი მისი ბიზნესი და შემოსავლებია. ანუ მისთვის მთავარია, "ლაციო" კომერციულად მომგებიანი პროექტი იყოს.

- ზოგადად თუ გსურთ "ლაციოს" მწვრთნელობა?

- "ლაციოს" ჩემი გული ეკუთვნის და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ
"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
დი კანიო: ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ახლა "ნაპოლის" ყველაფრის გაკეთება შეუძლია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
უნდა წაიკითხოთ - პეტკოვიჩმა შვეიცარიელებს იტალიასთან მატჩის შემდეგ ღია წერილით მიმართა...
"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო
"რაც მან თქვა, ძალიან საშიშია" - იტალიელი ჟურნალისტი დე ლაურენტისზე
შვეიცარიის მწვრთნელი: კარგად მახსოვს თბილისის "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა
ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინელებმა და შვეიცარიელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]
დი კანიო: იტალიაში გვშურს - პსჟ-ს და "ბაიერნის" მატჩი გოძილასა და კინგ კონგის ბრძოლას ჰგავდა
"ლაციოს" პრეზიდენტი "იუვენტუსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარებაზე თანახმაა
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ჯაკა შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
"ლაციოს" გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად გუნდის ჩემპიონატიდან გაყვანას ითხოვენ
პეტკოვიჩი: შვეიცარიისთვის ერთა A ლიგიდან გავარდნა ხელსაყრელი იქნება
ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ რომის "ლაციოს" გააძლიერებენ
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]