არიენ რობენმა 2013 წელი შეაჯამა
"ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა გაზეთ "ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2013 წელი შეაჯამა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა. 29 წლის გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის 2012 და 2013 წლების ფინალებიც გაიხსენა და "ბაიერნის" ქომაგებიც გააკრიტიკა.

"ბაიერნში" ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ და რა შემიძლია, მე კი ვიცი, რა არის "ბაიერნი". ვგრძნობ, რომ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშს კიდევ მინიმუმ სამი წელი შევძლებ," - აცხადებს რობენი და ადასტურებს, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებისგან ახალი კონტრაქტის შესახებ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია, თუმცა:

"მუხლის ტრავმა რომ მივიღე, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იმ საღამოსვე დამირეკა, გამოჯანმრთელება მისურვა და მითხრა, სულ მალე მომავალზე კონკრეტულად დაგელაპარაკებითო. ისე მესაუბრებოდა, რომ ეჭვი არ მეპარება, ახალი კონტრაქტის გაფორმებას მალე შემომთავაზებენ."

ჰოლანდიელი გარემარბის კარიერაში 2013 წელი ყველანაირად წარმატებული იყო, თავად არიენს კი ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ წელს ტრავმებმა ძველებურად აღარ გატანჯეს:

"ბევრისგან მოვისმინე და ბევრგან წავიკითხე მოსაზრებები იმის შესახებ, რომ იდეალურ ფორმაში ვარ და რომ 2013 წელი საუკეთესოა ჩემს კარიერაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი. უბრალოდ, 2013 წელს უფრო გამოვჩნდი, რადგან დიდი ხანი გავძელი ტრავმის გარეშე, სამი წლის წინათ კი ყოველ ორ თვეში ერთხელ ტრავმას ვიღებდი."

რობენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გაიხსენა: "დორტმუნდელთა კარში გატანილი ბურთი სიკვდილამდე მემახსოვრება. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ის ბურთი რომ ვერ გამეტანა? ყველა იტყოდა, რობენმა "ბაიერნთან" ერთად სამი და ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ერთი ფინალი წააგოო, რაც ჩემს კარიერას დაღს დაასვამდა. ტიტულებმა კი ყველაფერი გამოასწორა. როცა ფინალში ვაიდენფელერთან პირისპირ გავედი, პირველად გავიფიქრე, უნდა გავცდე-მეთქი და მარცხნივ წავედი, მაგრამ რომანი მოძრაობაში წამომყვა და მეც გეგმა შევცვალე. ამიტომაც აღარ გამომივიდა ძლიერი დარტყმა, თუმცა გოლი მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა - ბურთმა კარის ხაზი ნელა გადაკვეთა. ამ გოლს ვეღარავინ წამართმევს!"

არიენი არ მალავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება "ბაიერნის" ქომაგების ნეგატიური რეაქციაც, რამაც 2012 წლის ფინალში გული ძალიან ატკინა: "მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ:

ნამდვილი გულშემატკივარი თავისი გუნდის ფეხბურთელს ასე არასდროს მოექცევა. ფანების მაშინდელმა რეაქციამ წნეხის ქვეშ მომაქცია და მას მერე არაერთხელ შევამჩნიე საკუთარ თავს ის, რომ რისკზე წასვლა და დრიბლინგის წამოწყება მიჭირდა, ვეღარ ვრისკავდი და არიენ რობენი, რომელიც დრიბლინგს ვერ რისკავს, არიენ რობენი აღარაა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ