გავრცელებული ხმები - ვინ გახდება თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე

ახლა ყველა გაცხოველებული ვცდილობთ იმის გარკვევას, ვინ გახდება თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე. ეს ინტერესი შემთხვევითი არ არის. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კანონზომიერებად იქცა - თუკი საქართველოს 13-გზის ჩემპიონი ძლიერდებოდა, ნაკრები და ჩემპიონატი ცოცხლდებოდა, მაყურებელი კი შიშველ ტრიბუნას ოდნავ მაინც "მოსავდა". ვიღაცას ეს არ სიამოვნებს და ცდილობს, "დინამო" ერთ რიგით ქართულ კლუბად წარმოადგინოს, მაგრამ რეალობა ასეთია - "დინამოს" ფორმას მაგიური ძალა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალა საქართველოში მაინც შერჩა და ჭრის მოწინააღმდეგესთან, სპონსორთან და გულშემატკივართან.

ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არაა, თბილისის "დინამო" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერიც რომ იყოს, ვეროპული ტელესააგენტოები მას უფრო სარფიან კონტრაქტს შესთავაზებენ, ვიდრე "დინამოზე" წინ მყოფ გუნდებს - სახელი, ტრადიცია და მიღწევები ევროპაში მაინც ფასობს.

თუმცა ბოლო დროს "დინამოში" დატრიალებული მოვლენები ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის პატრონის მოძებნა გაძნელდა. და ამის კვალად უცებ გავარდა ხმა, თბილისის "დინამოს" ჯოზეფ კეი ყიდულობსო - ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი ბიზნესმენი, რომელიც მის ოჯახს მემკვიდრეობის გამო ედავება.

გავრცელდა ხმები, ჯოზეფ კეი სამტრედიაში "დინამოს" წინა ტურის შეხვედრას დაესწროო. გადამოწმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს მორიგი ჭორია - სამტრედიის სტადიონზე საპატიო სტუმრების ლოჟა იმდენად პატარაა, იქ მსხდომები ერთმანეთს კარგად ხედავენ და შეუძლებელი იყო, ცნობილი ბიზნესმენის გამოჩენა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

მოკლედ, ჯოზეფ კეი სამტრედიის სტადიონის ყველაზე კომფორტულ ადგილზე არ უნახავთ არც "დინამოს" ხელმძღვანელებს და არც "სამტრედიასი". ძნელი წარმოსადგენი და დაუჯერებელიცაა, ბიზნესმენი სტადიონზე გადაცმული მისულიყო და ხალხში დამჯდარიყო - უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაცვა ამის უფლებას არ მისცემდა. ბიზნესმენთან დაკავშირებულმა პიროვნებამ გვითხრა კიდეც, არ დაიჯეროთ, კეი "დინამოს" ყიდვას არ აპირებსო.

ჯოზეფ კეის და ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი დავა აქვთ და ასეთ პირობებში აბსურდია იმაზე ფიქრიც კი, რომ ოჯახი კეის რაიმე კუთვნილებას, ამ შემთხვევაში თბილისის "დინამოს" უსასყიდლოდ და სიხარულით გადასცემს. ესეც რომ არა, კეი რუსთავის "ოლიმპს" აფინანსებს, საქართველოში ორი კლუბის შენახვის "სიამოვნება" კი არც ერთ ბიზნესმენს არ მოხიბლავს. სურვილი რომც ჰქონდეს, უფლება არ აქვს - უეფა ერთი და იმავე პიროვნებას ორი კლუბის პატრონობას კატეგორიულად უკრძალავს. სხვათა შორის, ესეც ერთერთი არგუმენტია, რატომ არ სურს ილია კოკაიას "დინამოს" ყიდვა.

რაც შეეხება უფრო რეალურ ამბებს: როგორც შევიტყვეთ, თბილისის "დინამოს" დღევანდელ მმართველებს რამდენიმე პიროვნება დაუკავშირდა და დაინტერესდა, რა პირობებით შეიძლება გუნდის ყიდვა. თუმცა ამის იქით ლაპარაკი აღარ გაგრძელებულა და არც კონკრეტული მოლაპარაკება დაწყებულა. მანამდე კლუბით ხუთი ბიზნესმენის დაინტერესება სცადეს და მაშინაც უშედეგოდ.

რა ხდება? ბიზნესმენებს ფულის გამოჩენის ეშინიათ, ბადრის ქონების ყიდვას ერიდებიან თუ ფეხბურთმა დაკარგა თავისი ხიბლი სოციალური მნიშვნელობა?

კიდევ ერთი ჭორი რუსთავის "ოლიმპში" ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დაბრუნებას უკავშირდება. კაცი საგუბერნიო საქმეებზე არანაკლებად საფეხბურთო კლუბებზე ("ოლიმპი" და "სიონი") ზრუნავდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ოლიმპის" გამოვარდნის შემდეგ გუნდზე გული აიცრუა და რუსთავის სტადიონზე მხოლოდ დუბლების მატჩებზე დადის, უმაღლესლიგელთაგან კი ქუთაისის "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრას დაესწრო.

ხმების თანახმად, კლუბიდან მისი ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე მიდიოდა და კირკიტაძე ბრუნდებოდა, რაც ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო: "დათო შეძლებისდაგვარად ყოველთვის გვეხმარებოდა, მაგრამ "ოლიმპში" ოფიციალურად მის მოსვლაზე ლაპარაკი ტყუილია და არც მე გადამიწვეტია ფეხბურიდან წასვლა - ეს აბსურდია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა