"ჰანოვერის" ხელმძღვანელობის საშობაო "საჩუქარი"
შობის დღესასწაულის ზეიმი აცადეს, მერე კი მოხდა ის, რაც მოსალოდნელი და ლოგიკური იყო: 4-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "ჰანოვერმა" 46 წლის მირკო სლომკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მირკოს, რომელსაც კონტრაქტი 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, უმუშევრად დარჩენის შესახებ აბუ დაბიში შეატყობინეს - სლომკა სწორედ იქ ატარებს შვებულებას.

"მირკოს გათავისუფლება ჩვენთვის ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბევრი მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო," - ნათქვამია "ჰანოვერის" ოფიციალურ განცხადებაში, სლომკა კი გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით მილიონ-ნახევარ ევროს მიიღებს.

"ჰანოვერში ოთხი წელი გავატარე და აქ გადახდენილ შესანიშნავ მომენტებს არასდროს დავივიწყებ," - დაწერა სლომკამ თავის ვებ-გვერდზე. ახლა კი ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვინ შეცვლის "ჰანოვერში" სლომკას. "ბილდის" ინფორმაციით, ტოპ-კანდიდატი სულ ორი იყო: "ვერდერის" ყოფილი დამრიგებელი თომას შააფი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკვე იუარა "ჰანოვერში" მუშაობა და "ფიურტის" დამრიგებელი ფრანკ კრამერი, რომლის სანაცვლოდაც ფულის გადახდაა საჭირო, რაც "ჰანოვერის" ბოს მარტინ კინდს არაფრით არ უნდა.

ჰოლანდიური პრესის ცნობით, "ჰანოვერი" ამჟამად უმუშევარი ფრედ რუტენით დაინტერესდა და თუ მართლაც დანიშნეს, კურიოზი ის იქნება, რომ სლომკა 2008 წელს "შალკეშიც" რუტენმა შეცვალა. თუმცა ამ უკანასკნელს გერმანიაში წარმატება არ ჰქონია - საშუალოდ 1.54 ქულა ერთ მატჩში. ვრცელდება ხმები "ჰანოვერში" რალფ რანგნიკის დაბრუნების შესახებაც, რომელიც ახლა "რედ ბულ ლაიპციგის" სპორტული დირექტორია. "პროფესორმა რალფმა" "ჰანოვერი" 2002 წელს ბუნდესლიგაში აღაზევა და 2004-ში გაათავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
"მილანს" შეიძლება იულიან ნაგელსმანი ჩაუდგეს სათავეში
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: სად ვეძებოთ ინტრიგა?
ვინ იხსნის "ნიურნბერგს"?
"ბაიერნისთვის" უარის თქმა მარტივი არ ყოფილა" - რანგნიკმა განმარტა, რატომ თქვა უარი "რეკორდმაისტერის" გაწვრთნაზე
რანგნიკი "მილანში" მწვრთნელიც იქნება და დირექტორიც
ᓑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᓐ. ᓠᕔᓚᓔᓒᕐᓪᓘᓐ. ᓡᓐᓞᓐᓡᓣᕮᕝ ᕛᓐᓢᓩᓘ: "ᓰᕐᓛᓑᕣᓠᓒᓘ" ᓒᓐᓓᓐᓠᓩᓐ!
ᓒ
"მილანმა" ზედიზედ მესამედ იმარჯვა და მწვრთნელად რანგნიკს არ დანიშნავს
ბუნდესლიგა. XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლევანდოვსკი მანჯუკიჩის სწორია
ᓒ
რანგნიკი "მილანში" საკადრო რევოლუციას დაიწყებს?
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
"ბაიერნს", დიდი ალბათობით, რანგნიკი გაწვრთნის
ბრემენის "ვერდერი": შააფი ბრუნდებაო...
ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის კანდიდატურაც განიხილება
ᓒᓔᕠᓛᓐᓜᓘᕐ. ᓑᕣᓜᓓᓔᓡᓚᕘᓒᓐ. XXXII ᓢᓣᓠᕘ: "ᓑᓐᓘᓔᕠᓜᓘ" "ᓠᓔᕐᓚᓘᕡᓗᓕᓘᓡ" ᓔᕛᓖᕐᕓᓔᓑᕐ [VIDEO]