"შალკემ" შააფი ვერ დაითანხმა. კიკერის ინფორმაციით, კელერი რჩება
ორშაბათს ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც იენს კელერი "შალკეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და სწორედ ორშაბათს გავრცელდა ხმები, რომ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები მას ისევ სარეზერვო გუნდში დაბრუნებას უპირებდნენ, მთავარ მწვრთნელად კი გაზაფხულზე "ვერდერიდან" გათავისუფლებული თომას შააფის დანიშვნა სურდათ.

თავად კელერმაც თქვა, მე თვითონაც მიკვირს, ამ პოსტზე ამდენ ხანს რომ გავძელიო - შეგახსენებთ, რომ შარშან მისი დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იენსი თანამდებობაზე შემორჩა.

ითქვა, რომ ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრა "ნიურნბერგთან" კელერისთვისაც ბოლო იქნებოდა "შალკეს" მთავარი დამრიგებლის რანგში და რომ შააფთან მოლაპარაკებები დაწყებულიც იყო, მაგრამ "კიკერის" ინფორმაციით, შეფებმა თომასი ვერ დაითანხმეს და "შალკეს" სეზონის მეორე ნახევარშიც კელერი უხელმძღვანელებს.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, 52 წლის შააფი "შალკეში" დანიშვნის კანდიდატად რჩება. მასთან შეთანხმება გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა უარყო: "არა, ახალი არაფერია და არ ვიცი, საიდან მოიტანა პრესამ ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს თომას შააფთან ყველაფერზე შევთანხმდით," - უთხრა ტიონიესმა "კიკერს".

43 წლის კელერმა "შალკე" ზუსტად ერთი წლის წინათ ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰუუბ სტევენსი შეცვალა. მას მერე გელზენკირხენულმა კლუბმა ოფიციალური მატჩების თითქმის ნახევარი მოიგო - 47 თამაში, 23 მოგება, 9 ფრე, 15 მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"შალკეში" თომას შააფი ახსენეს

avtors
გოტფრიდ სათაური შესანიშნავია, მომეწონა ტუ ის სიღრმეა რასაც ვფიქრობ მაშინ ბრავო :D :D ისე კელერი გასაგდებია საერთოდ და ან შააფია მოსაყვანი ან რანკინგი, გამოცდილი ხელია საჭირო
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: სად ვეძებოთ ინტრიგა?
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: რობენმა "შალკე" აწამა! [VIDEO]
ვინ იხსნის "ნიურნბერგს"?
"შტუტგარტი": ფე წავიდა, სტევენსი მივიდა
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლევანდოვსკი მანჯუკიჩის სწორია
ჰუუბ სტევენსმა მისია ამოწურა და "შტუტგარტიდან" წავიდა
ᕑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᕐ. ᓑᕝᕚᕝ ᓢᓣᓠᕘ - ᓮᓝᓡᓔᓞ ᕒᓕᕐᓠᕓᓘᓝᓚᓐᓡ ᕡᓐᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝ ᓡᓘᓜᕘ ᕮᓔᕚᓘᓓᓐᕜ ᓒᓐᓣᓕᕐᓠᕓᓐ [VIDEO]
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია
ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები: "არსენალი" თურქული წნეხის ქვეშ
შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!
გელზენკირხენის "შალკე" - ფავორიტი ბეწვის ხიდზე
ბრემენის "ვერდერი": შააფი ბრუნდებაო...
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის
მირკო სლომკა გააგდეს, ვინ შეცვლის მას?
"შტუტგარტის" ფეხბურთელებმა პორტუგალიაში ერთმანეთში იჩხუბეს
ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის კანდიდატურაც განიხილება