სეოკ-ის ყრილობა: სენსაციური განცხადება, კამათი და პარლამენტის გარდაქმნა არენად
24 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართა სეოკ-ის ყოველწლიური საანგარიშო ყრილობა, რომელიც დაჯილდოებებით დაიწყო.

სეოკ-მა წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოში პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი, გუნდურში ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული, საქართველოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა.

"ოლიმპიურ იმედად" ასევე ძიუდოისტი, 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი მარიამ ჯანაშვილი და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი მიიჩნიეს.

სამივე მათგანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, თუმცა დამატებით ისინი, როგორც ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი და "თავისუფლად" მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი, სოკ-ის სტიპენდიებსაც იღებენ, რაც სეოკ-ის თხოვნამ განაპირობა.

სეოკ-ის პროგრამების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდნენ "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, ქართული ოლიმპიზმის სტაჟიანი მეცენატი პეტრე ცანავა. ამასთან, მამედოვს გადაეცა სოკ-ის მიერ დაწესებული პიერ დე კუბერტენის სახელობის ჯილდო.

ცანავას დამსახურებით, ოლიმპიურ დელეგაციას სოჭში სპორტული და ცივილიზებული ეკიპირებით ჰოლანდიური Tittalon შემოსავს - ეს ფორმები ცანავამ უსასყიდლოდ გადმოგვცა. ის სოჭში ჩვენი დელეგაციის ოლიმპიური ატაშე იქნება.

ყრილობაზე ახალი სამოსის წარდგინებაც გაიმართა, ხოლო ფირმისა და საკუთარი ნაწარმის შესახებ მისმა წარმომადგენელმა, ჰოლანდიელმა ჰერმან ვლირჰოისიმ ისაუბრა.

"ვამაყობთ, რომ ოლიმპიური გუნდი ჩვენი ნაწარმით შევმოსეთ. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ხარისხით და მაღალტექნოლოგიურ დონეზე შესრულებული პროდუქციით, რომელიც თავისი არსით პირდაპირ მოგვიწოდებს - ენდეთ ტალანტს!" - განაცხადა სტუმარმა.

მასთან ერთად, ყრილობას ფირმის პრეზიდენტი ფრენკ ჟოაო და დიზაინერი ანდრეი პავლოვიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული დროშის თეთრ-წითელ ფერებში გადაწყვეტილმა სამოსმა მოწონება დაიმსახურა.

ყრილობა მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა, რომ არა ჟურნალ "ოლიმპიელის" რედაქტორ პაატა ნაცვლიშვილის სენსაციური განცხადება, რომელმაც, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვა დასვა - ვინ არის პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი? ეს კითხვა ქართული ოლიმპიზმისთვის თითქოს ამოხსნილია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ისეთი მრავალმხრივი ნიჭის შემოქმედი, როგორიც ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ქართული ოლიმპიზმის ისტორიის მკვლევარი ნაცვლიშვილია, ასეთ კითხვას შემთხვევით არ დასვამდა...

ლაპარაკია გიორგი ნიკოლაძესა და 1900 წელს პარიზში გამართულ გაჯანჯლებულ-სკანდალურ თამაშებზე, სადაც ნიჩბოსნობაში გამარჯვებულ ჰოლანდიელ წყვილს მესაჭედ "უცნობი პარიზელი ბიჭუნა" ჰყავდა.

ზოგიერთი ცნობით, ის 12 წლის გიორგი ნიკოლაძეა და ნაცვლიშვილმაც ამ საკითხის გამოკვლევა მოითხოვა საგანგებო კომისიის შექმნით ან ნებისმიერი ფორმით.

მისი თქმით, ჰოლანდიელებმა გაჭირვების გამო შემთხვევით ნაპოვნი ბიჭუნა მიივიწყეს, მაგრამ საქართველოს, როგორც თავმოყვარე ერის ვალია, გამოიძიოს ეს საქმე. ისევ მისივე ცნობით, თუ ეს ამბავი დადასტურდა, მაშინ ქართული ოლიმპიზმის ისტორიაც ხომ მთელი 50 წლით გამდიდრდება, შესაძლოა, 12 წლის ნიკოლაძე ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად გამოცხადდეს.

არადა, ის "უცნობი პარიზელი ბიჭუნა" რომ იქნებ სულაც უმრწემესი ჩემპიონი შეიძლება იყოს, ამას არც ოლიმპიური თამაშების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, ამერიკელი დევიდ ვალეჩინსკი გამორიცხავს საკუთარ კვლევებში.

ყრილობაზე გარკვეული კამათი მოჰყვა "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანის გამოსვლას, რომელმაც ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობა და ბაზების სარემონტო სამუშაოები მიმოიხილა.

მისი თქმით, 7 სპორტულ ბაზას უტარდება სერიოზული რემონტი და მაკეტებიც წარმოადგინა, თუმცა საკუთარი შენიშვნები და რიგ შემთხვევებში - სამუშაო ტემპების შესახებ უკმაყოფილებაც გამოთქვეს ტანვარჯიშის, ველოსპორტისა და სხვა სახეობების წარმომადგენლებმა.

ყრილობაზე სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებაზე ისაუბრა ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა, ხოლო ძალოსანთა ნაკრებში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ილაპარაკა.

მისი თქმით, მომხდარი პირდაპირი გამოძახილია ნაკრებში ბოლო ხანს შექმნილი დაძაბულობისა და ვანო გრიქუროვის გუნდიდან გაშვებისა, ხოლო დაახლოებით 120-ათასდოლარიან ჯარიმას ფედერაცია იხდის.

მანვე მომხდარში პირადი მწვრთნელები დაადანაშაულა, რომლებიც უკვე დაისაჯნენ და იქვე ოპტიმისტურად ისაუბრა მომავალზე:

"2015 წელს ჩვენ ღირსეულად დავბრუნდებით, ხოლო 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მაღალი ხარისხის მედლისთვის ვიბრძოლებთ.

ამ სკანდალის გამო გაისად თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატს არაფერი ემუქრება, ოღონდ ხელისუფლების თანადგომა გვინდა, რადგან დაახლოებით 700-მდე სტუმარს ველოდებით".

დოპინგის თემა ყრილობაზე აქტუალური იყო და მას ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილიც შეეხო, რომელმაც ასევე პირადი მწვრთნელები დაადანაშაულა:

"გვარ-სახელები შემიძლია დავასახელო იმ მწვრთნელებისა, რომლებმაც ეს წამლები მიაღებინეს თავიანთ მოსწავლეებს და ექიმების სახელის შებღალვის უფლებას არავის მივცემ" - განაცხადა მან და თან მოუწოდა სპორტსმენებს, რომ თვითნებურად, ექიმთა დაუკითხავად წამლები არ მიიღონ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვამცნო, რომ ჭრიკიშვილს თავის წონაში საუკეთესოდ საერთაშორისო ფედერაციაც ასახელებს. მისი თქმით, ჩვენი ძიუდოისტები საერთაშორისო ფედერაციიდან "დიდი პრიზის" პრესტიჟული ტურნირის გარდა, დაახლოებით 300 000 დოლარის დახმარებას იღებენ ინვენტარ-ხელფასებად.

საინტერესო იყო იმერეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ რევაზ რობაქიძის ინიციატივაც, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ იმ შენობის ოლიმპიურ არენად გადაკეთების შესახებ.

ყრილობამ ასევე განიხილა სეოკ-ის ანგარიში წლეულს გაწეული მუშაობის შესახებ და აუდიტის ანგარიში, რამაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
რა კითხვა უნდა იმას ვინ არის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი? რათქმა უნდა არსენ მეკოკიშვილი
a
მივესალმები დავით რობაქიძის წინადადებას. ეს იქნება სააკაშვილის "ქმნილებების" ერთადერთი საუკეთესო გამოყენება.
მერაბი
ცივილიზირებული ეკიპირება რა ოხრობაა? ალბათ ცივილური, ანუ სამოქალაქო უნდა გეთქვათ :) :)
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ირაკლი მეძმარიაშვილთან დახურულ შეხვედრას ჟურნალისტი გამჭვირვალედ აფასებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი
ლერი ხაბელოვი: ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
26 დეკემბერს GFF Awards 2013 გაიმართება
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
"ᓘᓕᓔᓠᓘᓐᓑᓔᓗᓛᓐ" ᓒᓐᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓣᓚᓔᓑᓡ "ᓞᓝᓠᓨᓔ ᓛᓐᓙᓐᓜᓘ" ᓓᓐ ᓡᓝᓚᓘᓓᓣᓠᓘ ᓞᓠᓘᓖᓔᓑᓘ ᓒᓐᓓᓐᓡᓪᓐ
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..