სეოკ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება გაასაჩივრა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო-საანგარიშო სესიის ოქმის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ საზოგადოებას გუშინ სეოკ-ის შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადეს, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სეოკ-ის იურისტები, ირაკლი ყანდაშვილი და სალომე ბეჟაშვილი უძღვებოდნენ.

დასაწყისში ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ხაზი გაუსვა, ოლიმპიური პროექტების განსახორციელებლად რამდენად მნიშვნელოვანია სეოკ-ის შეუფერხებელი მუშაობა, რათა წარმატებით გამოვიდეთ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში.

გასაჩივრების კონკრეტულ მოტივებზე ძირითადად ყანდაშვილმა ილაპარაკა. მან განმარტა, რომ კანონით, სასამართლოს უფლება ჰქონდა, ცალმხრივად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამის თაობაზე საქმის კურსში არც ჩაეყენებინა ოლიმპიური კომიტეტი, რაც გააკეთა კიდეც (შეგახსენებთ, რომ ირაკლი მეძმარიაშვილი სწორედ ამას ითხოვდა სასამართლოსგან - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რათა ზემოაღნიშნული ოქმის უფლებამოსილება შეჩერებულიყო), საქმის არსებითი განხილვა კი ახლა დაიწყება.

ყანდაშვილის განმარტებით, მათ სამის წარმატებით დაგვირგვინების დიდი იმედი აქვთ, რადგან ხუთივე ის სუბიექტი, რომელთა ლეგიტიმურობაც და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაც მოსარჩელე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია (ესენია იმერეთის, ქვემო ქართლის და აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტები, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და სპორტსმენთა კომისია), ოფიციალურადაა რეგისტრირებული და ამას დაამტკიცებენ კიდეც.

მოგვიანებით ხაბელოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყრილობაში მონაწილეობდა სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების უმეტესობა და ხუთი არაოლიმპიური ფედერაციაც. ერთის გარდა, ყველა მათგანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც მის ლეგიტიმურობაზე მიუთითებს.

"ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე მხარე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს სეოკ-ის რეპუტაციას.

ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით.

ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საარჩევნო პროცესის სრულ შესაბამისობას მოქმედ წესდებასთან. ამ წესდების ყოველი მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ" - განაცხადა ხაბელოვმა. მანვე ისიც განმარტა, რომ სეოკ-ის აღმასკომი ჯერჯერობით იმ შემადგენლობით რჩება, რომელიც ყრილობამდე იყო.

ერთი სიტყვით, სეოკ-ი ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას, რაც იმის გარანტიაა, რომ ფედერაციებს დაფინანსების, მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარებაში შეფერხებები არ ექნებათ, პარალელურად კი მეორე ფრონტზე - სასამართლოშიც იბრძვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი
ირაკლი მეძმარიაშვილთან დახურულ შეხვედრას ჟურნალისტი გამჭვირვალედ აფასებს
სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა