ქინქლაძე "მეინ როუდის" მეფე იყო, 35 ათასი ინგლისელი უკრავდა ტაშს ქართველს იმ სტადიონზე...
ამ სევდიანმა ფოტომ იური როსტის ფოტო გამახსენა: "ყიფიანი მიდის". არ ვიცი, ზუსტად რა ჰქვია როსტის ფოტოს, უბრალოდ, ასეთი სახელი შერჩა...

დათო ყიფიანს უთქვამს, გიორგი ქინქლაძე ჩემზე მაგარი იქნებაო. მაგრამ ქინქლაძეც ისე წავიდა ფეხბურთიდან, რომ სევდა დაგვიტოვა.

ინგლისელ ჟურნალისტებს უყვართ მეტაფორები, ამ საქმის დიდოსტატები არიან და ნაირგვარად აქებდნენ "მანჩესტერ სიტის" ქართველს. ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტიში" ერთი პრემიერლიგური სეზონი ითამაშა და ეს იკმარა სახელის მოსახვეჭად.

ქინქლაძე მაგარი ფეხბურთელი იყო - ნათელი გონებით, დახვეწილი დრიბლინგითა და ყველაფრით, რითიც დიდი ტალანტი ფასობს.

ბერლინის "ჰერტას" თბილისში "ამერთან" მატჩისთვის დიტერ ჰიონესი რომ ჩამოჰყვა, დავით ყიფიანზე ბევრი მელაპარაკა, მერე გერმანულ ფეხბურთსაც გადავწვდით, მითხრა - ჩემი ფეხბურთელობის დროს საუკეთესო გერმანელი კალე რუმენიგე იყო, მაგრამ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობა ვერ მოაპოვებინა, ორივე ფინალი წააგოო. მერე ისიც მითხრა, ბოლო პერიოდში გერმანელთაგან ნიჭით ყველაზე უფრო მარიო ბასლერი გამოირჩა, მაგრამ დიდი ფეხბურთელი ვერ გახდა, ასეთების ხვედრი სხვანაირიაო...

ქინქლაძის კარიერაც ვერ გამოდგა წარმატებული, მაგრამ მაინც ბევრი მოახერხა - ქინქლაძე მითია ინგლისშიც და საქართველოშიც. მის მიმართ ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნიც იყო და ლოიალურიც, ინგლისში კი ის მოვლენა იყო.

ჰიონესი და გერმანული ფეხბურთი კი იმად გამახსენდა, რომ ქინქლაძეს ის ჟინი აკლდა, რაც ჰიონესის თაობის გერმანელებს, თითქოს, თანდაყოლილი ჰქონდათ, როგორც ორ მსოფლიო ომში დამარცხებული ერის შვილებს.

ფეხბურთი ძალიან საინტერესო თამაშია, ტიტულები რომც ვერ მოიგო, მაინც შეგიძლია გახდე კერპი, მერე კი მითად იქცე...

ქინქლაძე "მეინ როუდის" მეფე იყო, 35 ათასი ინგლისელი უკრავდა ტაშს ქართველს იმ სტადიონზე...

დღეს რუსეთისა თუ უკრაინის არცთუ მოწინავე გუნდებში მოთამაშე ქართველებს შეუძლიათ "ბენტლის" ყიდვა, ზოგი სულაც პისტოლეტს "ამარიაჟებს" შარდენის რომელიღაც ფეშენ-კაფეში...

ყველა ისე ცხოვრობს, როგორც ამის სურვილი აქვს, უბრალოდ, ყველას არ შეუძლია, რომ თუნდაც ფოტოთი გული დაგითუთქოს.

"მეინ როუდი" 2004 წელს დაანგრიეს. ამბობენ, "უემბლის" მერე ეს სტადიონი თავისი მნიშვნელობითა და მისტიციზმით ინგლისში მეორე საფეხბურთო სარბიელი იყოო, ქინქლაძე კი, ასეთი მნიშვნელობის არენაზე, ნომერ პირველი გახლდათ...

ქინქლაძე საფეხბურთო ტრიუკების ოსტატი იყო, ნამდვილი გენიოსი და... ნიჭის გამფლანგველი...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

Shoda
ამ აბაა თუ ბაბა, საიდან იცის რომ შრომა არ გვიყვარს? -რა უნდა ელაპარაკო, ეტყობა რაღაც ბოღმა აწუხებს კაცს!
aba
ზოგისთვის კერბია, ინგლისელი სპეციალისტების კი დზალიან ნიჭიერი რომელსაც ხან გაინბრწყინებდა და ხან ჩაქვრებოდა (შრომა არც ახლა გვიყვარს ქარტველებს და არც ადრე გვიყვარდა. ჩვენი "ტალანტებიც" იგივე სენით არინა დაავადებული). მთხლის სმას და "ჰაი-დედასა" ძახილში კი ყველაზე მაგრები ვართ - სიცოცხლის ბოლომდე.
zaza
ზუსტად ეს სურათი ეხატა მაისურზე(ქინქლაძე მარჯვენა გაშლილი ხელით) ერთ-ერთ ინგლისელ ტურისტს ანტალიაში.ვკითხე,ეს ვინაა თქო და ჩემი კერპიაო.მომყიდე ეგ მაიკა მეთქი და მილიონი რომ მომცე,ამ მაიკას არავის მივყიდიო,გაცვეთამდე მეცმევაო...
niko - n
ეს იყო ადამიანი გენია, მის შესახებ სულ რამდენიმე წლის წინ გავიგე. ყველა ვიდეო ნანახე მაქვს და თამამად ვამბობ რომ დღევანდელ მესის არაფრით ჩამოუვარდება. მას მეტი უნდა მიეღწია, გული მტკივა, რომ დროის უკუღმართობის გამო ეს ვარსკვალი ჩქავრა და ვერ ვხედავთ მას ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით, როგორც მარადონა, მესი პელე და რავიცი ძაან მაგარი მოთამაშე იყო :((((
gaga
ყველაზე ნიჩიერი და გენიოსი ფეხბურთელი რომრლმაც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები მAგრამ დგესაც და მუდამ მისი თამაში და თავდადება მოედანზე დაუვიწყარი იქნება ე მას წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში, ადამიანი რომელიც უდიდეს სიხარულს ანიჩებდა ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოში
dalesi
პატარა ქვეყნის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, რომელიც ქართული ფეხბურთის სიამაყეების გევრდით იქნება სულ.
nukri
ქინქლაძე ნამდვილად გენიოსი იყო,საუბედუროდ საქართველოში იმ დროისთვის,როცა ამ გენიოს დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა ომი ნგრევა,შიმშილი და გაუტანლობა მეფობდა ამანაც დაღი დაასვა მის დიდ საფეხბურთო კარიერას.წარმატებებს უსურვებ პირად ცხოვრებაში.
Odala
Gენიოსის მორიგი სტატია. რესპექტ თAვარტკილადზე
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ᓤᓘᓥᓠᓔᓑᓘ ᓝᓙᓔᓐᓜᓘᓡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᓐᓜ: ᓒᓣᓜᓓᓣᓠᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓘᓡ ᓓᓘᓐᓓᓘ ᓛᓐᓠᓢᓝᓡᓣᓚᓘ
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
ᓤ
როგორ უნდა ვაჯობოთ პოლონეთს... რევაზ ძოძუაშვილის რჩევა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
"ᕧᕕᓔ
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება