გუშინ მათე ვაწაძემ თბილისის "დინამოს" გოლით და საგოლე პასით გამოემშვიდობა

გუშინ მათე ვაწაძემ თბილისის "დინამოს" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა, განშორება კი "სიონის" კარში გატანილი გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა.

22 წლის თავდამსხმელი კარიერას რუსულ პრემიერლიგაში, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გააგრძელებს - ეს ინფორმაცია ომარ თეთრაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, გოგიტა გოგუას გადასვლა. ვაწაძის ტრანსფერი თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემაც დაგვიდასტურა.

მატჩის შემდეგ მათე "დინამოსთან" განშორებაზე, ახალ კლუბსა და ჰოლანდიაში გატარებულ დღეებზე გველაპარაკა.

- "დინამოს" ლამაზად დაემშვიდობე.

- დიახ, შეგიძლიათ უკვე "ვოლგას" ფეხბურთელად ჩამთვალოთ. ამიტომ "სიონთან" შეხვედრა ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. "დინამოში" რვა წელი ვითამაშე და საყვარელ გუნდთან ლამაზად განშორება მინდოდა, გოლითა და მოგებით. გამიმართლა, მოვიგეთ და გავიტანე კიდეც.

- "ვოლგასთან" რამდენწლიანი ხელშეკრულება გააფორმე?

- მე და ბატონი ომარი ერთად გავემგზავრებით და სამწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელს.

- "დინამოსთან" ხელშეკრულების ვადა დაგიმთავრდა?

- არა, კიდევ ერთი წლი მქონდა დარჩენილი. თავისუფალი აგენტი 2011 წლის დეკემბერს ვხდებოდი და "ვოლგამ" გამომისყიდა.

- გავიგე, შეგეძლო "სიონთან" დაგესვენა, მაგრამ მოედანზე მაინც გახვედი. ტრავმის არ გეშინოდა?

- დასვენება მართლაც შემეძლო, მკურნალობის შემდეგ, რისკსაც მაქსიმალურად ვერიდებოდი, მაგრამ თამაში მეც მსურდა, კლუბის ხელმძღვანელებმაც შემომთავაზეს და უარს როგორ ვიტყოდი. "დინამოს" დახმარებას ტრავმირებულიც ვცდილობდი, რადგან ჩემთვის ეს კლუბი უბრალო სახელი არ არის, ძალიან ძვირფასია.

- საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში თამაში ძნელი იქნება.

- რა თქმა უნდა, განსხვავებული დონე, ტემპი და მოთხოვნებია, მაგრამ "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი კაცია, ბევრი ჩვენიანი თამაშობს და ასეთი გარემო ხელს შემიწყობს.

- თუ საიდუმლო არ არის, სხვა რა ვარიანტები გქონდა?

- ყველაზე რეალური "ვოლგა" იყო და დანარჩენზე ლაპარაკი აღარ ღირს.

- როდესაც ჰოლანდიაში სამკურნალოდ გაემგზავრე, ვფიქრობდით, მერაბ ჟორდანიამ "ვიტესში" გადასვლა შემოგთავაზა.

- ჰოლანდიაში სამკურნალოდ ვიმყოფებოდი და, ცხადია, მერაბ ჟორდანიას შევხვდი. თუმცა ეს იყო ორი ქართველის შეხვედრა და მეტი არაფერი. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან არნემში მან, მისი ოჯახის წევრებმა და გუნდმაც ისე თბილად და გულიანად მიმიღეს, მეგონა, ბატონი მერაბის უახლოესი ადამიანი ვიყავი. ამ დროს არც ჟორდანიას ახლობელი ვარ და არც "ვიტესის" ფეხბურთელი. ასეთი სითბო უზომოდ მესიამოვნა.

- სამკურნალოდ ჟორდანიამ მიგიწვია?

- არა, კაშიასთან ვძმაკაცობ და ტრავმა რომ მივიღე, გურამმა არნემში ჩასვლა და მკურნალობა მირჩია. მორიგი ტრავმის გამო მაშინ ისეთი გაღიზიანებული ვიყავი, სადმე აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

- იმ დროს მართლა ფიქრობდი კარიერის დასრულებაზე?

- ვფიქრობდი, რადგან სამ თვეში იმდენჯერ დავშავდი, თამაშის გაგრძელება უაზრობად მეჩვენებოდა. მაგრამ ფეხბურთი ისე მიყვარს, ამ ფიქრებმა მალე გადამიარა და მადლობა ღმერთს, მოედანს დავუბრუნდი. თავს მოვიკლავ და შევეცდები, თავი რუსეთშიც გამოვიჩინო. იქ თბილისის "დინამოზე" ჩემი თამაშიდან გამომდინარე იმსჯელებენ და ჩემთვის საყვარელი კლუბი არ უნდა შევარცხვინო. შევეცდები, კარგი ქცევითა და თამაშით რუსეთში სხვა დინამოელებსაც გავუხსნა გზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

oto1991
ვაწა დარჩი რაა :(((( დინამო დაიღპება უშენოდ :( შენ აქ გვჭირდები
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა