28 დეკემბერს თბილისში, ფალავანთა კლუბში თავისუფალ ჭიდაობაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირი ჩატარდება

28 დეკემბერს თბილისში, ფალავანთა კლუბში საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირი ჩატარდება თავისუფალ ჭიდაობაში - ის მხოლოდ 70 კილოგრამში გაიმართება და მიზნად ისახავს ამ წონაში საქართველოს ნაკრების წევრის ვინაობის გამოვლენას.

მოგეხსენებათ, გაისად წონითი კატეგორიები იცვლება და ჭიდაობა ორეტაპიან დახარისხებაზე გადადის - ოლიმპიადაზე 6 წონითი კატეგორია იქნება, ყველა დანარჩენ შეჯიბრებაში - 8.

ოლიმპიურებს იმ დანარჩენ შეჯიბრებებში 61 და 70 კილოგრამები ემატება. ვინაიდან აქამდე არსებულ 60-ში ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გვყავს, საკადრო პრობლემაც მოგვარებულია. მომდევნო წონა 65 კილოგრამია, სადაც 66-ის ფალავნები დაიკლებენ; აი, 70 კი უფრო პრობლემურია და ამ ტურნირის ჩატარებაც ნაკრების ხელმძღვანელობამ მის მოსაგვარებლად გადაწყვიტა.

უმთავრესი ფავორიტი, რომელიც ახალ ტურნირს ახალ წონით კატეგორიაში ეყოლება, მსოფლიოს პირველობის მეხუთეადგილოსანი ლევან ქელეხსაშვილია. მოგეხსენებათ, ის აქამდე 66-ში გამოდიოდა, მაგრამ საკმაოდ ბევრს იკლებდა. თან ეს პროცესი თანდათან უფრო და უფრო უჭირდა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ მოზარდია, მომავალში მით უფრო გაუძნელდება.

აქედან გამომდინარე, გონივრული ჩანს მისი გადაწყვეტილება, ძალა ახალ წონაში სცადოს. მით უფრო, ორიოდე კვირის წინ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი კონსტანტინე ხაბალაშვილთან წააგო. თუმცა საკითხავია, რას იზამს ის 2015 წელს, როცა ლიცენზიებისთვის ბრძოლა გაჩაღდება, ანუ რომელ ოლიმპიურ კატეგორიას მიაშურებს. ნაკლებად სავარაუდოა, წონა დაიკლოს და 65-ში ჩამოინაცვლოს. უფრო მოსალოდნელია, ზევით წავიდეს, 74-ში.

ქელეხსაშვილის გარდა, ახალ ტურნირს სხვა მნიშვნელოვანი მონაწილეებიც ეყოლებიან. თუნდაც ახალგაზრდებში ევროპის 2009 წლის ჩემპიონი გოგა ხუჭუა და იმავე ნაკრების ყოფილი წევრი დავით ტლაშაძე. ისინი 74 კილოგრამიდან იკლებენ, რადგან იქ წონა არ ჰყოფნით, თუმცა საოლიმპიადო პერსპექტივაში მათაც ის პრობლემა დაუდგებათ, რაც ქელეხსაშვილზე ვთქვით. ვნახოთ, ყველაფერს დრო გამოავლენს, მაგრამ შაბათს ფალავანთა კლუბში ამ წონაში მეტ-ნაკლებად ცნობილი სხვა ფალავნებიც იქნებიან.

უეჭველია, ასეთი შუალედური, ანუ დამატებითი წონები მისწრება იქნება გარკვეული კატეგორიის ფალავნებისთვის, რომლებიც აქამდე არსებულ წონებს ვერ ერგებოდნენ. ცხადია, ვიღაცისთვის ცუდი იქნება, მაგრამ ვიღაცას წაადგება კიდეც. მაგალითად, იგივე ხუჭუა თავის დროზე ნიჭიერ ახალგაზრდად მიიჩნეოდა, მაგრამ მერე გაუჭირდა და ლამის მიიკარგა კიდეც. ახლა რეაბილიტაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ისე, მისთვის ეს წონა, როგორც ზედა წონიდან დაკლებულისთვის, ერთგვარი კოზირიც იქნება, ვიდრე - ქვევიდან ასულისთვის. საერთოდ, რაც მეტი წონითი კატეგორია იქნება, მით მეტ ფალავანს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველი მოჭიდავეების 15 მედალი და გუნდური პირველი ადგილი კიევის ტურნირზე
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა
ჭაბუკმა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოთი დაიწყეს
ფალავანთა კლუბში "თავისუფლებში" ახალი წონის ჩემპიონი გამოვლინდა
საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები, გოგოები და კილაძის დუბლი