"მიუნხენ 1860"-ის ქართველი მცველი კლუბისგან ფინანსურ სანქციას ვერ ასცდება

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებისა და "მიუნხენ 1860"-ის მცველი მათე ღვინიანიძე კლუბისგან ფინანსურ სანქციას ვერ ასცდება. საქმე ის არის, რომ ღვინიანიძე მიუნხენის ერთ-ერთ ბარში, ნაშუაღამევს ნახეს ყოფილ თანაკლუბელ სავიო ნსარეკოსთან ერთად შამპანურით სავსე ჭიქით. მათე, რომელსაც ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა, უკვე მწყობრშია და "ლომების" მთავარი მწვრთნელი რაინერ მაურერი მას "ფიურტთან" ორშაბათის მატჩისთვის ამზადებდა. შესაბამისად, ღვინიანიძის ეს საქციელი, მეტი რომ არ ვთქვათ, არასპორტულად შეაფასეს და კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებამაც არ დააყოვნა.

"ყველა პროფესიულ კლუბს თავისი კოდექსი აქვს, ისევე, როგორც ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს. ღვინიანიძის ეს საქციელი კი პროფესიონალი ფეხბურთელის კოდექსს არ შეეფერება. ამიტომ იგი სანქციას ვერ ასცდება, რომელიც სამაგალითო იქნება", - პრესასთან საუბარში განაცხდა "მიუნხენ 1860"-ის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ სტევიჩმა.

გერმანული საიტები 23 წლის ქართველ მცველისსაც დაეკითხნენ.

"სავიო ჩვენს კლუბში იყო. იმ საღამოს დამიკავშირდა და მთხოვა, ერთმანეთს ბარში შევხვედროდით. დავსხედით და ვისაუბრეთ, დიდხანს არ გავჩერებულვარ... გულწრფელად ვწუხვარ და ვნანობ. კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და მათ ყველაფერი ავუხსენი", - აღნიშნა ღვინიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მათეს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ცნობები ამ ორიოდე კვირის წინათაც გავრცელდა. მაშინ ღვინიანიძემ თქვა, რომ დეკემბერში გადაწყვეტს, შეიცვალოს თუ არა კლუბი. ჩვენებურს "ლომებთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი. მათემ ისიც აღნიშნა, რომ კლუბში თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელებასაც არ გამორიცხავს. თუმცა გერმანელი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათე "ლომებს" ზამთარშივე დატოვებსო. მეორე ბუნდესლიგაში სეზონის პირველი წრის დასრულებამდე 4 ტურიღა დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება დეკემბერში.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა