ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ალან შირერმა აღნიშნა, რომ მის სამშობლოს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის შესანიშნავი შანსი აქვს

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ალან შირერმა აღნიშნა, რომ მის სამშობლოს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის შესანიშნავი შანსი აქვს. "მე და მოდელმა კელი ბრუკმა მივწერეთ ფიფას ინგლისის კანდიდატურის მხარდაჭერის თხოვნის. ჩვენს გარდა ამ წერილს 1,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავს! არა მგონია, სადმე, რომელიმე ქვეყანაში ამდენ ადამიანს მოუთმენლად სურდეს მუნდიალის გამართვა მის სამშობლოში. ჩვენთან გაიმართა ევრო-96 და ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სტადიონები და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ამიტომაც, მივიჩნევ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს", - განუცხადა goal.com-ს შირერმა.

გერმანია ურუგვაის კიდევ ერთხელ გაეჯიბრება

გერმანიის ნაკრები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ურუგვაის გუნდს. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები მუნდიალზე მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანელებმა 3:2 იმარჯვეს. ახლა ეს ორი გუნდი 2011 წლის 29 მაისს ამხანაგურად გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდს თებერვალში ამხანაგური მატჩი იტალიის ნაკრებთან ელის.

55:0 საფეხბურთო ანგარიშია

ინგლისის რეგიონული ლიგის მატჩში უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა - "ილოგანმა" "მედრონს" 55:0 სძლია! ამ მატჩში გოლი ყოველ 100 წამში ერთხელ გადიოდა. ვინმე ლიუკ ებოტ-სმითმა კი 10 გოლი გაიტანა, მას ორი გოლით ჩამორჩა გარეთ პიტი, ლიუკ ჰელანმა კი "მხოლოდ" 7 გოლი იკმარა. "მედრონი" თამაშზე 7 ფეხბურთელით გამოცხადდა, კარში კი ისეთი ადამიანი ეყენათ, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ეკეთა ხელთათმანები.

თუმცა ეს შედეგი არაფერია 2002 წლის რეკორდთან, როცა კუნძულ მადაგასკარზე ერთმა კლუბმა მეორეს 149:0 მოუგო.

დინამომ არსენალი უარით გაისტუმრა

ზაგრების "დინამოს" ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ამას წინათ მათ უარით ლონდონის "არსენალი" გაისტუმრეს. "არსენალს" სურდა 18 წლის შიმ ვრსალკოს და 16 წლის მატეო კოვაჩიჩის შეძენა, ორივე მათგანი ხორვატიაში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ზდრავკო მამიჩი ამბობს, რომ "არსენალი" 20 მილიონ ევროს იხდიდა: "ათი დღის წინათ ზაგრებში "არსენალის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი ვრსალკოს და კოვაჩიჩის სანაცვლოდ 20 მილიონს გვიხდიდნენ, მაგრამ ბიჭებს "დინამოში" დარჩენა სურდათ. ჩვენ ფული არ გვიჭირს, ამიტომ ფეხბურთელების სურვილი ჩვენთვის უმთავრესია".

ორუმა წავიდა

ნიგერიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვილსონ ორუმამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 33 წლის ორუმამ ამის შესახებ მედიას გუშინ აუწყა. 1993 წელს ის იუნიორებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1996-ში კი - ოლიმპიური ჩემპიონი. თითქმის მთელი კარიერა ორუმამ საფრანგეთში გაატარა, სადაც "ლანსის", "ნანსის", "სოშოს", მარსელისა" და "გენგამის" ღირსებას იცავდა. ნიგერიელს ასევე თურქეთში, შვეიცარიაში და საბერძნეთში უთამაშია.

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს