მეათე დღეა, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. გუშინდელ ნომერში მოგახსენეთ, რომ ნაკრები...

მეათე დღეა, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. გუშინდელ ნომერში მოგახსენეთ, რომ ნაკრები ავსტრიის საკურორტო ქალაქ შტაინბურნში ვარჯიშობს. დღეს ეროვნული გუნდის ამბებს უშუალო მონაწილის მონათხრობიდან შეიტყობთ. ანატოლი ბოისას ავსტრიულ ამბებზეც ველაპარაკეთ, მისი ძმის, ვლადიმერის ჯანმრთელობაზეც და... არც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გამოგვრჩენია.

- პირველ რიგში, ვოვას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავ.

- იგი ტრავმირებულ მუხლს მკურნალობს. ჯერ ისევ ხორვატიაშია და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ჯერაც უცნობია, როდის მისცემენ ექიმები ვარჯიშის უფლებას.

- ნაკრები სრული შემადგენლობით დროულად შეიკრიბა. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

- ზაზაც ჩამოვიდა და ცქიტოც. ყველა გამოძახებული კალათბურთელი ავსტრიაშია და მონდომებით ვემზადებით. გვინდა, წლეულსვე ვაჩვენოთ მაქსიმუმი.

- მეტოქეების მზადების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

- ზოგადი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მთავარია, ჩვენ მოვემზადოთ სათანადოდ და მოწინააღმდეგეებს შანსს არ დავუტოვებთ.

- რთული ვარჯიშებია?

- რა თქმა უნდა. დღეში ორჯერ შევდივართ დარბაზში. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს კარგი ვარჯიშები აქვს, თან დამღლელი, თან სასიამოვნო. ჩვენც ვცდილობთ, მწვრთნელს ბოლომდე მივყვეთ.

- ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა?

- ყველა მწყობრშია.

- ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ?

- კარგი პიროვნებები არიან. მათთან საერთო ენა იოლად გამოვნახეთ.

- როგორი მოთამაშეები არიან?

- კარგი კალათბურთელები ჩანან. თუმცა მხოლოდ ვარჯიშებით დასკვნების გაკეთება ძნელია. ხუთი-ხუთზე თამაშს რომ შევუდგებით, მერე უკეთ გამოჩნდება.

- მხოლოდ ფიზიკურად ვარჯიშობთ? ბურთთან არ მუშაობთ?

- ბურთითაც ვვარჯიშობთ, თუმცა დაცვის და შეტევის კომბინაციებს ვამუშავებთ. ერთმანეთში კალათბურთი ჯერ არ გვითამაშია.

- ავსტრიელებთან ახანაგური მატჩის ჩატარება გამოირიცხა?

- როგორც ამბობენ, ადგილობრივებთან თამაში ვერ მოხერხდება. 17 ივლისს უნგრეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, ხოლო 19-ში - სლოვაკეთისას. შემდეგ თბილისში დავბრუნდებით.

- საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის საყურებლად თუ იცლით...

- რა თქმა უნდა. აქტიური გულშემატკივრები ვართ.

- ფინალში ვის ქომაგობ?

- ესპანელებს. ვფიქრობ, სწორედ ისინი მოიგებენ. ნაკრების წევრთა უმეტესობა ესპანელთის მხარესაა, რამდენიმე ჰოლანდიას გულშემატკივრობს.

- თავიდანვე ესპანეთს ქომაგობდი?

- საერთოდ, იტალიის გულშემატკივარი ვარ, თუმცა... ამ ჩემპიონატზე ესპანელების თამაში ძალიან მომწონს.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის