სასპორტო კომპლექს "არენაში" 25 დეკემბერს ღია ვარჯიში გამართა საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც 26 დეკემბერს, დილით, ისრაელში გაემგზავრა
სასპორტო კომპლექს "არენაში" 25 დეკემბერს ღია ვარჯიში გამართა საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც 26 დეკემბერს, დილით, ისრაელში გაემგზავრა.

ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა საასპარეზოდ 14 ხელბურთელი (შოთა თევზაძე, ბაკეუ, რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი), გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმინეთი), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმინეთი), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ), მწვრთნელები - ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე) წაიყვანა. რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მაკედონია) და სერგო დათუკაშვილი (ალ კიადა, ყატარი) ნაკრებს თურქეთში შესარჩევი მატჩის წინ შეუერთდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ანკარაში 2 იანვარს, ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება. მსაჯები არიან მილან ჰაიეკი და კარელ მაქო (ორივე - ჩეხეთი), დელეგატია ანდრეი ანდრეევი (ბულგარეთი).

საქართველოს ნაკრები თელ-ავივში იცხოვრებს და 26, 29, 30 დეკემბერს ივარჯიშებს, 27 და 28 დეკემბერს კი ისრაელის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს აშდოდსა და რიშონში.

ქართველი ხელბურთელები 31 დეკემბერს ანკარაში ჩაფრინდებიან. 5 იანვარს თურქეთთან განმეორებით პაექრობას თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფის კალენდარი:

2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი

5 იანვარი. საქართველო - თურქეთი

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო

12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი

პლეი ოფში ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის, იქ კი ორი მატჩის ჯამში (შინ და სტუმრად) საუკეთესო ყატარში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა